Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

2050 წლისთვის Delta Air Lines-ს მდგრად საავიაციო საწვავზე გადასვლა სურს

by იზა გვარამაძე
April 21, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
2050 წლისთვის Delta Air Lines-ს მდგრად საავიაციო საწვავზე გადასვლა სურს
0
SHARES
0
VIEWS

კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში საკუთარი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე მაღალშემოსავლიანმა ავიაკომპანიამ, ამერიკულმა Delta Air Lines-მა გადაწყვიტა, რომ 2050 წლისთვის კომპანიის საწვავის მოხმარების, სულ მცირე, 95% მდგრადი საავიაციო საწვავით (SAF) ჩაანაცვლოს, – ამის შესახებ The Verge-ი წერს. მდგრადი საავიაციო საწვავი, რომელიც სპეციალური პროცესის გამოყენებით ნარჩენებისა და მარცვლეულისგან მიიღება, ბუნებრივ წიაღისეულთან შედარებით, ამ ეტაპზე, საავიაციო ინდუსტრიისთვის საუკეთესო გამოსავლად მიიჩნევა.

მდგრადი საავიაციო საწვავი ბიოსაწვავის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მცენარეებისგან ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან მიიღება და თვითმფრინავი, რომელიც ამ ტიპის საწვავს იყენებს, გაცილებით ნაკლებ გამონაბოლქვს გამოყოფს. თუმცა, ამასთანავე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის შემცირება ბიოსაწვავის დამზადების პროცესში, რომელიც, უმეტესწილად, ორნაირია: იმ შემთხვევაში, თუ საწვავი მარცვლეულისგან, ანუ სიმინდისა ან სოიისგან მიიღება, პროცესში ფოტოსინთეზი ერთვება, რომლის დახმარებით მცენარე ნახშირორჟანგს შთანთქავს, ხოლო საწვავის ნარჩენებისა და ნაგვისგან დამზადების პროცესში, ხდება იმ სათბური ეფექტების უგულებელყოფა, რომლებსაც ნაგავსაყრელები წარმოშობს.

მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენებას, ცხადია, ალტერნატივებიც აქვს, მაგრამ ისინი, ამ ეტაპზე, ნაკლებადაა განვითარებული. ელექტროთვითმფრინავები, მაგალითად, შორ მანძილებზე ვერ დაფრინავენ, რადგან ამისთვის საჭირო ელექტრობატარეები ძალიან მძიმეა. მსგავსი მდგომარეობაა წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების შემთხვევაშიც, რომელთა დიზაინი საგრძნობლად უნდა შეიცვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში შორ მანძილებზე ფრენისთვის საჭირო ავზი იქ უბრალოდ არ დაეტევა. Delta, რომელზეც ეს-ესაა მოგიყევით, ორთავე ზემოხსენებულ მიმართულებას ავითარებს, რისთვისაც Airbus-სა და Joby Aviation-თან თანამშრომლობს. კომპანიას გაცხადებულიც კი აქვს, რომ 2050 წლისთვის რევოლუციურმა საფრენმა აპარატებმა მისი საავიაციო ფლოტის მეოთხედი უნდა შეადგინოს.

თუმცა, რაგინდ ამაღელვებლად უნდა ჟღერდეს Delta Air Lines-ის გეგმა ბუნებრივ წიაღისეულზე დაფუძნებული საავიაციო საწვავის თითქმის სრულად მდგრადი საავიაციო საწვავით ჩანაცვლების თაობაზე, ხელშეკრულებები, რომლებიც ავიაკომპანიას 50-მდე კორპორაციულ კლიენტთან აქვს გაფორმებული, 757 მილიონ ლიტრ საწვავს ეხება, რაც ზღვაში წვეთია იმ მოცულობასთან შედარებით, რომელიც ავიაკომპანიას სჭირდება. როგორც ავიაკომპანია ამბობს, მთელ მსოფლიოში წარმოებული საავიაციო საწვავი, ჯამურად, კომპანიას ერთი დღეც კი არ ეყოფა.

ყველაფერი ეს, ცხადია, კომპანიის მიერ დასახულ გეგმას უკავშირდება, რომლის თანახმად, 2050 წლისთვის, Delta Air Lines-ი ნეიტრალურგამონაბოლქვიან კომპანიად უნდა იქცეს. ამისთვის, მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე, თუ, ცხადია, არაფერი შეიცვალა, მდგრადი საავიაციო საწვავი Delta Air Lines-ის მოხმარების 10%-ს შეავსებს, 2035 წლისთვის – 35%-ს, ხოლო 2050 წლისთვის – 95%-ს. თუმცა, როგორც თავად კომპანიამ განაცხადა, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია კანონმდებლებისა და ინდუსტრიის სხვა მოთამაშეების მონაწილეობა, რადგან საავიაციო საწვავის გამართული მიწოდების ჯაჭვების შესაქმნელად დამატებითი ინვესტიციები და მოთხოვნა არის საჭირო.

თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ მდგრად საავიაციო საწვავზე მოთხოვნის მკვეთრი მატებისას, რომელიც დაბალანსებული იქნება ზოგადად ავიამიმოსვლაზე შემცირებული მოთხოვნით, ამ მიზნით გამოყენებულმა პლანტაციებმა შესაძლოა, მსოფლიოს ნედლი მიწის 19% შეადგინოს, რაც, ცხადია, ბუნებაზე უარყოფით გავლენას მოახდენს. ამ ყველაფრის ფონზე, კლიმატის ცვლილების კუთხით,  გლობალური ავიაცია ერთ-ერთ ყველაზე რთულ ინდუსტრიადაა მიჩნეული, რომლის გაწმენდას კოლოსალური შრომა და თანხები სჭირდება. Delta Air Lines-მა, მაგალითად, 2021 წელს 27 მილიონი მეტრული ტონა ნახშირორჟანგი გამოყო, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენსაც სამოცდა რვა გაზზე მომუშავე ელექტროსადგური გამოყოფს ერთი წლის განმავლობაში. Delta-ს გამონაბოლქვის უდიდესი ნაწილი, ანუ 98%, ცხადია, საწვავზე მოდის.

ბოლო წლებში, ნახშირორჟანგის პრობლემებთან გამკლავებას ავიაკომპანიები ნახშირორჟანგის კომპენსაციის სხვადასხვა მხარდამჭერი მექანიზმით ახერხებდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიები იმ რაოდენობის ხეებს რგავდნენ, რაც მათ მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის გადამუშავებისთვის იყო საჭირო. თუმცა, როგორც ბოლო წლებში გამოჩნდა, გაუმართავი მენეჯმენტის და საერთო ჩარჩოს არარსებობის გამო, აღნიშნული მექანიზმი მეტად არაეფექტიანია. ამ ყველაფრის ფონზე, ავიაკომპანიებმა მდგრად საავიაციო საწვავზე გადასვლა არჩიეს – Delta Air Lines-ის გარდა, სიაში ასევე ვხვდებით JetBlue-ს, Air France-სა და easyJet-ს.

Previous Post

აშშ მძიმე ინდუსტრიებს დეკარბონიზაციისთვის $6 მილიარდის გრანტებს გადასცემს

Next Post

განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით, GREDA-მ, თიბისის მხარდაჭერით, კონფერენცია გამართა

იზა გვარამაძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result