Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

საფრანგეთი და საქართველო

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ისტორია
0
საფრანგეთი და საქართველო
0
SHARES
0
VIEWS

საფრანგეთისა და საქართველოს დაახლოების მცდელობები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს.

დავიწყოთ ისტორიკოსებისთვის კარგად ცნობილი მოვლენით. 1332-1333 წლებში საფრანგეთის მეფე ფილიპ VI ვალუა მუსლიმანებზე გასალაშქრებლად ემზადებოდა. სწორედ მაშინ მოიმხრო მან საქართველოს მეფე გიორგი V ბრწყინვალე. მაშინ ფილიპმა ამისათვის საქართველოში გაგზავნა ორი კათოლიკე მისიონერი. წერილზე პასუხი მალევე მიიღო: ქართველი მეფე 30,000-კაციანი ჯარით დახმარებას დაჰპირდა. მაგრამ „ჯვაროსნული ლაშქრობა“ ვერ შედგა: საფრანგეთმა უარი თქვა თურქეთთან ომზე, ალბათ მან კარგად აწონ-დაწონა, რას მოიგებდა და რას წააგებდა ამ ომით. XVII საუკუნეში საქართველოთი დაინტერესდა ბევრი ფრანგი მოგზაური, რომლებიც საქართველოს გავლით აღმოსავლეთში მიდიოდნენ. მათი ჩანაწერები და დღიურები მოგვიანებით ევროპაში ქვეყნდებოდა.

XVIII საუკუნის დასაწყისიდან საქართველოში სულ უფრო ხშირად ჩამოდიან ფრანგი კათოლიკე მისიონერები, რომლებსაც, სხვათა შორის, დიდად ეხმარებოდა ცნობილი მეცნიერი და დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI-ის ევროპული ორიენტაციის აქტიური მხარდამჭერი.

მოგვიანებით სწორედ ორბელიანი ჩავიდა პარიზში, რათა საფრანგეთისთვის ეთხოვა დახმარება სპარსეთში ისლამის მიღებაზე უარის თქმისთვის დატყვევებული ვახტანგ მეფის გათავისუფლების საქმეში. გარდა ამისა, ორბელიანი პარიზში ყოფნისას ფრანგულ-ქართული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას ცდილობდა

ეს არც არის გასაკვირი, რადგან საფრანგეთი XVII საუკუნის ბოლოდან დიდ ყურადღებას აქცევდა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის ყველაზე მოკლე და უსაფრთხო სავაჭრო გზას.

1714 წელს საფრანგეთის კონსულმა საქართველოში ჟაკ ფრანსუა გამბამ იმოგზაურა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, რათა მკაფიოდ დაესახა საფრანგეთის სავაჭრო გზები საქართველოს გავლით. მისი გეგმის მიხედვით ფრანგული საქონელი კალედან ჯერ უნდა ჩაეტანათ ქუთაისში, შემდეგ თბილისში, იქიდან კი სპარსეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

მეოცე საუკუნეში, 1921 წელს, თბილისში გაიხსნა საფრანგეთის საკონსულო. ვიცე-საკონსულოებმა მუშაობა დაიწყეს ფოთშიც და ბათუმშიც.

ერთი სიტყვით, საუკუნეების განმავლობაში განვითარებული ბევრი მოვლენა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველომ ბევრჯერ სცადა, ევროპაში საფრანგეთის სახით შეეძინა საიმედო მოკავშირე ირანისა და თურქეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყოველთვის ყველაფერი არ გამოდიოდა, იყვნენ ასეთი დაახლოების მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. საბოლოოდ ფრანგულ-ქართული კავშირი საუკუნის დასაწყისში ვერ შედგა. მიუხედავად ამისა, სათავეში ბოლშევიკური ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საფრანგეთში იპოვა თავშესაფარი. სწორედ მაშინ დასახლდა საფრანგეთში საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც ნოე ჟორდანია მეთაურობდა. მალე მათ გამოუყვეს მიწის მცირე ნაკვეთი – ლევილი, რომელიც ქართველი პოლიტიკური ემიგრანტებისთვის მეორე სახლად იქცა.

დღეს, როდესაც ლევილი ოფიციალურად გადაეცა საქართველოს, იქ დაგეგმილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის მუშაობის პერიოდის ამსახველი მუზეუმისა და ბიბლიოთეკის მოწყობა, აგრეთვე რეზიდენტურისა ახალგაზრდა ხელოვანთათვის, და არა მარტო მათთვის, არამედ მრავალი ქართველი ახალგაზრდისთვის, რომლებიც ჩამოვლენ და იმუშავებენ ლევილის ადგილ-მამულში თავიანთ სამეცნიერო და შემოქმედებით პროექტებზე.

