Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home თბილისის ბიზნეს ისტორიები

#ერთიამბავი – ტფილისელ აღებსა და მოჯამაგირეებზე

by იზა გვარამაძე
March 24, 2023
in თბილისის ბიზნეს ისტორიები
0
#ერთიამბავი – ტფილისელ აღებსა და მოჯამაგირეებზე
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

1872 წელს ფოთი-თფილისის რკინიგზა რომ გაიხსნა, მატარებელს, „ერთ საშიშო და სახიფათო რაიმეს“, ანუ მგზავრობის გაადვილებას, დასავლეთ საქართველოდან თფილისში მოსახლეობის მიგრაციაც მოჰყვა.

ქალაქში ბედის, უფრო ხშირად კი საქმის საძებნელად ჩამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც არათუ თაკილობდნენ მოჯამაგირეობას, მზარეულობას და მსახურად დადგომას, პირიქით, პატიოსან დამსაქმებელს სანთლით ეძებდნენ.

მიუხედავად ამისა, თფილისში, სადაც არავინ არავის არაფერს შეარჩენდა, მთელი რიგი მიზეზების გამო, ეს ახალგაზრდები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე.

XIX საუკუნის 70-იანი წლების შუა პერიოდიდან 80-იან წლებამდე ქალაქში ჩამოსულ „მოჯამაგირეთა“ რიცხვი „ათი-ათასამდინ“ უნდა ყოფილიყო, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, რადგან იმდროინდელ სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, ამ პერიოდში ქალაქი 80 ათასამდე მცხოვრებს ითვლიდა.

ბარონ დე ბაის ფოტო

რიცხობრივი სიმრავლის გათვალისწინებით, „მოჯამაგირედ დასადგომად ჩამოსულთა“ მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო თვალსაჩინო ყოფილა – როგორც ძველი ქართული პრესა წერდა, ვერცერთ დიდ ქალაქში ვერ ნახავდით „მოსამსახურეებს ისეთს უპატრონო და ცუდს მდგომარეობაში, როგორც ჩვენში“:

„თფილ-ქალაქის“ დიდებისა და სიმდიდრის ამბებით აღტაცებული ახალგაზრდა იმერელი გლეხი, ხშირად აზნაურიც აიღებს თავს, გადმოაბიჯებს კორტოხსა [უღელტეხილი ლიხის ქედზე. რედ.] და მობრძანდება ქალაქში. არაფერი განსაზღვრული აზრი იმას არა აქვს; არ იცის, რა საქმეს მოჰკიდოს ხელი, რა გააკეთოს. გაუგონია მხოლოთ, რომ „თფილ-ქალაქში“ დიდი შეძლება არისო, ბევრი ფულების მოგება შეიძლებაო და ამნაირად სიმდიდრის მოპოების სურვილს ჩამოუყვანია აქ.

კარგი კიდევ, თუ ვინმე ნაცნობი გაუჩნდა, გზა უჩვენა და რამე საქმე აღმოუჩინა. მაგრამ უფრო მომეტებულნი ამისთანა ბედნიერებას მოკლებულნი არიან: ორი-სამი მანეთი, რომელიც იმათ ჩამოჰყვათ იმერეთიდან, გამოელიათ;

დარჩნენ ულუკმა-პუროთ, უთავ-შესაფაროთმ, უპატრონოთ და დაიწყეს ქუჩებში ხეტიალი. ქალაქის მცხოვრებელნი კარგად იცნობენ იმერელ ხამ ბიჭებს, სტაცებენ ხელს, მიჰყავთ შინ და მოჯამაგირეთ იყენებენ. ახლა იწყება იმათი განსაცდელი: შეუკრავენ პირობას, რომ სამი ან ოთხი წლის განმავლობაში იმას უფლება არა აქვს მოშორდეს აღას, რომელიც წელიწადში ორ-სამ თუმანს აძლევს და ხშირად იმასაც მოუჭრის, თუ რამე მიზეზი უპოვნა: თუ თეფშები გატეხეო, თუ სტაქნები დაიკარგაო, თუ სამოვარი გაფუჭდაო და სხვა ამგვარები, რომელსაც დახელოვნებული აღა ყოველთვის ბლომათ მონახავს.

