Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

იაპონიაში G7-ის სამიტი დასრულდა: რა საკითხები განიხილეს მსოფლიო ლიდერებმა?

by Salo Papalashvili
მაისი 22, 2023
in თავდაცვა, მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
იაპონიაში G7-ის სამიტი დასრულდა: რა საკითხები განიხილეს მსოფლიო ლიდერებმა?
0
SHARES
0
VIEWS

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში 19-21 მაისს G7-ის ყოველწლიური სამიტი გაიმართა. შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერებმა რიგი ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, თუმცა სამიტის მთავარი გმირი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გახლდათ, რომელიც იაპონიას საუდის არაბეთში ვიზიტის შემდგომ ეწვია.

მაშინ როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებით აქტიურად იმუქრება, ზელენსკის ჰიროსიმაში ვიზიტი ბირთვული შეტევიდან 78 წლის შემდეგ განსაკუთრებით სიმბოლური დატვირთვის მატარებელი აღმოჩნდა. ჰიროსიმის მემორიალურ პარკში გამოსვლისას ზელენსკიმ რამდენჯერმე გაიმეორა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის მოწოდება ერთიანობისკენ ისმოდეს იმ ქალაქიდან, რომელიც 1945 წლის ატომური შეტევის შემდგომ ხელახლა აღდგა.

უკრაინულ ენაზე მიმართვაში, ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჰიროსიმის მუზეუმში წარმოდგენილი სურათები მას სწორედ ბახმუტს აგონებს, „სადაც სიცოცხლის  ნიშანწყალი გამქრალია, შენობები კი სრულადაა განადგურებული“. ზელენსკიმ იაპონიას უკრაინის დროშის გამოფენისთვის მადლობაც გადაუხადა და დასძინა, რომ სანამ უკრაინის დროშა კიდევ არსებობს, იმედიც მუდმივად იარსებებს.

სამდღიან სამიტზე ზელენსკიმ დიდი შვიდეულის ლიდერებს უკრაინის დახმარების თხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა და, ამჯერადაც, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო. ბაიდენი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით დამატებით $375 მილიონის მიწოდებას დაჰპირდა, ხოლო G7-ის ლიდერებმა თავის მხრივ პირობა დადეს, რომ კვლავ განაგრძობენ ომით დაზარალებული ქვეყნის მხარდაჭერას.

იაპონიაში გამართული შეხვედრებისას, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მიმდინარე ზაფხულს უკრაინელი პილოტების გადამზადების პროგრამის დაწყება დააანონსა. სუნაკის განცხადებით, მშვიდობა პრეზიდენტ ზელენსკიზე მეტად არავის არ სურს, თუმცა სამშვიდობო პირობები უკრაინის პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

სამიტის დახურვის ღონისძიებაზე იაპონიის პრემიერმა ფუმიო კიშიდამ ხაზი გაუსვა სოლიდარობის მნიშვნელობას, რომელიც G7-მა სამიტზე ზელენსკის მოწვევით გამოავლინა. იაპონია ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან აზიურ სახელმწიფოებს შორის, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერით გამოირჩევა. უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ კიშიდას პოზიცია რეგიონში ყველაზე მტკიცეა, მან სანქციები დაუწესა ასობით რუსულ ორგანიზაციას, უკრაინას კი დაახლოებით $7 მილიარდით დაეხმარა.

თუმცა, სამიტის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზელენსკისა და ინდოეთის პრემიერ ნარენდრა მოდის შორის შემდგარი შეხვედრა გახლდათ. ზელენსკი და მოდი ერთმანეთს უკრაინაში დაწყებული ომის შემდგომ პირისპირ პირველად შეხვდნენ. ინდოეთი რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გამო ამ დრომდე უკრაინის ომზე კომენტარის გაკეთებას და მით უმეტეს რუსეთის დაგმობას ერიდებოდა. თუმცა შეხვედრაზე მოდიმ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს ომის დასრულების ხელშეწყობისთვის: „ომს დიდი გავლენა აქვს მსოფლიოზე და ის უკვე არა მარტო ეკონომიკური და პოლიტიკური, არამედ ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხია“.

