Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: მაისის 10 საუკეთესო ახალი ფილმი Netflix-ზე

by Salo Papalashvili
May 31, 2023
in კულტურა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
Forbes: მაისის 10 საუკეთესო ახალი ფილმი Netflix-ზე
0
SHARES
0
VIEWS

2023 წლის პირველ ნახევარში გამოსული ახალი ფილმების ნაწილი როგორც დამოუკიდებელ წარმოებას, ასევე წამყვან სტუდიებს ეკუთვნოდათ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კინოთეატრებში მაღალი ხარისხის კონტენტის არსებობაზე. მიმდინარე წელს გამოშვებული ფილმების დიდი ნაწილი კი პოპულარულ სტრიმინგ-პლატფორმა Netflix-ზე გამოჩნდა, რომლის ათეულიც გამოცემა Forbes-მა შეადგინა.

კაცი, სახელად ოტო | A Man called Otto

ფილმში სიუჟეტი მუდამ ყველაფრით უკმაყოფილო ქვრივის, ოტოს გარშემო ვითარდება, რომელსაც ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული. თუმცა მისი ცხოვრება მეზობლად ახალი ოჯახის გადმოსვლის შემდეგ რადიკალურად იცვლება. მარკ ფოსტერის რეჟისორობით გადაღებული ფილმი ეკრანებზე 2023 წლის იანვრიდან გამოჩნდა. მთავარ როლებს ტომ ჰენქსი, მარიანა ტრევინიო, ტრუმენ ჰენქსი, რეიჩელ კელერი, მაკ ბაიდა და მანუელ-გარსია რულფო ასრულებენ.

შიმშილი | Hunger

ფილმში ვითარება ბანგკოკის ძველ კვარტალში მიმდინარეობს და აიოს ელექტრიფიცირებულ კულინარიულ მოგზაურობაზე მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად ტაილანდის ყველაზე პატივსაცემი შეფ-მზარეულის ჯგუფში,Hunger-ში მოხვდება. ტაილანდური დრამა მიმდინარე წლის აპრილში გამოვიდა, ფილმის რეჟისორი სიტისირი მონგკოლსირია, მთავარ როლებს კი ნოპოჩაი ჩაიიანამი და ჩუტიმონ ჩუენჩანვენსუკინი ასრულებენ.

დედა | The Mother

ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით გადაღებული ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ზუსტად დედის დღისთვის, მაისის პირველ ნახევარში გამოვიდა. ახალ ნამუშევარში ლოპესი დაქირავებული მკვლელის როლს ასრულებს, რომელიც სასტიკი კანონდამრღვევებისგან თავისი შვილის დაცვას ცდილობს. ფილმის რეჟისორი ნიკი კაროა, მთავარ როლებს ჯენიფერ ლოპესი, ჯოზეფ ფაინსი, ლუსი პაეზი, ომარი ჰარდვიკი, პოლ რაჯი და გაელ გარსია ბერნალი თამაშობენ.

უკანასკნელი სამეფო: შვიდი მეფე უნდა მოკვდეს  | The Last Kingdom: Seven Kings Must Die

ფილმი ინგლისის მეფე ედუარდის დაღუპვის შემდგომ განვითარებულ დაპირისპირებებსა და ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე მოგვითხრობს. არეულობის ფონზე კი უთრედი და მისი მეგობრები ინგლისის საბოლოოდ გასაერთიანებლად იბრძვიან. ისტორიული დრამა ეკრანზე მიმდინარე წლის აპრილში გამოჩნდა, რეჟისორი ედვარდ ბეზელგეტია. მთავარ როლებს ალექსანდერ დრეიმონი, ჰარი გილბი, მარკ როული და არნას ფედერავიჩუსი ასრულებენ.

