Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ტიმ კუკმა ინდოეთში Apple-ის პირველი მაღაზია გახსნა

by იზა გვარამაძე
April 18, 2023
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
ტიმ კუკმა ინდოეთში Apple-ის პირველი მაღაზია გახსნა
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა ინდოეთში პირველი ოფიციალური მაღაზია გახსნა, რითაც სიდიდით რიგით მეხუთე ეკონომიკაში საკუთარი გავლენის გაზრდას გეგმავს. მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის გეგმების მასშტაბს ცხადყოფს ისიც, რომ ქვეყანაში პირველი მაღაზია, რომელიც ინდოეთის უდიდესი ქალაქის, მუმბაის ფინანსურ ცენტრში მდებარეობს, Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ტიმ კუკმა თავად გახსნა.

ინდოეთში მაღაზიის გახსნა, პირდაპირ უკავშირდება Apple-ის მიერ ქვეყანაში წარმოების გაზრდას, რასაც, თავის წილ, ტექნოლოგიური გიგანტის მიერ ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების სტრატეგია განაპირობებს. Apple-ის ჩინური ვექტორის ცვლილებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი, პოლიტიკურია და ის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის გართულებულ ურთიერთობას უკავშირდება, რომელიც, თეორიულად, ნებისმიერ დროს შეიძლება დაიძაბოს, როგორც ტაივანის, ასევე უკრაინის გარშემო არსებული მოვლენების გამო. ამასთან, კოვიდ-19-ის შემთხვევების მიმართ ნულოვანი პოლიტიკისა და ქარხნებში ხშირი პროტესტების გამო, ბოლო წლებში, ჩინეთი საწარმოო ბიზნესისთვის მეტად არასტაბილურ ქვეყნად იქცა.

ტიმ კუკის მიერ ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით ჩასვლა სიმბოლურია იმითაც, რომ გასულ ფისკალურ წელს, Apple-მა, ინდოეთში $7 მილიარდის ღირებულების iPhone-ები ააწყო, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე. დღეს, ინდოეთზე Apple-ის ყველაზე გაყიდვადი მოწყობილობის, iPhone-ის წარმოების 7% მოდის, რასაც ამერიკული გიგანტი Foxconn-თან და Pegatron-თან თანამშრომლობით ახერხებს.

ინდური წარმოების საგრძნობლად გაზრდა, ცხადია, დადებითი მოვლენაა ინდოეთისთვისაც, რომელზეც 2021 წელს, iPhone-ების გლობალური წარმოების მხოლოდ 1% მოდიოდა. ამასთან, ინდოეთის უზარმაზარი ბაზრის ათვისებას Apple-ი მხოლოდ ახლა ცდილობს და ამაზე რიცხვებიც მეტყველებს – Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდოეთში 700 მილიონზე მეტი სმარტფონი გამოყენება და Apple-ზე ამ ბაზრის მხოლოდ 4%-იანი წილი მოდის. ამასთან, გასულ ფისკალურ წელს, Apple-მა ინდოეთში $6 მილიარდის ღირებულების მოწყობილობები გაყიდა, რაც თითქმის 50%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე.

პარალელურად ამისა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას მეტად საინტერესო საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს, ასე რომ Apple-ის მიერ ინდოეთში წარმოების დიდი ნაწილის გადატანა სავსებით ლოგიკურიცაა. ქვეყანაში განვითარების პარალელურად, Apple-ი აქტიურადაა ჩართული ინდური შრომის სამართლის რეგულირებაშიც ლობირების გზით.

საინტერესოა, რომ თუ ინდოეთის ბაზრის ათვისება Apple-მა ამავე ტემპებით განაგრძო, 2025 წლისთვის, iPhone-ების მეოთხედი სწორედ ინდოეთში იქნება აწყობილი. დღეს, iPhone-ებს ინდოეთში სამი კომპანია აწყობს – Foxconn-ი, Wistron-ი და Pegatron-ი, რომლებიც, ჯამში, სამოცი ათას ადამიანს ასაქმებენ. ანალიტიკოსების ვარაუდით, შემდეგი ათწლეულის განმავლობაში, Apple-ის გაყიდვები ინდოეთში 17%-ით გაიზრდება და ამ მიმართულებით, მთავარ როლს ინდოეთის მზარდი საშუალო კლასი ითამაშებს.

მუმბაის შემდეგ, Apple-ი ინდოეთში კიდევ ერთი მაღაზიის გახსნას გეგმავს, ამჯერად, ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში, სადაც უკანასკნელი კვლევით, 16.8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

Previous Post

თავდაუზოგავი შრომა და მიზნისკენ სწრაფვა არის ის, რაც წარმატებას ხელშესახებს ხდის – ელენე გურეშიძე, საჯარო მეტყველების კონკურსის გამარჯვებული

Next Post

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ლივინ დეველოპმენტ ჯგუფი“ თბილისში ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს

იზა გვარამაძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result