Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ელექტრომობილების მწარმოებლების რეიტინგი

by Salo Papalashvili
May 9, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ელექტრომობილების მწარმოებლების რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS

2022 წელი ელექტრომობილების ინდუსტრიისთვის კიდევ ერთი წარმატებული წელი გამოდგა. შარშანდელ თორმეტ თვეში ელექტრომობილების წლიურმა წარმოებამ პირველად გადააჭარბა 10-მილიონიან ნიშნულს, მაშინ როდესაც 2021-ში წარმოებამ 6.7 მილიონი შეადგინა.

საინტერესოა, რომ გასულ წელს ელექტრომობილების წარმოების ზრდის ლიდერი არა ილონ მასკის Tesla, არამედ მისი სწრაფად მზარდი ჩინური კონკურენტი BYD გახდა. BYD Auto-მ ამერიკული გიგანტი ჩამოიტოვა და 2022 წელს მისი წარმოების 211%-იანი ზრდით, EV-ის წარმოების რეიტინგის ლიდერობა მოიპოვა. მსგავსი ზრდის გათვალისწინებით, ჩინური კომპანია სავარაუდოდ მსოფლიოში პირველი ავტომწარმოებელი გახდება, რომელიც ერთ წელიწადში 2 მილიონზე მეტ ელექტრომობილს გამოუშვებს.

აღსანიშნავია, რომ BYD-ი ამ ეტაპისთვის არალოკალურ ბაზრებზე შეზღუდული რაოდენობით არის წარმოდგენილი, თუმცა კომპანია ევროპაში გაფართოებას უკვე გეგმავს. ჩინური ავტომობილების იმპორტზე დაწესებული ევროკავშირის ტარიფების თავიდან ასაცილებლად კი BYD-ის სამომავლო მიზნებში ევროპის მასშტაბით ქარხნების აშენებაც შედის. ამავდროულად, BYD-ი ქარხანას ტაილანდშიც აშენებს, საიდანაც ელექტრომობილებით ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და გაერთიანებულ სამეფოს მოამარაგებს.

ხოლო რაც შეეხება ილონ მასკის Tesla-ს, ელექტრომობილების ამერიკული გიგანტის წარმოება შარშან მხოლოდ 40%-ით გაიზარდა. თუმცა ამ მაჩვენებლით კომპანია ისეთი დასავლური ბრენდების უკან ჩამოტოვებას ახერხებს, როგორიც Volkswagen-ი (+10%) და General Motors-ია (+13%). უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ რეიტინგში Tesla გასულ წელს წარმოებული ავტომობილების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს, თუმცა წარმოების ზრდის მხრივ, BYD-ის გარდა მას ჩინური კონკურენტებიც, მათ შორის Geely (+251%) და GAC Group-იც (130%) უსწრებენ.

შეინარჩუნებენ თუ არა BYD-ი და Geely-ი სამნიშნა ზრდის მაჩვენებელს, ამ ეტაპისთვის რთული სათქმელია, თუმცა არსებული მდგომარეობით, Tesla მის მთავარ კონკურენტებად სწორედ ჩინურ გიგანტებს უნდა მიიჩნევდეს. ამჟამინდელი გეგმით, Tesla 2030 წლისთვის წლიური წარმოების ზრდას 20 მილიონ ელექტრომობილამდე გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ ამერიკულ კომპანიას ათწლეულის განმავლობაში ზრდის ტემპის მაღალ ორნიშნა რიცხვებში შენარჩუნება მოუწევს. ამ მიზნის სრულყოფისთვის კი Tesla მექსიკაში მილიარდდოლარიან ქარხანას აშენებს, რომლის წლიური წარმოება 1 მილიონ ელექტრომობილს გაუტოლდება.

გასულ წელს Tesla-ს მსგავსი, 43%-იანი ზრდა დააფიქსირა სამხრეთ კორეის ავტომწარმოებელმა Hyundai Motor Company-მ. Hyundai ელექტრომობილების ბაზარზე თავისი პირველი ელექტრომობილით, Hyundai Ioniq-ით ჯერ კიდევ 2016 წელს წარდგა. ამჟამად Hyundai ჯორჯიის შტატში $5.5-მილიარდიან EV-ქარხანას აშენებს, თუმცა მისი ამოქმედება 2025 წლამდე არ იგეგმება. ამის პარალელურად კი, სამხრეთ კორეამ, ადგილობრივი ბრენდების მხარდაჭერისთვის, ელექტრომობილების სუბსიდირების პროგრამაც განაახლა.

წარმოგიდგენთ კომპანიების რეიტინგს 2022 წელს წარმოებული ელექტრომობილების რაოდენობის მიხედვით:

  1. BYD – 1,858,364 ელექტრომობილი; 211%-იანი ზრდა (ჩინეთი)
  2. Tesla – 1,314,319 ელექტრომობილი; 40%-იანი ზრდა (ამერიკის შეერთებული შტატები)
  3. VW Group – 839,207 ელექტრომობილი; 10%-იანი ზრდა (გერმანია)
  4. GM (incl. Wuling Motors) – 584,602 ელექტრომობილი; 13%-იანი ზრდა (ამერიკის შეერთებული შტატები)
  5. Stellantis – 512,276 ელექტრომობილი; 34%-იანი ზრდა (ამერიკის შეერთებული შტატები)
  6. Hyundai Motors (incl. Kia) – 497,816 ელექტრომობილი; 43%-იანი ზრდა (სამხრეთი კორეა)
  7. BMW Group – 433,164 ელექტრომობილი; 32%-იანი ზრდა (გერმანია)
  8. Geely Auto Group – 351,356 ელექტრომობილი; 251%-იანი ზრდა (ჩინეთი)
  9. Mercedes-Benz Group – 337,364 ელექტრომობილი; 20%-იანი ზრდა (გერმანია)
  10. Renault-Nissan-Mitsubishi Alliance – 335,964 ელექტრომობილი; 16%-იანი ზრდა (საფრანგეთი)
  11. GAC Group – 287,977 ელექტრომობილი; 130%-იანი ზრდა (ჩინეთი)
  12. SAIC Motor Corp. – 256,341 ელექტრომობილი; 8%-იანი ზრდა (ჩინეთი)
  13. Volvo Cars – 253,266 ელექტრომობილი; 15%-იანი ზრდა (შვეიცარია)
  14. Chery Auto Co. – 253,141 ელექტრომობილი; 136%-იანი ზრდა (ჩინეთი)
  15. Changan Auto Co. – 245,555 ელექტრომობილი; 134%-იანი ზრდა (ჩინეთი)
Previous Post

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთმანეთს 14 მაისს ბრიუსელში შეხვდებიან

Next Post

უკრაინამ ისრაელში დამზადებული მრავალფუნქციური რადარები მიიღო

Salo Papalashvili

Next Post
უკრაინამ ისრაელში დამზადებული მრავალფუნქციური რადარები მიიღო

უკრაინამ ისრაელში დამზადებული მრავალფუნქციური რადარები მიიღო

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026

Recent News

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Bet On Red – Quick‑Fire Slots, Live Action & Instant Wins

June 10, 2026

Популярный способ: кракен официальная ссылка

June 9, 2026

Безопасные способы входа на Kraken Darknet Market в 2026 году

June 9, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result