დაკარგული | Missing

დედის გაუჩინარების შემდეგ ჯუნი ლოს-ანჯელესიდან კოლუმბიაში სამაშველო მისიას იწყებს. დედის საპოვნელად ჯუნი უახლოეს ტექნოლოგიებს იყენებს, თუმცა გამოძიების მსვლელობისას ციფრულ ლაბირინთში ღრმად იძირება და ახალ საიდუმლოებასაც აღმოაჩენს. ფილმის რეჟისორები უილ მერიკი და ნიკ ჯონსონი არიან, მთავარ როლებს სტორმ რიდი, ჟოაკიმ დე ალმეიდა, დენიელ ჰენი, კენ  ლიუნგი და ნია ლონგი ასრულებენ. ამერიკული ტრილერი ეკრანებზე 2023 წლის იანვარში გამოჩნდა.

Whitney Houston: I Wanna Dance with Somebody

ახალი ბიოგრაფიული ნამუშევარი, 1980-იან წლებში, კლაივ დევისის მიერ ფენომენალური ვოკალისტის, უიტნი ჰიუსტონის აღმოჩენის, მისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის რეჟისორი კასი ლემონსია, მთავარ როლებს ნაომი აკი, სტენლი ტუჩი, აშტონ სანდერი, ტამარა ტუნი, ნაფესა უილიამსი და კლარკ პიტერსი ასრულებენ.

იდუმალი მკვლელობა 2 |Murder Mystery 2

„იდუმალ მკვლელობა 2“-ში ნიკ და ოდრი შპიცები, წარსულში კეთილსინდისიერი მოქალაქეები, საკუთარ კერძო დეტექტიურ სააგენტოს ხსნიან და მეგობრის გაუჩინარების შემდეგ, შეთქმულებებითა და საშიშროებებით სავსე საერთაშორისო საზოგადოებაში აღმოჩნდებიან. ფილმის რეჟისორი ჯერემი გარელიკია, მთავარ როლებს ადამ სენდლერი, ჯენიფერ ენისტონი და მარკ სტრონგი თამაშობენ.

ჯადოქრის სპილო | The Magician’s Elephant

2023 წლის Netflix-ის საუკეთესო ფილმების სერიას ანიმაციური ფილმი „ჯადოქრის სპილო“ აგრძელებს. ახალი ნამუშევარი ობოლი ბიჭის შესახებ გვიყვება, რომელიც თავის დაკარგულ დას ეძებს, რაშიც მას მისტიკური სპილო ეხმარება. ანიმაციის რეჟისორი ვენდი როჯერსია, წამყვან პერსონაჟებს კი ნოა იუპი, მენდი პეტინკინი, ნატაშა  დემეტრიუ, ბენედიქტ ვონდი და სხვები ახმოვანებენ.

შვილი | The Son

ტინეიჯერი შვილის, ნიკოლასის კრიზისული ცხოვრება პიტერში მამობრივ ინსტინქტებს აღძრავს. ის ცდილობს, შვილი ისე აღზარდოს, როგორც მას სურდა, მამამისს რომ მასზე ეზრუნა. ფლორიან ზელერის რეჟისორობით გადაღებულ ფილმში ჰიუ ჯეკმანი, ლორა დერნი, ვანესა კირბი, ზენ მაკგრატი და ენტონი ჰოპკინსი მონაწილეობენ.

ქალი მეფე | The Woman King

ფილმი აფრიკული სამეფო დოჰეიმის დასაცავად გაერთიანებული, მეომარი ქალებისგან შემდგარი ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს. ჯინა პრინს-ბიტვუდის რეჟისორობით შექმნილი ამერიკული დრამა კინოეკრანებზე ძლიერი და სასტიკი ქალების გამოსახვის ახალ ეტალონს აყენებს. მთავარ როლებში ვხვდებით ვიოლა დევისს, ტუსო მბედუს, ლაშანა ლინჩს, შეილა ატიმს, ჰერო ფიენს ტიფინსა და ჯონ ბოიეგას.

Previous Post

ისრაელმა საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემა, C-Dome-ი წარმატებით გამოცადა

Next Post

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა

Salo Papalashvili

Next Post
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result