Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ობლიგაციების უპირატესობები და გამოწვევები – რომელია ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ქართული კაპიტალის ბაზარზე?

by იზა გვარამაძე
June 28, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ობლიგაციების უპირატესობები და გამოწვევები – რომელია ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ქართული კაპიტალის ბაზარზე?
0
SHARES
0
VIEWS

თანამედროვე მსოფლიოში ფული ყოველდღიურად კარგავს ძალას. ხშირად გვესმის ტერმინი „ინფლაცია“, რაც ჩვენი ფულის მთავარი „მტერია“, რომლის დამარცხებაც სწორი ინვესტირების შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია. სარფიანად დაბანდებული ფინანსური რესურსი კი მოგების მიღების საუკეთესო საშუალებაა.

საქართველოში ყველაზე მარტივი და გავრცელებული ფორმა დეპოზიტი, ანუ ანაბარია, როდესაც თქვენს ფულს ბანკს ასესხებთ, ის კი სანაცვლოდ გარკვეულ პროცენტს გიხდით. მიიჩნევა, რომ ეს ინვესტირების ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მეთოდია. დღესდღეობით დეპოზიტებზე სარგებლიანობა, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა შემცირებული.

ინვესტირების კიდევ ერთი შესაძლებლობა სავალო ფასიანი ქაღალდების, ანუ ობლიგაციების, იმავე ბონდების შეძენაა. კორპორაციული ობლიგაციების პრაქტიკა საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება. პროცესი ნელა მიმდინარეობს, მაგრამ ობლიგაციებზე მოთხოვნა დინამიკაში აშკარად მზარდია.

ფასიანი ქაღალდების, იმავე ბონდების შემთხვევაში ფულს არა ბანკს, არამედ კონკრეტულ კომპანიას, ე.წ. ემიტენტს, ასესხებთ და ამით უფრო მეტ სარგებელს იღებთ. მაგალითისთვის, საქართველოში დოლარის დეპოზიტზე, ანუ ანაბარზე, სარგებელი შესაძლოა წლიურ 0.5%-ს არ აღემატებოდეს, მაშინ როდესაც კონკრეტული კომპანიის ობლიგაციების შეძენით შესაძლოა წლიურად 6-იდან 9%-ამდე სარგებელი მიიღოთ. სტანდარტულად კომპანია ყოველწლიურად ან კვარტალში ერთხელ გიხდით პროცენტს კუპონის სახით. ვადის ამოწურვის შემდეგ კი იღებთ ე.წ. ძირ თანხას, როგორც ეს ანაბრის შემთხვევაში ხდება.

მომხმარებლის უფლებებს მარეგულირებელი ორგანო, საქართველოს ეროვნული ბანკი, უზრუნველყოფს. სხვათა შორის, საქართველოში პირველი ობლიგაცია 2014 წელს განთავსდა და მას შემდეგ რამდენიმე ათეული ემისია განხორციელდა, თუმცა დღემდე არ ფიქსირდება კომპანიის დეფოლტის ან გაკოტრების ფაქტი და ყველა ინვესტორმა კუთვნილი თანხა სრულად მიიღო.

მესამე და შედარებით უფრო რისკიანი, მაგრამ ყველაზე მოგებიანი ფასიანი ქაღალდი აქციაა. ის კომპანიის გარკვეული წილის ფლობასა და, შესაბამისად, მის მმართველობაში მონაწილეობას გულისხმობს. საქართველოში აქციების ბაზარი ჯერჯერობით განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს და ამჟამად მხოლოდ 3 ქართული კომპანიაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული.

აქციები და ობლიგაციები კაპიტალის ბაზრის, ანუ ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ინსტრუმენტებია და კარგი შესაძლებლობაა არა მხოლოდ ფულის შესანახად, არამედ ფულის მოსაზიდადაც. ობლიგაციებისა და აქციების ინსტრუმენტებს უკვე მრავალი წელია უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები აქტიურად იყენებენ. მიზეზი მარტივია – კერძო სექტორისთვის ეს დამატებითი ფულადი სახსრების მოძიების წყაროა საკრედიტო რესურსების დივერსიფიკაციის მეშვეობით, ისე, რომ მხოლოდ საბანკო სესხზე არ იყოს დამოკიდებული.

თუმცა ობლიგაციების გამოშვება კომპანიებისთვის საკმაოდ რთულ და გრძელვადიან პროცედურებთანაა დაკავშირებული. ობლიგაციების საჯარო ემისიისთვის მენეჯმენტს კომპანიის შესახებ რაც შეიძლება დეტალური ინფორმაციის გამჟღავნება უწევს, რათა ფასიანი ქაღალდების პოტენციურ მფლობელებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ ემიტენტის (ფასიანი ქაღალდის გამომშვების) შესახებ და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ. ემიტენტებს მრავლისმომცველი დოკუმენტის შედგენა უწევთ, რომელსაც „ობლიგაციების პროსპექტი“ ეწოდება. ამ პროცესში კომპანიას განთავსების აგენტი ეხმარება.