ბოლოს ამ აღას შორდება, შორდება ისეთივე ჯიბე-ცარიელი, როგორც პირველად იყო. ახლა იწყება ახალი, უკეთესი აღის ძებნა, ხელ-მეორეთ ხეტიალი ქალაქის ქუჩებში და გაჭირვება. მომეტებულ შემთხვევაში, მეორეც და მესამეც ამისთანა აღა შეხვდება“, – წერდა გაზეთ „დროების“ რედაქტორი სერგეი მესხი.

თუმცა არ იფიქროთ, რომ „აღებისა“ და „ბატონებისაგან“ მსახურად დამდგარი ადამიანები ასე „იოლად“ თავისუფლდებოდნენ – ვინ მოთვლის, რამდენი ცემა-ტყეპა, უსამართლობა და ცილისწამება გადახდებოდათ თავს.

ბარონ დე ბაის ფოტო

ამგვარი, „გაუგონარი“ ამბები ხშირად პრესის ფურცლებზე ხვდებოდა. მაგალითად 1880 წლის ეს შემთხვევებიც გამოდგება:

ერთ თფილისელ ვაჭართან მსახურად მდგარა ახალგაზრდა იმერელი ბიჭი. ერთი წლის შემდეგ, როდესაც ვაჭრის უსამართლო დამოკიდებულება ვეღარ აუტანია, „აღასთვის“ თხოვნით მიუმართავს, ანგარიში გამისწორე, შინ უნდა დავბრუნდეო. ბატონიც დაჰპირებია, კუთვნილ თანხას ხვალ მოგცემო.

იმ ღამით, ვაჭრის ცოლს ვერცხლის ძვირფასი კოვზები გადაუმალავს და როდესაც მსახურისთვის მიბარებული ნივთების ჩაბარება მოუთხოვიათ, ვერცხლის კოვზები კი „არსად აღმოჩენილა“, ცოლ-ქმარს აყალმაყალი აუტეხია – მსახურმა გაგვძარცვაო და ბიჭი პოლიციისთვის ჩაუბარებიათ…

ან, კიდევ:

ასევე ვაჭარს, რომელსაც ასევე იმერელი ბიჭი ჰყოლია შეგირდად, ჯამაგირი რომ არ მიეცა, „დავთრები“ დაუმალავს და იქით შედავებია ახალგაზრდას – კუთვნილი ანაზღაურება წინასწარ მოგეცი, ახლა კი განგებ დამალე ჩემი „დავთრები“, რომ ფული თავიდან გამომართვაო. ვაჭარს ისიც დაუმატებია, ღმერთს მადლობა შესწირე, ამ უკანონობისთვის სასამართლოში რომ არ გიჩივიო.

ასეთი ამბები ხდებოდა ქალაქში, სადაც, როგორც ამბობდნენ, დასაქმებულებს ქომაგი არ ჰყავდათ, საკუთარი უფლებების დასაცავად კი, ისედაც არაფრის, ან მცირეს მქონენი, ვერც ადვოკატს დაიქირავებდნენ, არც საჩივრებისა და არზების წერა შეეძლოთ და ამგვარად, წვალებით, დაუღალავი შრომითა და დამცირებით შეძენილ ჯამაგირს კარგავდნენ.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ახალგაზრდები ზოგჯერ „ფუჭდებოდნენ“ და თავად ცდილობდნენ „ბატონის მოტყუებას და ცუდ-კაცობის ჩადენას“.

მაგალითად, 1882 წლის იანვარში, სოლოლაკში, ვინმე ბ.ბ.-ვის სახლში, ერთი „შესანიშნავი ქურდობა მომხდარა“:

„ამ სახლობას ჰყოლია ერთი ბიჭი, რომელიც გულმოდგინედ ექცეოდა თავის მოვალეობას. ბოლოს ხან ქათამი დაეკარგათ, ხან ყველი, ხან კოვზი და ბოლოს თითონ მსახურიც დაიკარგა. სახლობა ეჭვში შევიდა, მოათვარიელა თავისი სახლი, მაგრამ გარდა მცირედისა, ყველა თავის ალაგას იდგა.

