Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

როგორ შოულობს ზოილა საგი სილამაზის გაკვეთილებით მილიონებს

by Forbes.ge
February 28, 2021
in Forbes Woman
0
როგორ შოულობს ზოილა საგი სილამაზის გაკვეთილებით მილიონებს
0
SHARES
0
VIEWS

27 წლის ზოი საგი, რომელიც თავისი ონლაინ მიმდევრებისთვის ზოილას სახელითაა ცნობილი, რვაწლიანი წარმატებული კარიერის შემდეგაც განაგრძობს მაუწყებლობას საკუთარი საძინებლიდან – სწორედ იქიდან, საიდანაც 2009 წელს ჯერ კიდევ ტინეიჯერმა დაიწყო ე.წ. ვლოგების დაპოსტვა.

დღეს ეს ოთახი განლაგებულია მის ხუთ საძინებლიან სახლში, რომელიც ზოილამ საკუთარი სახსრებით შეიძინა.

ინგლისის ზღვისპირა საკურორტო ქალაქ ბრაიტონის მკვიდრი ზოი საგი თავისი მხიარული, მომხიბლავი და “მეზობელი გოგონას” გარეგნობით YouTube-ის ვარსკვლავად იქცა, რომელსაც 11.6 მილიონი მიმდევარი ჰყავს და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.

ზოი საგს პირველი ადგილი უკავია სილამაზის კატეგორიაში Forbes-ის ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში. Ipsy-ის ყოველთვიური პერსონალური კოსმეტიკისა და სილამაზის სხვა პროდუქციის საწევრო ამანათების სერვისის დამფუძნებელი მიშელ ფანი მეორე ადგილზეა, ხოლო დუბაიში მცხოვრებიინსტაგრამის სენსაციაჰუდა კატანი მესამე პოზიციას დასჯერდა.

ზოილამ სახელი გაითქვა არა როგორც პროფესიონალმა ვიზაჟისტმა, არამედ როგორც სიცოცხლით აღსავსე, თვითნასწავლმა სილამაზის ფანატიკოსმა, რომელიც თავისი ერთგული მიმდევრებისათვის კოსმეტიკის სიახლეებს მიმოიხილავს და აჩვენებს მათ აფთიაქში შეძენილი პროდუქციით სავსე ჩანთებს, რასაც ონლაინჟარგონზე “სააფთიაქო კოსმეტიკის ნადავლს” უწოდებენ.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, მე ექსპერტი არ ვარ”, – აცხადებს ზოი თავისი ინტერნეტგაკვეთილის დასაწყისში, რომლის დროსაც იგი თავის მაყურებელს თვალის ოქროსფრად შეღებვას და კენკრის ფერი პომადის სწორად წასმას ასწავლის. 2017 წლის მარტის მონაცემებით, ამ გაკვეთილს 5.3 მილიონი მნახველი ჰყავდა.

თავისი აურაცხელი მილენიალი და პოსტმილენიალიფანების სასიხარულოდ, ზოი სთავაზობს მათ როგორც ჰაი-სტრიტზე შეძენილ $4-იან, ასევე პრესტიჟულ მაღაზიაში შეძენილ $40-იან სახის მკვებავ კრემებს.

მის მიერ დადებული ვიდეოები ყოველთვის გამოირჩევა ნახვის დიდი რაოდენობით; მისი პოპულარობა იმდენად დიდია, რომ ზოილასმეორე YouTube-არხს სახელწოდებით More Zoella, რომელშც მისი ყოველდღიური ცხოვრებაა აღბეჭდილი, 4.5 მილიონი აბონენტი ჰყავს.

ასეთი ერთგული მიმდევრების არსებობას ზოილა ნაწილობრივ უნდა უმადლოდეს თავის მზაობას, გაუზიაროს ფანებს (დიდი სიფრთხილით რედაქტირებული)საკუთარი ფიქრები და ყოველდღიური საქმიანობა.

“აქ მთავარი ავთენტურობაა, – ამბობს სტეფანი ჰორბაჩევსკი, მოდისა და ცხოვრების სტილის მქადაგებელი ქსელის Style Haul-ის დამფუძნებელი. – თუ მხოლოდ გართობა გიზიდავს, ამისათვის მილიონი ადგილი არსებობს. ეს კი ის ხალხია, ვისაც სხვადასხვა ჯგუფის გაერთიანება შეუძლია”.

წარმატებული ოფლაინ ნოველისტის კარიერის შეთავსებით, საგმა მოახერხა YouTube-დან და საეკრანო ბრენდებთან თანამშრომლობით მიღებული ჰონორარის გაზრდა: Nielsen Bookscan-ის მონაცემებით, ზოილასპირველმა წიგნმა Girl Online-მა მის მშობლიურ ბრიტანეთში გასაყიდად გამოსვლის პირველივე კვირას რეკორდი მოხსნა.

წიგნი მალევე გახდა ამერიკაში New York Times-ის ბესტსელერი. 2014 წელს გამოცემულ ამბესტსელერს 2015 და 2016 წლებში გაგრძელება მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს ზოილას სახელი დიდი ბრიტანეთის სააფთიაქო ქსელ Superdrug-ის სილამაზის ხაზთან ასოცირდება, გაყიდვებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. 50 სახეობის პროდუქციისაგან შემდგარი კოლექცია მოიცავს დახვეწილად შერჩეული სახელწოდების მქონე სანთლებსა და ემოჯით შთაგონებულ აქსესუარებს, რომლებიც ზოილას ახალგაზრდა მაყურებლებზეა გათვლილი.

საგმა თავისი პლატფორმა გამოიყენა იმისათვის, რომ ესაუბრა საკუთარ შფოთვასა და პანიკურ შეტევებზე. მისმა მზაობამ, ასე ღიად ესაუბრა ხშირად ტაბუდადებულ საკითხზე,ბიძგი მისცა ბრიტანეთში ფსიქიკური ჯანმრთელობის არაკომერციული ორგანიზაცია Mind-ის შექმნას, რომლის პირველი ციფრული ელჩი სწორედ ზოი გახდა.

“როდესაც ვიღაცას შეუძლია კამერის წინ 10-20 წუთის განმავლობაში საუბარი და ათასობით, პოტენციურად მილიონობით ადამიანის წინაშე ინტერნეტში მაუწყებლობა, უამრავ ადამიანს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ინტერნეტმაუწყებლები100%-ით თავდაჯერებული ადამიანები არიან, რომელთაც საერთოდ არა აქვთ თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები, არა აქვთ რეალური ცხოვრებისეული პრობლემები, და ამიტომ ყოველთვის ბედნიერები და მხიარულები არიან”, – განაცხადა ზოილამ თავის 2012 წელს დადებულ ვიდეოში, რომელმაც 4 მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა. “ეს არასწორი ვარაუდია. ამ ყველაფრის უკან გაცილებით მეტია, ვიდრე ამას თქვენს პირველ შთაბეჭდილებაზე დაყრდნობით აცნობიერებთ”, – დასძენს იგი.

Previous Post

Bringing Italy to Georgia, one coffee bean at a time

Next Post

წლის 10 ყველაზე ინოვაციური კომპანია

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
წლის 10 ყველაზე ინოვაციური კომპანია

წლის 10 ყველაზე ინოვაციური კომპანია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Recent News

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result