როგორც Galt & Taggart-ის საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნინი ჯოხაძე ამბობს, პროცესში ეროვნული ბანკი აქტიურადაა ჩართული, რათა მომხმარებლის ყველა უფლება მკაცრად იყოს დაცული: „როდესაც კომპანია საჯარო წესით უშვებს ობლიგაციებს, ის საჯარო დაინტერესების პირი ხდება, შესაბამისად, ექვემდებარება ანგარიშის წარდგენის მკაცრ სტანდარტებს, რაც გულისხმობს, რომ კომპანიამ საჯაროდ უნდა გაამჟღავნოს როგორც ნახევარწლიური, ასევე წლიური ფინანსური ანგარიშგებები, ჩაატაროს აუდიტი და გამოაქვეყნოს მისი შედეგები, ამასთანავე, გაასაჯაროოს კომპანიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები“.

საინტერესოა, რომ არსებობს გარკვეული კორპორაციული სტანდარტები, რომლებსაც ემიტენტი უნდა დაექვემდებაროს — მაგალითად, უნდა ჰყავდეს სამეთვალყურეო საბჭო, მასში შექმნილი უნდა იყოს შიდა აუდიტის კომიტეტი, სადაც ასევე დამოუკიდებელი პირი უნდა მონაწილეობდეს და ა.შ.

სწორედ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუხდა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, „თეგეტა ჰოლდინგს“, რომელიც კაპიტალის ბაზარზე გამორჩეულად აქტიურია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჰოლდინგმა უკვე მეორე ემისია განახორციელა. გასული წლის დეკემბერში 150 მილიონი ლარის ობლიგაციების ემისიის შემდეგ, რაც ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ყველაზე დიდი განთავსებაა საქართველოში, ამჯერად კომპანიამ ბონდები დოლარსა და ევროში გამოუშვა და ფიზიკურ პირებსაც შესთავაზა. ემისია საინვესტიციო ბანკის „გალტ&თაგარტის“ მხარდაჭერით განხორციელდა. ჯამში, 20 მილიონი აშშ დოლარისა და 5 მილიონი ევროს ობლიგაციები განთავსდა და ინვესტორებს 1000 დოლარის ან ევროს ინვესტირებაც შეეძლოთ. კომპანიაში ამბობენ, რომ ფიზიკური პირების მხრიდან აქტიურობა ძალიან მაღალი იყო. ეს კი აშკარად მიუთითებს, ნდობაზე კომპანიისა და არსებული ბიზნესმოდელის მიმართ.

მანანა ხინაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „პირველივე ტრანშის მიმართ ინვესტორების დაინტერესება აშკარა წარმატებას ცხადყოფს. როგორც ემიტენტების, ისე ინვესტორების მხრიდან მაღალი ჩართულობა მთავარი წინაპირობაა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. „თეგეტა ჰოლდინგის“ აქტიურობას თუ გავითვალისწინებთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩანს, რომ ის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორის როლს თამაშობს. 2019 წლიდან დღემდე, ჯამურად, 300 მლნ ლარამდე სავალო ფასიანი ქაღალდი გვაქვს უკვე შეთავაზებული სხვადასხვა კატეგორიის – ინსტიტუციური თუ საცალო ინვესტორისათვის“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება სწორი კომუნიკაციით გააჩინო მოთხოვნა საკუთარ ობლიგაციებზე. ფაქტია, რომ რაც მეტი ინფორმაცია ექნებათ პოტენციურ ბონდჰოლდერებს, მით უფრო ნათელი გახდება, რა ბენეფიტები შეიძლება ჰქონდეს ფასიანი ქაღალდების შეძენას; მარტივად შეძლებენ, გააანალიზონ, რომ ობლიგაციით მიღებული სარგებელი ბევრად აღემატება საბანკო დეპოზიტებზე დარიცხულ პროცენტს. „თეგეტას“ მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, აშშ დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებზე წლიური სარგებელი 8.5%-ია, ხოლო ევროში დენომინირებულ ფასიან ქაღალდებზე – წლიური 7.0%.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ემისიას „თეგეტასთვის“ განსხვავებული დატვირთვაც აქვს. კომპანია აქტიური ზრდისა და ექსპანსიის პერიოდშია და უცხოურ ვალუტაში გამოშვებული ფასიანი ქაღალდები ამ მიზნის უკეთ შესრულებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. როგორც ჰოლდინგში ამბობენ, მიღებული თანხა სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას მოხმარდება. შედეგად, „თეგეტა“ უფრო მარტივად შეძლებს გაფართოების გეგმის განხორციელებას, რაც ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამომავლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმომადგენლობების გახსნას გულისხმობს.

ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარებაში „თეგეტა ჰოლდინგი“ წვლილის შეტანას მომავალშიც აპირებს. კომპანიას უკვე დაგეგმილი აქვს მწვანე ბონდების გამოშვება, რომელთა ემისიაც მიმდინარე წელის ზაფხულში მოხდება.

S

Previous Post

Emonomy – 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპი, რომელიც AI-ის მეშვეობით კამპანიების ეფექტიანობას განსაზღვრავს

Next Post

გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კატარელი შეიხი ყიდულობს

იზა გვარამაძე

Next Post
გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კატარელი შეიხი ყიდულობს

გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ კატარელი შეიხი ყიდულობს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result