ბოლო დროს საფრანგეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირებიც გაძლიერდა.

2014 წელს თბილისში საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ჩამოსვლის შემდეგ ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის დარგები დასახელდა ისეთ დარგებად, რომელთა განვითარებაშიც საფრანგეთს საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაწევა შეუძლია.

საქართველოში საფრანგეთის ექსპორტის მაჩვენებლები მუდმივად იზრდება. 2016 წელს საფრანგეთის ექსპორტმა 124.9 მილიონ ევროს მიაღწია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ათ წელიწადში, 2007 წლიდან საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგდა (2007 წლის მაჩვენებლიდან – 67.5 მილიონი ევროდან). ასევე იზრდება საფრანგეთის იმპორტი საქართველოდან. 2016 წელს ის 34.5 მილიონ ევროს შეადგენდა, ნაცვლად 7.5 მილიონი ევროსი 2009 წელს.

მთავარი პროდუქცია, რომელიც საფრანგეთს შემოაქვს, არის ფარმაცევტული პრეპარატები, პარფიუმერია და კოსმეტიკა, ესე იგი 2016 წელს ჩვენი გაყიდვების დაახლოებით 56%. საპირისპირო მიმართულებით, საქართველოდან ძირითადი იმპორტირებული საქონელია სასოფლო-სამეურნეო და აგროსასურსათო პროდუქტები, იმპორტის დაახლოებით 60%.

საფრანგეთი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან ტურიზმის დარგში. ამ დარგში საფრანგეთის მდიდარი გამოცდილების გამოყენება საქართველოსთვის უდავოდ სასარგებლოა: საფრანგეთს ბრენდის სახელი აქვს მოხვეჭილი ტურიზმის დარგში. 2014 წელს საფრანგეთს ეწვია 84 მილიონი ტურისტი და ის იქცა ქვეყნად, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი ჩავიდა. გარდა ამისა, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურისტები იყენებენ ფრანგული კომპანია Pomagalski-ს ზამთრის სპორტულ ნაგებობებს.

ამ დარგში საფრანგეთსა და საქართველოს თანამშრომლობა ვითარდება 2017 სასწავლო წლისთვის ვატელის სკოლის გახსნით. ეს სკოლა გვთავაზობს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში სპეციალისტების მომზადების კურსებს – CAP (Certat d’Apptitudes Professionnelles)-დან მაგისტრამდე.

დღეს საფრანგეთი ქართველი ახალგაზრდებისათვის არის ქვეყანა, სადაც შეუძლიათ თავისი შემოქმედებითი უნარის გამოცდა, თავისი თავის წარმოჩენა, შეუფასებელი გამოცდილებისა და ცოდნის შეძენა არა მარტო საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის საუკეთესო სასწავლებლებში.

საფრანგეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მის მიერ არჩეული ევროპული განვითარების გზაზე. შემთხვევითი არაა, რომ ბოლო წლებში საფრანგეთმა და საქართველომ ხელი მოაწერა რამდენიმე ნიშანდობლივ შეთანხმებას, რომლებიც ეხება ვაჭრობას, ტურიზმის მხარდაჭერას, საფრანგეთისა და საქართველოს განვითარების სააგენტოს (AFD), ეკონომიკური ხელშეწყობისა და თანამშრომლობის საზოგადოების (PROPARCO) დაარსებასა და საქმიანობას.

ხალხები და ქვეყნები უნდა ურთიერთობდნენ, თანამშრომლობდნენ და უგებდნენ ერთმანეთს. საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთკავშირს გააჩნია ძლიერი ეკონომიკური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი, პოლიტიკური და ტექნოლოგიური განზომილებები. ვიმედოვნებთ, რომ უახლოესი ათი წლის პერიოდში ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. 

ავტორის შესახებ: ეტიენ გაშე–მოროზი საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორია.

Previous Post

Ajara – Region Of Investment Opportunities

Next Post

90-იანებში დაწყებული ბიზნესი – ბრენდად ქცეული “დიო”

მაგდა დოლიძე

Next Post
90-იანებში დაწყებული ბიზნესი – ბრენდად ქცეული “დიო”

90-იანებში დაწყებული ბიზნესი - ბრენდად ქცეული “დიო”

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result