Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სინათლის სიჩქარით აღმოჩენებისკენ – გაიცანით საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილი STEM სკოლის მოსწავლე ნია ლაზიშვილი

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სინათლის სიჩქარით აღმოჩენებისკენ – გაიცანით საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით შექმნილი STEM სკოლის მოსწავლე ნია ლაზიშვილი
0
SHARES
0
VIEWS

„როცა გავიგე, რომ STEM სკოლაში ჩავირიცხე, ემოციებს ვერ ვმალავდი“, – ასე იწყება საუბარი მეშვიდე კლასის მოსწავლე ნია ლაზიშვილთან, რომელიც საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის პროექტის გამორჩეული მონაწილეა.

STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მიერ შექმნილი პროექტი 201 მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან რეგიონში მცხოვრებ 60 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდას ბანკი სკოლაში სწავლას სრულად უფინანსებს.

მათ შორის ერთ-ერთია ნია ლაზიშვილიც, რომელმაც მისაღებ გამოცდაში სტიპენდიატთა შორის უმაღლესი ქულები მიიღო.

„მათემატიკა და მეცნიერება ის მიმართულებებია, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად და მოტივირებულად ვგრძნობ. ამიტომ, STEM სკოლის მისაღები გამოცდისთვის განსაკუთრებული მომზადება არ დამჭირვებია, მხოლოდ ჩემს ცოდნას მივენდე. თუმცა, კითხვების რაოდენობის დროის ფაქტორთან შეფარდება მთავარი გამოწვევა იყო, რომელსაც ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი და მიხარია, რომ ამ შედეგამდე მივედი“, – ამბობს ნია.

როგორც გვიყვება, მათემატიკის, მეცნიერების და ინჟინერიის სფეროები ძალიან აინტერესებს. STEM სკოლა კი ეხმარება მას, მიიღოს ის საბაზისო ცოდნა, რომელიც მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარება.

„STEM სკოლაში სწავლა ყოველკვირეულ ზეიმს ჰგავს, ყოველთვის დიდი ინტერესით, მონდომებით, სიხარულით და ენთუზიაზმით ველოდები გაკვეთილების დაწყებას. რადგან მეცადინეობები ძალიან შემეცნებითი და ინტერაქტიურია. სულ ახალ ინფორმაციას ვიღებთ, რომელიც საინტერესოდ და გასაგებად არის ახსნილი“, – აღნიშნავს ნია და გვიხსნის, რომ გაკვეთილებზე მასწავლებლები სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებენ – პრეზენტაციებს, სიმულაციებს, პრაქტიკულ დავალებებს – რაც გაკვეთილებს კიდევ უფრო მეტად დინამიკურს და საჯარო სკოლების სასწავლო პროცესისგან განსხვავებულს ხდის.

STEM სკოლაში სწავლის შემდეგ ინტერესი კომპიუტერული მეცნიერებების მიმართაც გაუჩნდა. სწორედ ამიტომ, ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომპიუტერული პროგრამირება და ინჟინერია ის პროფესიებია, რა მიმართულებითაც სწავლის გაგრძელებას ფიქრობს.

„ვფიქრობ, ჩემს ასაკში მნიშვნელოვანია იმ ფუნდამენტის შექმნა, რასაც ჩემი პროფესია დაეყრდნობა. STEM სკოლაში სწავლა კი დამეხმარება, შევიძინო ის საბაზისო ცოდნა, რომელიც ჩემი მომავალი პროფესიის საფუძველი გახდება და მომცემს შესაძლებლობას, პროგრამის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შევძლო განვითარება. ვფიქრობ, STEM მიმართულება XXI საუკუნის ყველა პროფესიისთვის საჭიროა, ამიტომ ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, ყურადღება ამ საგნებისკენ მიმართოს“, – ამბობს ნია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურად და უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა. საქართველოს ბანკის მისიაა, ხელი შეუწყოს იმ ადამიანთა პოტენციალის რეალიზებას, რომლებიც უკეთეს მომავალს ქმნიან. ბანკი პარტნიორებთან ერთად 35-მდე საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რაც ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოსწავლეების მხრიდან STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ამ მიზნით შეიქმნა STEM ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მეათე და მეთერთმეტე კლასის 70-მა მოსწავლემ მიიღო.

Previous Post

ვიდეოთამაშების ჰაბად ქცევისთვის საუდის არაბეთი $38 მილიარდს გამოყოფს

Next Post

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, თბილისში მულტიფუნქციური სამედიცინო კლინიკა „პირველი“ გაიხსნა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, თბილისში მულტიფუნქციური სამედიცინო კლინიკა „პირველი“ გაიხსნა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, თბილისში მულტიფუნქციური სამედიცინო კლინიკა „პირველი“ გაიხსნა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result