Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციაზე სამდღიანი ვორქშოპი გაიმართება

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
საქართველოს ბანკის ორგანიზებით ქალი მეწარმეებისთვის ელ. კომერციაზე სამდღიანი ვორქშოპი გაიმართება
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკის ორგანიზებითა და EFSE Entrepreneurship Academy-ს დაფინანსებით ქალი მეწარმეებისთვის 16, 17, 18 მაისს, სამდღიანი ვორქშოპი – „როგორ განვავითაროთ ელ. კომერციის პლატფორმა ბიზნესისთვის“ გაიმართება. სამუშაო შეხვედრებს Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი, ლარისა პატარაია გაუძღვება.

ვორქშოპზე განხილული იქნება შემდეგი თემები: როგორ შევარჩიოთ ელ. კომერციის ყველაზე ოპტიმალური პლატფორმა; როგორ მოვახდინოთ ბიზნესპროცესების გადაწყობა, იმისთვის რომ გავზარდოთ შემოსავლები ელ.კომერციის გამოყენებით და როგორ მივიღოთ გაციფრულების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერა. ვორქშოპის შემდეგ მეწარმე ქალებს შესაძლებლობა ექნებათ შეიმუშაონ ელ.კომერციის განვითარების გეგმა საკუთარი ბიზნესისთვის და იზრუნონ საჭირო ფინანსების მოზიდვაზე.

პროექტის მიზანია ქალ მეწარმეებს დაეხმაროს ბიზნესის გაციფრულებაში, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბიზნესის გაძლიერება. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია პროექტში ჩართული თითოეული კომპანიის ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და ქალი მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრების (workshops) ჩატარება (გაყიდვები, მარკეტინგი, ოპერაციები), რათა მიღებული ცოდნით მეწარმეებმა დამოუკიდებლად შეძლონ სამოქმედო გეგმის შემუშავება და დანერგვა.

„საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების წახალისებასა და გაძლიერების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესების მხარდაჭერა, რომლის სათავეშიც ქალი დგას. ვორქშოპი სწორედ მცირე და საშუალო ზომის მეწარმე ქალებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა საქმიანობის სფეროს სხვადასხვა სახის პროდუქტით საცალო ვაჭრობა წარმოადგენს. მოცემულ მომენტში კი, მათი ამოცანა ბიზნესში ონლაინ გაყიდვების დანერგვა ან წილის გაზრდაა. ვორქშოპის მიზანიც ესაა, მეწარმე ქალებს ელ.კომერციის განვითარებაში დაეხმაროს, რაც ონლაინ გაყიდვების გაზრდას ემსახურება. ვორქშოპის შედეგად მათ ექნებათ წარმოდგენა საკუთარი ბიზნესის ონლაინ არხებში განვითარების შესაძლებლობის შესახებ. მეწარმეები შეიმუშავებენ ელ.კომერციის განვითარების გეგმას და შეძლებენ ელ.კომერციის გამართვისთვის აპლიკაციის შევსებას დაფინანსების მოთხოვნის მიზნით“, – განმარტავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მენეჯერი, ოლღა ნაკაშიძე.

ქალი მეწარმეების მხარდასაჭერი პროექტი მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა ვორქშოპებით უმასპინძლებს. რაც შეეხება პირველ ვორქშოპს – ის Phubber-ის დამფუძნებელთან, ანანო დოლაბერიძესთან ერთად გაიმართა. შეხვედრაზე მეწარმეებმა მოისმინეს, თუ რა ხერხებითაა შესაძლებელი ციფრული სტრატეგიის გაუმჯობესება და გაყიდვების ზრდა. მეორე შეხვედრას კი სალომე არღვლიანი უძღვებოდა, თემით – “კარგი დამსაქმებლის სტრატეგია”.

ინფორმაციისთვის, ლარისა პატარაია 10 წელია ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობაშია ჩართული და მეწარმეებს გაზრდასა და ტრანსფორმაციის პროცესში ეხმარება. ის ამ პერიოდის განმავლობაში 200-ზე მეტ კვლევით და ბიზნესის განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. მას აკადემიური საქმიანობის ფარგლებში ეკავა ასოცირებული პროფესორის პოზიცია და 5 წლის განმავლობაში იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის სტრატეგიის ინსტიტუტის აფილირებული პროფესორი. S

ვორქშოპზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია გაიაროთ აღნიშნულ ბმულზე.

Previous Post

Tegeta Holding Issued Securities Equivalent to 25 Million USD With the Support of Galt & Taggart

Next Post

What Are the Benefits of Online Trading in 2023?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
What Are the Benefits of Online Trading in 2023?

What Are the Benefits of Online Trading in 2023?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result