უკრაინაში მიმდინარე ომის გარდა კი დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებისთვის სამიტზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებს შორის ტაივანიც მოხვდა. კუნძულის მიმართ ჩინეთის ინტერესები ყოველდღიურად უფრო საშიში ხდება, რაც პეკინის მზარდი მილიტარიზაციითა და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გლობალურად ქვეყნის ეკონომიკური ზეწოლის გაზრდით ხასიათდება.

შაბათს გამოქვეყნებულ კომუნიკეში G7-ის ლიდერებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, პეკინის გააქტიურებული სამხედრო აქტივობების შესახებ შეშფოთება კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. სახელმწიფოთა ლიდერები, ტაივანის სრუტეში მზარდი დაძაბულობის შესაკავებლად, მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღწევის მოწოდებითაც გამოვიდნენ.

ამავდროულად კი ლიდერებმა ჩინეთთან „კონსტრუქციული და სტაბილური ურთიერთობების“ დამყარების სურვილიც გამოთქვეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსოფლიოს წამყვანმა დემოკრატიებმა თავიანთი შეშფოთება ჩინეთთან პირისპირ შეხვედრისას უნდა დააფიქსირონ. სახელმწიფოებმა ჩინეთს უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად რუსეთზე ზეწოლისა და მსოფლიოში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მხარდაჭერისკენაც მოუწოდეს.

საინტერესოა ისიც, რომ სამიტზე G7-ის ლიდერებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი პოლიტიკა ჩინეთის ეკონომიკური პროგრესისა და განვითარების შეფერხებისკენ მიმართული არაა. თუმცა, მიუხედავად ზემოთქმულისა, სახელმწიფოებმა პირობა დადეს, რომ დაუპირისპირდებიან „არასაბაზრო პოლიტიკისა და პრაქტიკის“ გამოწვევებს, მათ შორის მონაცემთა გამჟღავნების შემთხვევებს, რაც, მათივე შეფასებით, „ამახინჯებს“ გლობალურ ეკონომიკას. კომუნიკეს უკვე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ჯგუფი მსოფლიო მშვიდობის შეფერხებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბლოკის მიდგომას „საერთაშორისო სანდოობა არ გააჩნია“.

ჩინეთთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამიტზე დაისვა, ჩრდილოეთ კორეას შეეხებოდა. G7-ის ლიდერებმა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ოფიციალურ ფხენიანს მოუწოდეს, უკუაგდოს ატომურ იარაღთან დაკავშირებული ამბიციები, მათ შორის „შემდგომი ბირთვული გამოცდები და გაშვებები, რომლებიც ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიას ეფუძნება“.

Previous Post

TOP 15 ძველი საგაზეთო რეკლამა (1875-1880)

Next Post

დუბაიში, შენობის თავზე, 274 მეტრის სიმაღლის მთვარის რეპლიკა აშენდება

Salo Papalashvili

Next Post
დუბაიში, შენობის თავზე, 274 მეტრის სიმაღლის მთვარის რეპლიკა აშენდება

დუბაიში, შენობის თავზე, 274 მეტრის სიმაღლის მთვარის რეპლიკა აშენდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Rich Royal Casino: Un’Avventura Rapida per Giocatori di Sessioni Brevi

აგვისტო 14, 2026

AviaMasters Game: Diversión de Choques a Alta Velocidad para Ganancias Rápidas

აგვისტო 14, 2026

Chancer Casino: Gyors nyeremények és magas intenzitású nyerőgépek az úton lévő játékosoknak

აგვისტო 14, 2026

N1 Bet Casino: Lightning‑Fast Gaming for Quick Wins

აგვისტო 13, 2026

Recent News

Rich Royal Casino: Un’Avventura Rapida per Giocatori di Sessioni Brevi

აგვისტო 14, 2026

AviaMasters Game: Diversión de Choques a Alta Velocidad para Ganancias Rápidas

აგვისტო 14, 2026

Chancer Casino: Gyors nyeremények és magas intenzitású nyerőgépek az úton lévő játékosoknak

აგვისტო 14, 2026

N1 Bet Casino: Lightning‑Fast Gaming for Quick Wins

აგვისტო 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result