ბოლოს მივიდნენ საოჯახო რკინის ყუთთან, რომელშიაც ეწყოთ ნივთეულობა. ყუთი ხელ უხლებელი, დაკეტილი, ისევ ისე იყო, როგორც პატრონებს დაედგათ, მაგრამ, როდესაც ყუთი გააღეს, ნახეს რომ ცბიერ მოსამსახურეს ძირი გამოეგდო ამ ყუთისთვის და ყველაფერი რაც რამ შიგ იყო გაულაგებია“.

სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევა არა ერთი და ორი ყოფილა…

ასე და ამგვარად, ახალგაზრდები „ხშირად მთელს თავის სიცოცხლეს იღუპავდნენ, ციმბირში გასაგზავნები ხდებოდნენ“.

ბარონ დე ბაის ფოტო

მიუხედავად ამისა, თფილისში მოდიოდნენ და მოდიოდნენ ადამიანები ლიხს იქითა საქართველოდან, რადგან მოუსავლიანობა, გაჭირვება და გაუსაძლისი ვითარება აიძულებდათ, ბედი ქალაქში ეძებნათ:

„ამ უკანასკნელს დღეებში ტფილისში ვხედავთ რაჭიდამ ჩამოსულ ხალხს, მეტადრე ყმაწვილებს, რომელთაც მოსამსახურედ აყენებენ. ამ ჩამოსულებში ზოგჯერ დედა-კაცებიც ურევიან მოსამსახურის ადგილის მძებნელები. ყმაწვილები შვიდის წლიდამ მოყოლებული თხუთმეტ წლისამდე არიან; დიდი ხანია, ამოდენა ჩამოსული ხალხი არ უნახავს ქალაქს“, – წერდა პრესა 1882 წლის მიწურულს.

ქალაქში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, „სხვის უბედურებაზე ბედნიერების აგებისთვის“ ალღო აუღიათ თფილისელ დალალებსა და შუამავლებს, რომლებსაც ისედაც გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ხელის მოთბობა ხელობად გაუხდიათ.

ხსენებული დალალები, როგორც კი სოფლიდან მოჯამაგირედ დასადგომად ქალაქში ჩამოსულ ახალგაზრდას ჩაიგდებდნენ ხელში, დასაქმების დაპირების სანაცვლოდ, „საშუაკაცოს“, წინასწარ გამოართმევდნენ, შემდეგ რომელიმე „აღასთან“ მიიყვანდნენ და თუკი ყმაწვილს პირობა არ მოეწონებოდა ან ჯამაგირზე ვერ შეუთანხმდებოდა დამსაქმებელს, შუამავლები ფულს უკან აღარ უბრუნდებდნენ პატრონს, მეტიც, თუკი „დასაქმებული“ გაჯიუტდებოდა, ზოგჯერ ფიზიკურადაც კი უსწორდებოდნენ.

ან, კიდევ:

გამოჩნდებოდა რომელიმე დალალი, რომელიც წინდაწინ შეთანხმებულ ამხანაგებთან მიიყვანდა მოჯამაგირეობის მსურველს, ერთ დღეს – ერთთან, მეორე დღეს – მეორესთან და ა.შ. ყოველ პოტენციურ დამქირავებელთან მიყვანის სანაცვლოდ კი თანხას ართმევდა „მოცდენისთვის“, მანამ, სანამ ვითომდა დამქირავებლებთან სიარულში, რომლებიც სასაცილო ჯამაგირს სთავაზობდნენ, „დასაქმებული“ უკანასკნელ გროშს არ დაკარგავდა.

თუმცა ზოგჯერ ისე მოხდებოდა, რომ დალალი ახალგაზრდას თანამზრახველად გაიხდიდა:

„ერთი დალალი ამგვარ საქმეს ჩადის თურმე: ჰყავს არჩეული ბიჭები, მიიყვანს პატრონთან დასაყენებლად, შრომის ფულს ცალკე გამოართმევს და ბიჭს წინად ბეის მაგიერს გაურიგებს რამდენიმე მანეთს; ბიჭი მიიღებს ბეის და ამ დღიდგან დამქირავებელი მოელის თავის მოჯამაგირეს, რომელიც ბზობის ყვავსავით გადაიკარგება. დალალი და ბიჭი, უეჭველია, იყოფენ ამ ფულს და დროს ერთად ატარებენ“.

