Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

CEO-ს წლიური ანაზღაურება 0.9%-ით გაიზარდა | ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ების რეიტინგი

by Salo Papalashvili
June 1, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
CEO-ს წლიური ანაზღაურება 0.9%-ით გაიზარდა | ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ების რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS

The Associated Press-ისთვის Equilar-ის მიერ გაანალიზებულ მონაცემებზე დაყრდნობით, S&P 500-ში შემავალი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორების ტიპური კომპენსაციის პაკეტი, გასულ წელს მხოლოდ 0.9%-ით, საშუალოდ $14.8 მილიონით გაიზარდა. გამოკითხვაში შემავალი CEO-ების ნახევარმა მეტი გამოიმუშავა, ხოლო დარჩენილმა ნახევარმა – ნაკლები.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაბალი ზრდა 2015 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. თუმცა, ამ მცირე ზრდამდე, CEO-ების ანაზღაურება, 2021 წელს, პანდემიით გამოწვეული რეცესიისას ეფექტიანი მართვისთვის ჯილდოს სახით, 17%-ით გაიზარდა. შედეგად, კრიტიკა არ წყდება იმის შესახებ, რომ აღმასრულებელი დირექტორების ანაზღაურება ზედმეტად მაღალია და კომპანიების უფროსებისა და თანამშრომლების ხელფასებს შორის დისბალანსი კვლავ ძალიან შესამჩნევი.

2022 წლის დასაწყისში კომპენსაციების პაკეტის დიდი ნაწილი დამტკიცდა, თუმცა მცირე ზრდაც კი შესაძლოა გადაჭარბებულად ჩანდეს იმ წლის ფონზე, როდესაც 2008 წლის შემდეგ, საფონდო ბირჟებზე ყველაზე ცუდი შედეგები დაფიქსირდა. ინფლაციამ ხელფასების მატებაზე უარყოფითად იმოქმედა, რეცესიის შიში გაიზარდა და ტექნოლოგიურმა გიგანტებმა თანამშრომლების გათავისუფლება დაიწყეს.

უკანასკნელი წლებისგან განსხვავებით, CEO-ების ანაზღაურების ზრდა უფრო დაბალი იყო, ვიდრე 2022 წელს კერძო სექტორში დასაქმებული პირების ხელფასებისა და ბენეფიტების 5.1%-იანი მატება. მიუხედავად ამისა, მუშაკთა ანაზღაურებამ ინფლაციას, რომელიც გასული წლის ბოლოს 6.4%-ს შეადგენდა, ვერ გაუძლო. ხოლო დირექტორებსა და წოდებრივ დასაქმებულებს შორის ანაზღაურების სხვაობა, რომელიც წლების განმავლობაში იზრდებოდა, მხოლოდ ოდნავ შემცირდა.

AP-ის კვლევაში შემავალი კომპანიების დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება $77,178-ს შეადგენდა, რაც 1.3%-ით მეტია წინა წლის $76,160-თან შედარებით. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ დასაქმებულს 186 წელი სჭირდება იმ თანხის გამოსამუშავებლად, რამდენიც შარშან, საშუალო ანაზღაურებით, აღმასრულებელმა დირექტორმა გამოიმუშავა.

AP-ის მონაცემებით, მიმდინარე წელს პირველი ადგილი Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ დაიკავა პაკეტით, რომლის ღირებულებაც თითქმის $226 მილიონს უტოლდება. პიჩაის კომპენსაციის უდიდესი ნაწილი $288-მილიონიანი შეზღუდული აქციების გრანტებზე მოდიოდა, რომელსაც Google-ი თავის აღმასრულებელ დირექტორს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ანიჭებს. შედეგად მაშინ, როდესაც Google-მა ათიათასობით თანამშრომელი გაათავისუფლა, პიჩაის მთლიანი კომპენსაცია 15-ჯერ აღემატებოდა აღმასრულებელი დირექტორების წლევანდელ საშუალო ანაზღაურებას.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორების სიაში მეორე ადგილი Live Nation Entertaiment-ის CEO-მ მაიკლ რაფინომ ($139 მილიონი) დაიკავა, რომელსაც მესამე ადგილით Apple-ის CEO ტიმ კუკი ($99.4 მილიონი) მოჰყვება. თუმცა კუკმა აქციონერთა შეხვედრაზე 2023 წლისთვის თავისი ხელფასის 40%-ით შემცირება მოითხოვა, კუკის ანაზღაურების წლევანდელი პაკეტი კი, შარშანდელი 94%-ის მაგივრად, აქციონერთა მხოლოდ 64%-მა დაამტკიცა.

გასულ წელს აღმასრულებელი დირექტორების ანაზღაურების ყველაზე დიდი კლება ორგანიზაციების მუშაობის წლიურ შეფასებაზე გათვლილ ჯილდოებს უკავშირდებოდა, რომელიც საშუალოდ $2.3 მილიონამდე, 15.5%-ით შემცირდა. თუმცა, მეორე მხრივ, 10.5%-ით გაიზარდა საფონდო ჯილდოები და საშუალოდ $8.5 მილიონს მიაღწია. ყველაფრის მიუხედავად, საკონსულტაციო ფირმა Compensation Advisory Partners-ის პარტნიორის, კელი მალაფისის შეფასებით, მას შემდეგ, რაც საფონდო ბირჟის ვარდნის ეფექტი სრულად შეფასდება, მიმდინარე წელსვე, აღმასრულებლების ხელფასები მკვეთრად შემცირდება.

ცნობისთვის, AP-ისა და Equilar-ის კვლევა S&P 500-ის კომპანიების 343 აღმასრულებელ დირექტორს აერთიანებს, რომლებიც თავიანთ კომპანიებში მინიმუმ ორი ფისკალური წლის განმავლობაში მუშაობდნენ. შედეგად, რეიტინგში არ ვხვდებით ისეთ მაღალანაზღაურებად CEO-ებს, როგორებიც Amazon-იდან ენდი ჯასი და Microsoft-იდან სატია ნადელა არიან.

2022 წელს მიღებულ ხელფასზე დაყრდნობით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორების ათეული ასე გამოიყურება:

  1. სუნდარ პიჩაი – $225,985,145 (Alphabet)
  2. მაიკლ რაფინო – $139,005,565 (Live Nation Entertainment)
  3. ტიმოთი კუკი – $99,420,097 (Apple)
  4. ჰოკ ტანი – $60,606,971 (Broadcom)
  5. ვისენტე რეინალი – $54,505,957 (Ingersoll Rand)
  6. რიდ ჰასტინგსი – $51,073,237 (Netflix)
  7. თეოდორ სარანდოსი – $50,299,296 (Netflix)
  8. ჰამიდ მოგადამი – $48,152,756 (Prologis)
  9. სტეფენ სქუერი – $48,026,238 (American Express Company)
  10. ჯეიმს გორმანი – $39,398,905 (Morgan Stanley)
Previous Post

Forbes საქართველოს პროექტის 30 Under 30 დაჯილდოება 2 ივნისს გაიმართება

Next Post

ამჟამად Twitter-ის ღირებულება მასკის მიერ გადახდილი თანხის მხოლოდ 33%-ია

Salo Papalashvili

Next Post
ამჟამად Twitter-ის ღირებულება მასკის მიერ გადახდილი თანხის მხოლოდ 33%-ია

ამჟამად Twitter-ის ღირებულება მასკის მიერ გადახდილი თანხის მხოლოდ 33%-ია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result