Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

წარმატების მისაღწევად აუცილებელია, გჯეროდეს საკუთარი თავის – საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ბაჩანა უგრეხელიძე

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
წარმატების მისაღწევად აუცილებელია, გჯეროდეს საკუთარი თავის – საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული ბაჩანა უგრეხელიძე
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აქტიურად განაგრძობს განათლების ხელშეწყობას და ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერითა და „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის“ (ESU) ორგანიზებით, საქართველოში 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის საჯარო მეტყველების კონკურსი გაიმართა.

კონკურსის ფარგლებში, ჟიურიმ 30 ნახევარფინალისტიდან 11 ფინალისტი შეარჩია, მათგან კი სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გამოავლინა. ბაჩანა უგრეხელიძე ერთ-ერთია იმ წარმატებულ მონაწილეთა შორის, რომელმაც კონკურსში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და საპრიზო ადგილი მოიპოვა.

„ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველ კურსზე ვსწავლობ. მრავალი და განსხვავებული ინტერესი მაქვს – მიყვარს მუსიკა, პოეზია, ხატვა… თუმცა, ჩემი ძირითადი გატაცება მაინც ამ სფეროების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ხალხისთვის საინტერესო ფორმით მიწოდებაა. შესაბამისად, მინდა ლიტერატურის ლექტორი გამოვიდე. საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე“, – გვიყვება ბაჩანა.

იგი გვიხსნის, რომ წერისგან განსხვავებით, საჯარო მეტყველება მას აუდიტორიასთან უფრო მეტად აკავშირებს, რადგან შესაძლებლობას აძლევს, ადამიანების რეაქციები და უკუკავშირი რეალურ დროში მიიღოს.

„წერა და საუბარი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული თვითგამოხატვის საშუალებებია – კონკურსის განმავლობაში შევძელი, სხვადასხვა ადამიანის წინაშე წარდგომა და მათთან კავშირის დამყარება. წერის დროს კი ვერ ვხედავ მკითხველის რეაქციებს, არ ვიცი მათი განცდები… საუბრისას იყენებ ჟესტებს, ემოციას, ინტონაციას, წერისას კი მხოლოდ კალამი გაქვს, რომლითაც გრძნობენ გადმოსცემ“, – აღნიშნავს ბაჩანა.

როგორც გვიხსნის, მისთვის ლექტორობა საჯარო მეტყველების უნარების ფლობას ისევე მოითხოვს, როგორც საგანში კომპეტენციას, რადგან ამ პროფესიის მოსწავლისთვის გასაგებად და საინტერესოდ გადაცემის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო საჯარო მეტყველების კონკურსში და საკუთარი შესაძლებლობები გამოეცადა.

„საჯარო მეტყველების კონკურსი ჩემთვის იყო საკუთარი უნარების დახვეწის, ახალი მეგობრების გაცნობისა და კომფორტის ზონიდან გამოსვლის შესაძლებლობა. მოლოდინი მქონდა, რომ ამ პროექტის ფარგლებში შევიძენდი ახალ ცოდნას და მივიღებდი ახალ, საინტერესო ინფორმაციას… მიხარია, რომ სწორედ ასეც მოხდა“, – აღნიშნავს ბაჩანა.

გვიყვება, რომ კონკურსისთვის მოსამზადებელი პერიოდი განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან უწევდა თემის მოფიქრებაზე, მის სტრუქტურირებასა და ეფექტურად გადმოცემაზე მუშაობა. როგორც განმარტავს, მისი სტრატეგია ასეთი იყო: ცდილობდა, ტექსტი შეედგინა ისე, რომ არა მხოლოდ მსმენელისთვის, არამედ თავად მისთვისაც ყოფილიყო საინტერესო და ორიგინალური.

„თუ შექმნი ისეთ ტექსტს, რომელიც არა მხოლოდ მსმენელის, არამედ შენს დაინტერესებასაც გამოიწვევს, მაშინ იცი, რომ სწორ გზაზე დგახარ. თუმცა, მნიშვნელოვანია რომ გამოსვლის დროს სრულად გამოავლინო შენი შესაძლებლობები, რაც დაგეხმარება მიიპყრო და შეინარჩუნო აუდიტორიის ყურადღება“, – ამბობს ის.

ამისათვის კი მკაცრ წესს იყენებს – ყოველთვის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თემაზე და მის გაუმჯობესებაზე, და არასდროს ადარებს საკუთარ უნარებსა თუ ნამუშევრებს სხვებს. „ეს ჩემთვის ყველაზე არაჯანსაღი რამ არის, რადგან ნიშნავს, რომ შენს შესაძლებლობებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ. წარმატების მისაღწევად კი აუცილებელია, გჯეროდეს საკუთარი თავის“.

სწორედ ასეთი სტრატეგია გამოიყენა ჟიურის წინაშე გამოსვლის დროსაც.

„სიტყვით გამოსვლის დროს ვცდილობდი, მთლიანად კონცენტრირებული ვყოფილიყავი ჩემს თემაზე და მთელი გულით მინდოდა, ის ადამიანებისთვის გამეზიარებინა. შესაბამისად, ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას ჟიურის წევრებს, ბრიტანეთისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს ისეთივე ენთუზიაზმით ვუხსნიდი, როგორითაც ჩემს თანატოლებს ვესაუბრები ჩემს საყვარელ საკითხებზე“, – აღნიშნავს ბაჩანა.

ამბობს, რომ მისთვის კონკურსში მონაწილეობა ძალიან საინტერესო, სასიამოვნო და ახალი აღმოჩენებით სავსე გამოდგა. ამიტომ, ყველას ურჩევს, ერთხელ მაინც გამოცადონ თავი საჯარო მეტყველების კონკურსში და უფრო მეტი გაიგონ საკუთარი თავისა თუ შესაძლებლობების შესახებ.

„ჩემი ცხოვრების ფილოსოფიაა, რომ მაქსიმალურად მეტი შევიმეცნო, გავიგო და ვისწავლო. ვნახო, რა შემიძლია როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. სწორედ ამიტომ, ყველას ვურჩევ არ შეიზღუდონ საკუთარი თავი და აუცილებლად გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები“, – ამბობს ბაჩანა.

ინფორმაციისთვის, ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი (ESU) 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა. კავშირის მთავარი მიზანია, ინგლისური ენის მეშვეობით ხელი შეუწყოს ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცებას. ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა საჯარო მეტყველების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც საქართველოში 1998 წლიდან ხორციელდება. 2012 წლიდან პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირთან ერთად. ESU-Georgia საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ყოველ წელს გამარჯვებულს ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აგზავნის. ეს ყველაზე დიდი კონკურსია მსოფლიოში, რომელშიც მონაწილეობას ყოველწლიურად 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 000 ახალგაზრდა იღებს. S

Previous Post

საქართველოს ბანკი და „აგრითაჩი“ მცირე და საშუალო ზომის აგრობიზნესებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობენ

Next Post

Starship-ი ორბიტისკენ სადებიუტო ფრენისას აფეთქდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Starship-ი ორბიტისკენ სადებიუტო ფრენისას აფეთქდა

Starship-ი ორბიტისკენ სადებიუტო ფრენისას აფეთქდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result