Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home Forbes Life

„ავთანდილის“ გეგმები

by Davit Tsiramua
October 31, 2023
in Forbes Life, ანტრეპრენიორები, ბიზნესი, ინტერვიუ, მოდა, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, სტილი, ყველა სიახლე
0
„ავთანდილის“ გეგმები
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავთანდილ ცქვიტინიძე ყაზახეთში მაღაზიების ქსელის გახსნაზე მუშაობს. მოდის ინდუსტრიის წამყვანი ბრენდი AVTANDILI ალმათიშიც გამოჩნდება. დიზაინერი ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება  „სელექტის“ სპეციალური რუბრიკის ფარგლებში ბრენდის ბოლო სიახლეებზე საუბრობს. Forbes Georgia-მ მასთან ინტერვიუ თბილისში, დიდ დიღომში მდებარე ტანსაცმლის ფაბრიკაში ჩაწერა, რომელიც ავთანდილ ცქვიტინიძემ ჯერ კიდევ პანდემიამდე გახსნა.

დავიწყოთ ამ ფაბრიკით, შედეგებით კმაყოფილი ხართ?

პანდემიის დროს ძალიან რთული იყო ოპერირება, ვინაიდან ფაბრიკის გახსნიდან ოთხ თვეში ყველაფერი გაჩერდა. იმ პერიოდში საერთაშორისო შეკვეთები შეგვიმცირდა, თუმცა არ გაუქმებულა. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, რომ არა ამ ბრენდის მიმართ ხალხის სიყვარული, ალბათ ჩვენც გაგვიჭირდებოდა, როგორც სხვა ქართულ თუ უცხოურ ბრენდებს. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმას, რომ ოპერირება ჩვეულ რეჟიმში განგვეახლებინა. პრეპანდემიურ მაჩვენებელს უკვე დავუბრუნდით და მეტიც, სერიოზულ შედეგებზეც ავედით.

2022 წელს ქვეყნიდან 139.688 მლნ დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა. ზრდა წლიურ ჭრილში 28%-ია. AVTANDILI ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორს წარმოადგენს. როგორ ნაწილდება თქვენი გაყიდვები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ?

რომელ ქვეყანაში უფრო იცნობენ AVTANDILI–ს?

იყო პერიოდი, რომ უკრაინაში უფრო. ზოგადად, ძალიან რთულია კონცეპტუალური მაღაზიებით იმსჯელო, ხარ თუ არა რომელიმე ქვეყანაში „მონსტრი“ ბრენდი. ჩვენს შემთხვევაში ყველაზე ხშირი და დამატებითი შეკვეთები იაპონიიდან მოდის, სადაც უკვე სამი წელია, ვმუშაობთ.

კადრების დეფიციტი თქვენც გაქვთ?

ძალიან რთულია ამ დარგში კარგი მკერავების და პროფესიონალების პოვნა. ახალი თაობა არ იზრდება. როცა აქ პრაქტიკაზე მოდიან, ყველა ამბობს, რომ დიზაინერობა უნდა. დიზაინერობა კი კონსტრუირების, კერვის ტექნოლოგიების ცოდნის გარეშე, ფიზიკურად არ გამოგივა. მე მყავს კარგი გუნდი, რომელიც ამდენი წელია, მომყვება. თუმცა, როცა საქმე ფაბრიკულ საქმიანობას ეხება, კადრები იცვლება. ჩვენ ამჟამად დაახლოებით 100 ადამიანს ვასაქმებთ. არ მყოფნის ეს შემადგენლობა, ამიტომ დაახლოებით ექვს სხვადასხვა ფაბრიკასთან ვთანამშრომლობ უცხოეთში.

საქართველოში?

არა. საქართველოში ჩვენზე უკეთესი სამკერვალო ბაზა არ არსებობს.

ნედლეული საიდან შემოგაქვთ? ამ მხრივ როგორია ფასების ცვლილება და როგორ აისახება ეს საბოლოო პროდუქციაზე?

ძირითადად თურქეთიდან შემოგვაქვს. ძალიან გაძვირებულია… ვცდილობთ, რომ ფასები დავიჭიროთ, მაგრამ ცვლილებები პერიოდულად მაინც გვიწევს. საერთო ჯამში, ფასების მატება მიზერულია, წინააღმდეგ შემთხვევაში პრემიუმ-ხაზზე უნდა გადავერთოთ და ეს არ იქნება სწორი, რადგან ეს ხაზი საქართველოში არ იყიდება და ის მაღაზიები, რაც აქ მაქვს, აზრს დაკარგავს.

28 წელია, ტანსაცმელს ქმნით. თქვენი შეფასებით, როგორი ბიზნესია ტანსაცმლის ინდუსტრია?

