Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

წარმატების მისაღწევად ერთადერთი საშუალება არ გაჩერებაა – გაიცანით „წიგნების თაროს“ მონაწილე გეგა ხაჩიძე

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
წარმატების მისაღწევად ერთადერთი საშუალება არ გაჩერებაა – გაიცანით „წიგნების თაროს“ მონაწილე გეგა ხაჩიძე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

„ყოველთვის მიყვარდა წიგნების კითხვა და ინტელექტუალური თამაშები, თუმცა, არ არსებობდა პლატფორმა, სადაც სრულყოფილად შევძლებდი ჩემი გატაცებების წარმოჩენას. ჩემს ცხოვრებაში „წიგნების თაროს“ გამოჩენის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა და ის ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა“.

ასე იწყება საუბარი გეგა ხაჩიძესთან, რომელიც „წიგნების თაროს“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს გადაცემა მეათე საიუბილეო სეზონით ბრუნდება და ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ ახალ და საინტერესო გამოწვევას ჰპირდება. თუმცა, თამაშის ახალი სერიების დაწყებამდე გადავწყვიტეთ, პროექტის გამორჩეულ მონაწილეებს მათი გამოცდილების შესახებ გავსაუბრებოდით.

„ძალიან ადრე, წიგნების თაროს ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მივედი. მახსოვს, როგორ გამაკვირვა ბავშვების თამაშმა და იმან, თუ როგორ მარტივად ართმევდნენ თავს რთულ კითხვებს. მომინდა, ერთ-ერთი მათგანი გავმხდარიყავი და ამიტომ, გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო პროექტში. ვფიქრობ, ეს კარგად გამომივიდა კიდეც“, – აღნიშნავს გეგა ჩვენთან საუბრისას. 

როგორც თავად გვიხსნის, მისთვის ლიტერატურა არის შესაძლებლობა, გავიცნოთ საკუთარი თავი და მივიღოთ პასუხები ისეთ კითხვებზე, რომლებიც გვაწუხებს, თუმცა, რიგ შემთხვევებში, ყოველდღიური რეალობა არ გვაძლევს შესაძლებლობას, ვეძიოთ მათზე პასუხები.

„ლიტერატურას მწერლები ქმნიან – ადამიანები, რომლებიც საათობით და შესაძლოა წლობითაც კი სხედან საწერ მაგიდასთან და ფიქრობენ… ფიქრობენ ძალიან ბევრს. მათი ფიქრის შედეგი კი ფურცლებზე აისახება. ანუ ლიტერატურას აქვს ამგვარი დატვირთვაც – ის გვაძლევს შესაძლებლობას, წავიკითხოთ ბუმბერაზი ადამიანების ნააზრევი, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს ჩვენი მსოფლმხედველობა, ყოველდღიურობის აღქმა და, ზოგადად, მთლიანად აზროვნება“, – გვიყვება გეგა.

წიგნების თაროს პროექტში წარმატებისთვის საჭირო უნარების შესახებ საუბრისას კი გვიხსნის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნების სიყვარულია. თუმცა, ასევე აუცილებელია თავდაუზოგავი შრომა და მონდომება.

„თაროს“ რამდენიმე სეზონის განმავლობაში ვთამაშობდი ბლიცს, რაც საკუთარ თავზე დამატებით მუშაობას მოითხოვდა. ამისათვის, ვუყურებდი გადაცემის ძველ ჩანაწერებს – „კონკურენტების“ ნახვა კი მომზადების პროცესს უფრო სასიამოვნოს და მამოტივირებელს ხდიდა, რადგან მათი ყურებისას ვხედავდი, რომ ისინიც თავდაუზოგავად შრომობდნენ რათა მოხვედრილიყვნენ იქ, სადაც არიან. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ „თარო“ გვამზადებს რეალური ცხოვრებისთვის – რეალური კონკურენციისთვის, სადაც წარმატების მიღწევის ერთადერთი შესაძლებლობა მუდმივი წინსვლა და ერთ ადგილზე არ გაჩერებაა“, – ამბობს გეგა.

გეგა გვიხსნის, რომ მისთვის „წიგნების თაროს“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ის ადამიანები და ბავშვები არიან, რომლებიც პროექტში მონაწილეობენ და ზოგადად, ამ პროექტს ქმნიან.

„პროექტში მონაწილეობისას ხვდები მრავალ თანატოლს, რომლებთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებს. შესაბამისად, იძენ მრავალ მეგობარს და რაც მთავარია, იზრდები მათთან ერთად. გარემო, რომელსაც „წიგნების თარო“ გვთავაზობს, იმაზე მეტად გვეხმარება განვითარებაში, ვიდრე მოსალოდნელია. ვფიქრობ, გადაცემა გვაძლევს შესაძლებლობას, დავამარცხოთ გარკვეული შიშები თუ კომპლექსები და გავხდეთ უფრო ძლიერები, ვიდრე აქამდე ვიყავით“, – აღნიშნავს გეგა.

ახალგაზრდებს კი ურჩევს, რომ ყოველთვის უსმინონ საკუთარ გულსა და გონებას, არ შეეშინდეთ შეცდომების დაშვების, აირჩიონ ის მიმართულება, რომელიც მთელი გულით აინტერესებთ და სწორედ ასე იპოვიან იმ საქმეს, რომელიც მათ გააბედნიერებს.

„ყველა ბავშვს ვურჩევ, არ შეეშინდეთ შეცდომების დაშვების, რადგან შეცდომის დაშვება არ ნიშნავს საბოლოო მარცხს. არასდროსაა გვიანი, იპოვო საკუთარი თავი და გახდე ის, ვინც ბავშვობაში გსურდა, რომ მომავალში გამხდარიყავი. „წიგნების თაროს“ მხარდამჭერის, საქართველოს ბანკის დევიზიც ხომ სწორედ ესაა – „არ გაჩერდე“… მუდმივი წინსვლა და განვითარებისთვის სწრაფვა არის ის, რაც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება“, – ამბობს გეგა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი 2020 წლიდან აქტიურად უჭერს მხარს წიგნების თაროს. პარტნიორობის ფარგლებში კი 223-მა სტუდენტმა მიიღო სატელევიზიო პროექტში მონაწილეობა.

საქართველოს ბანკისა და წიგნების თაროს თანამშრომლობით არაერთი ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის შეიქმნა „წიგნების თაროს ონლაინ სკოლა“ მოსწავლეებისთვის, სადაც ახალგაზრდებს უტარდებოდათ არაფორმალური გაკვეთილები და სხვადასხვა კურსები მითოლოგიის, ცივილიზაციების, კოსმოსის, ადამიანის ჯანმრთელობის, რიტორიკული აზროვნებისა თუ საუბრის ხელოვნების მიმართულებით. მთელი ქვეყნის მასშტაბით „წიგნების თაროს ონლაინ სკოლაში“ მონაწილეობა 1336-მა მოსწავლემ მიიღო. S

Previous Post

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.8%-ით გაიზარდა

Next Post

ზღვის პროდუქტების „სტარტაპი“

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ზღვის პროდუქტების „სტარტაპი“

ზღვის პროდუქტების „სტარტაპი“

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result