ასეთი ვითარება სუფევდა თფილისში 1880-იანი წლების დასაწყისში, მდგომარეობა, რომელიც არცერთ ღირსეულ ადამიანს გულგრილს არ დატოვებდა. .

ამიტომაც იყო, ვისაც ამ ახალგაზრდების მძიმე მდგომარეობაზე გული შესტკიოდა, ხან პასუხისმგებელ პირებს მოუწოდებდნენ ამ საკითხებით დაინტერესებისკენ, ხან კი ალტერნატიულ გამოსავალს ეძებდნენ და ფიქრობდნენ, რომ „ამ გვარის მდგომარეობიდამ მოსამსახურეების გამოყვანა ერთ ისეთ კანტორას, ან ბიუროს შეეძლო, რომლისაგანაც ყოველ უადგილო, უპატრონო იმერელი ბიჭი შეძლებდა დარიგების მიღებას, გზა-კვალის გაგნებას, ადგილის შოვნას“.

იდეის ავტორთა აზრით, ამ ტიპის დაწესებულება დააზღვევდა როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს, რადგან, როგორც ამბობდნენ, ამ პერიოდში დღე არ გავიდოდა, დამქირავებელთა ჩივილი რომ არ გაეგონათ: „პოვარს ვიჭერდი და პოვრის სახელობით მეჯინიბე შემხვდა“; „მოსამსახურე დავიჭირე, გამქურდა და წავიდა“.

ბარონ დე ბაის ფოტო

მეორე მხრივ, ისმოდა დაქირავებულთა საჩივრებიც, დარჩენილი ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა:

„ამა და ამ კაცთან ვიყავ ამოდენი ხანი და არც არა მომცა, კიდეც გამომლანძღა და გამომაგდო“; ტფილისში მოჯამაგირობისთვის ჩამოვედი და ამა და ამ კაცმა უფულოდ რამდენიმე წლით დამიტყვევა და შრომის სამაგიეროს ლაქიობის დასწავლას დამპირდა“ და სხვ. და სხვ.

ამ და არაერთი სხვა გარემოების გათვალისწინებით, „ტფილისში მყოფ მოსამსახურეებს“ ისეთი საზოგადოების დაარსება გადაუწყვეტიათ, „რომელსაც უნდა ეზრუნა, როგორც თავის საზოგადოების წევრებისთვის, აგრეთვე იმ დამქირავებლებისათვის, რომელთაც რიგიანი მოსამსახურის ყოლა ჰსურთ. ამ წრემ შეადგინა წესდება, ამოირჩია რამდენიმე პირი, რომელთაც უნდა ეშუამდგომლათ მთავრობის წინაშე ამ წესდების დასამტკიცებლად. მაგრამ აგერ მეორე წელიწადი სრულდება, წარდგენილ წესდების ბედ-იღბალზედ არა გვესმოდა-რა, მოსამსახურობა და იმათი დამქირავებელნი-კი ისევ იმ უხერხო მდგომარეობაში არიან, რომელშიაც იყვნენ აქამდის“, – იუწყებოდა „დროება“ 1882 წლის მიწურულს.

[როგორც შემდგომში გაირკვა, „ზოგიერთი მუხლების შესაცვლელად“ წესდება მთავრობას უკან დაუბრუნებია…]

ყველაფრისდა მიუხედავად, ქართული პრესის მესვეურები იმედს გამოთქვამდნენ, რომ მომდევნო წლებში ეს საზოგადოება აუცილებლად შედგებოდა და ამ საქმის ინიციატორები „კეთილ ბოლოს მისცემდნენ თავიანთ მეცადინეობას“, თუმცა, არათუ XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, ამ ამბებიდან ორი საუკუნის შემდეგაც კი დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა, ახლა უკვე თბილისში, კვლავაც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება…

 

Previous Post

A Brand New Concept – A Home Away from Home

Next Post

თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „გროსვატმა“ საქართველოში უკვე მზის სამი ელექტროსადგური გამართა

იზა გვარამაძე

Next Post
თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „გროსვატმა“ საქართველოში უკვე მზის სამი ელექტროსადგური გამართა

თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „გროსვატმა“ საქართველოში უკვე მზის სამი ელექტროსადგური გამართა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result