ზოგადად ტანსაცმლის ბიზნესი სხვაა და დიზაინერული ტანსაცმლის ბიზნესი – სხვა. ქართულ რეალობაში ერთდერთი ვარ, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ეს საქმე სერიოზულ ბიზნესად აქცია. ეს ძალიან საინტერესო ბიზნესია გამომდინარე იქიდან, რომ არასოდეს დუნდები. სხვა ტიპის ბიზნესები, მაგალითად, მშენებლობა იქნება თუ კვების ინდუსტრია, ყოველ ექვს თვეში არ იცვლება. მოდის ტენდენციები კი მუდმივად ცვალებადია. იცვლება თარგებიც, ქსოვილიც, ფერებიც, თემებიც.

თქვენი აზრით, რა სჭირდება მოდის ინდუსტრიას საქართველოში? როგორ შეიძლება მისი გამოცოცხლება?

გამოწვევაა ის, რომ ადრე თუ პერსპექტივაში გათვლებს აკეთებდი, დღეს ეს სასაცილოა. დღეს მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, ვინაიდან მთელ მსოფლიოში ტურბულენტური პერიოდია და ჩვენც შესაბამისად ვმოქმედებთ, რათა ბალანსი დავიჭიროთ. თუ მოცემულობას არ ხვდები შესაბამისად, იღუპები როგორც ბიზნესი. ამიტომ ყოველი დღე – გამოწვევაა.

რამდენიმე წლის წინ თქვენ „ფორბსთან“ თქვით, რომ ავეჯის დიზაინითაც იყავით დაინტერესებული. ამ იდეას რა ბედი ეწია?

ნიმუშები უკვე მზადაა. ამ პროექტზე სერიოზულად ვმუშაობთ. ეს საკმაოდ რთული პროცესია, არ მეგონა… თუ მე შემიძლია, ორ დღეში პიჯაკის სილუეტი გადავაკეთო, ასე ავეჯის შემთხვევაში არ ხდება. თუ რაიმე შესაცვლელია უკვე შექმნილ ავეჯში, თავიდან ვაკეთებ, სანამ იმას ვიპოვი, რაც მე მინდა, ამას დრო დასჭირდება. თუმცა ხუთი ნიმუში უკვე მაქვს.

ვისზე გაქვთ გათვლა?

მხოლოდ ლუქს-მომხმარებელზე. ეს საკმაოდ ძვირად  ღირებული პროექტია.

ტანსაცმელი, ავეჯი, როგორ ანაწილებთ დროს?

გარდა ამისა, ინტერიერის დიზაინის რამდენიმე პროექტიც მაქვს. ამ კუთხით ჯერ სწავლის პროცესში ვარ, თუმცა ჩემს სათქმელს ამ მიმართულებითაც აუცილებლად ვიტყვი.

რაც შეეხება „ავთანდილს“, ახლა ვკერავთ ზამთრის კოლექციას  და ვამუშავებთ ახალ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ დროის ძირითად ნაწილს ტანსაცმელს ვუთმობ. გარდა ამისა, შიგადაშიგ ფერწერითაც ვარ დაკავებული.  თუმცა ჩემთვის ვხატავ. ეს არ არის კომერციული პროექტი. ვფიქრობ, შემოქმედისთვის აუცილებელია, ჰქონდეს რაღაც, რისი შეფასების უფლებასაც სხვას არ მისცემს.

რაც შეეხება ტერაბანკს, რა გამოცდილება გაქვთ ამ ბანკთან და „სელექტის“ რა უპირატესობებს გამოარჩევდით?

ტერაბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა მაკავშირებს, მოგვიანებით „სელექტის“ მომხმარებელიც გავხდი. მყავს პერსონალური ბანკირი, რომელიც ჩემი ფინანსური მრჩეველია. დროის დეფიციტის გამო ხშირად მჭირდება მისი ჩართულობა საოპერაციო მიმართულებით. ასევე, ჩემი ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, ხშირად მიწევს მოგზაურობა, „სელექტის“ ბარათით ვსარგებლობ აეროპორტის ლაუნჯებში, რაც დამატებითი კომფორტია.

რა გეგმებია მონიშნული AVTANDILI-ს 2023 წლის მიზნებში?

ახლა კონცენტრირებული ვართ მომავალი წლის ზამთრის კოლექციაზე. ასევე, ალმათიში ქსელური მაღაზიების გახსნის პროცესი მიმდინარეობს, იქაც ისეთივე ქსელი გვექნება, როგორიც საქართველოში.

 

რუბრიკის წარმდგენია ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება – სელექტი

Previous Post

The English Court Ordered Irakli Rukhadze and His Partners to Pay $170 Million in Compensation

Next Post

თიბისი საქართველოში 2023 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
თიბისის 30 წელი და ტექნოლოგიური მომავალი

თიბისი საქართველოში 2023 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result