Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ვალის ბეგარა

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in ეკონომიკა
0
ვალის ბეგარა
0
SHARES
0
VIEWS

აქტიურად განიხილება კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და თავისუფლების ქარტიის ცვლილება, რომელიც მთავრობას ზღუდავს ქვეყნის ისეთი მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუარესებაში, როგორიცაა გადასახადები, სახელმწიფო ხარჯი, ვალი და სხვა. ამჯერად ვალს შევხედოთ.

ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების დათვლისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრი სამთავრობო ვალია. ნებისმიერ გამოკითხვაში, თუ რა პრობლემები აწუხებს ამომრჩეველს, სახელმწიფო ვალი ვერასდროს ვერ ხვდება ძირითადი პრობლემების სიაში. ამის მიზეზი ისაა, რომ ვალთან დაკავშირებით მოსახლეობაში ინფორმაციის დონე საგრძნობლად დაბალია და მისი მნიშვნელობაც – საკმაოდ გაუფასურებული.

ვალზე მსჯელობისას რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი – რა არის ვალი, რამდენი ვალი გვაქვს, ბევრია თუ ცოტა, და გამოსავალი. რომ დავიწყოთ ვალის რაობით და მისი დღევანდელი მაჩვენებლით, სამთავრობო ვალის ძირითადი მიზეზი იგივეა, რაც ნებისმიერი სახის ვალის – როდესაც ხარჯები შემოსავლებზე მეტია, ამა თუ იმ სუბიექტს უწევს დეფიციტის ვალით დაფინანსება. სამთავრობო ვალის ზრდის კიდევ ერთი მიზეზი კაპიტალური პროექტებია (მაგალითად, გზები, ხიდები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები), რომელთა განსახორციელებლად მთავრობა სესხულობს მთლიანი ხარჯის გარკვეულ ნაწილს. მაგალითად, 2017 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 1.26 მილიარდი ლარია გამოყოფილი, საიდანაც 49.4% კრედიტით ფინანსდება, ეს კი იგივე სამთავრობო ვალდებულებაა, რომლის გასტუმრებაც მომავალში მოგვიწევს.

2017 წლის მდგომარეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მთლიანი სამთავრობო ვალი 13.9 მილიარდი ლარია, საიდანაც 11.3 მილიარდი ლარი საგარეო ვალია, ხოლო 2.6 მილიარდი ლარი – საშინაო ვალი.

წლების მიხედვით საქართველოს მზარდი ვალი აქვს. საგარეო ვალის მკვეთრი ზრდა უკანასკნელი 2 წლის მანძილზე მეტწილად ვალუტის კურსის გაუფასურების გამო მოხდა, ისევე როგორც 2017 წლის შემცირება 2016 წელთან შედარებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ რიცხვებში არ შედის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების მიერ აღებული საგარეო ვალი, რაც სამთავრობო საგარეო ვალის რეალურ რიცხვს 11.3 მილიარდი ლარიდან 11.9 მილიარდ ლარამდე ზრდის. მაგალითად, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ ნავთობისა და გაზის კორპორაციის ვალდებულებების ანგარიშზე 250 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები ირიცხება.

რაც შეეხება საშინაო ვალს, მკვეთრად უარესი მდგომარეობაა, რადგან მთავრობის საშინაო ვალი უკანასკნელი 4 წლის მანძილზე 100%-ით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ საშინაო ვალი საგარეო ვალთან შედარებით უფრო ძვირია, ვინაიდან ადგილობრივი მოთამაშეებისგან ხდება სესხის აღება, რასაც, გარდა სიძვირისა, შეიძლება ფულის მასის ზრდა, ინვესტიციებისთვის ხელის შეშლა ან სხვა პრობლემები მოსდევდეს. ვინაიდან ვალის მომსახურება გრძელვადიან პერიოდს უკავშირდება, მთავრობები ხშირად არ ერიდებიან ვალის გაზრდას იმის გამო, რომ მათი გადასახდელი არ იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვალების გადახდა საქართველოს მოუწევს და რაც მეტ ვალს ვიღებთ, მით მეტ ვალდებულებას ვუტოვებთ მომავალ თაობებს. დღეის მონაცემებით, ყოველ ახალდაბადებულ ბავშვს საქართველოში 3 750 ლარი აქვს ვალი და ის მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ვალის ზრდა იგივეა, რაც გადასახადების ზრდა, რადგან ვალის მომსახურებას მთავრობა ბიუჯეტის შემოსავლებიდან ახორციელებს, რაც, თავის მხრივ, გადასახადის გადამხდელების ფულისგან შედგება.

იმისათვის, რომ უფრო ცხადად დავინახოთ და გავიაზროთ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში სამთავრობო ვალის მხრივ, უფრო მართებულია ვალის დათვლა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, ვინაიდან ეს გვაძლევს ინფორმაციას, თუ რამდენად შეუძლია ქვეყნის ეკონომიკას გარკვეული რაოდენობის ვალს გაუმკლავდეს.

საქართველოს ვალი 2014 წლამდე შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა (თუ არ ჩავთვლით 2008-2010 წლებს, როდესაც საქართველომ სრულმასშტაბიანი ომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისი გადაიტანა), ხოლო უკანასკნელი წლების მანძილზე სამთავრობო ვალი მშპ-სთან 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც საკმაოდ სწრაფი ზრდაა. ვალის მაჩვენებლისა და მსგავსი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში 6 წელიწადში ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით კანონით დასაშვებ ზღვარს გადავაჭარბებთ.

მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს ვალის შემცირებას, თუმცა განვითარებული ქვეყნების საკმაოდ დიდ ნაწილს მაღალი ვალის მაჩვენებელი აქვს, რაც მათ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს.

არიან განვითარებული ქვეყნები, ვისაც მაღალი ვალის მაჩვენებელი აქვს და განვითარებული ქვეყნები, ვისაც დაბალი ვალის მაჩვენებელი აქვს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ განვითარებული ქვეყნების ვალი უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზეა მკვეთრად გაზრდილი, ხოლო როდესაც დაახლოებით იმ დონეზე იყვნენ, როგორზეც ჩვენ ვართ დღეს, მათი ვალი მკვეთრად დაბალი იყო. მაგალითად, იაპონია 1991 წელს 13-ჯერ მდიდარი იყო, ვიდრე დღეს საქართველოა, თუმცა ვალი/ მშპ 39% იყო (საქართველოზე 15%-ით ნაკლები). მაგალითად, 1988 წელს აშშ დაახლოებით 12-ჯერ მდიდარი იყო, ვიდრე დღეს საქართველოა და მათი ვალის მიმართება მთლიან შიდა პროდუქტთან 42% იყო (საქართველოზე 7%-ით ნაკლები).

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში შედის იქონიონ ვალის დაბალი მაჩვენებლები, რადგან უკანასკნელ პერიოდში კარგად ვნახეთ, თუ როგორი პრობლემები შეუქმნა ვალმა საბერძნეთს, იაპონიას, პორტუგალიას, იტალიასა და სხვა მსგავს ქვეყნებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვალის დათვლა უფრო მართებულია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით და არა ნომინალში. ამ მხრივ საქართველოს მდგომარეობა თავის განვითარების დონესთან შედარებით არასახარბიელოა, განსაკუთრებით – უკანასკნელი 4 წლის მანძილზე. იმისათვის, რომ ვალის მაჩვენებელი არ გაიზარდოს, საჭიროა როგორც სამთავრობო ხარჯების შემცირება, ასევე გარკვეულ კრედიტებზე უარის თქმა იმის მიუხედავად, დაბალ პროცენტში გვთავაზობენ თუ არა ვალს. მაგალითად, საქართველოს მთავრობას 2016 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე 2017 წლის ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 860 მილიონი ლარით ნაკლები ჰქონდა გათვალისწინებული, ხოლო არჩევნების შემდეგ მოცემული ბიუჯეტი დაკორექტირდა. მაგალითად, ხარჯვით ნაწილში 860 მილიონი ლარით ნაკლები ნიშნავს პროფიციტულ ბიუჯეტს და ნაკლებ ვალს. 

Previous Post

IFC: В Грузии, доступ к финансированию является одним из главных препятствий для бизнесов

Next Post

IFC: in Georgia, access to financing is one of the main obstacles for business

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
IFC: in Georgia, access to financing is one of the main obstacles for business

IFC: in Georgia, access to financing is one of the main obstacles for business

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

Recent News

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result