Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

LiveSupport – ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
LiveSupport – ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ
0
SHARES
0
VIEWS

თანამედროვე მსოფლიოში რთულად თუ მოიძებნება ბიზნესი ან საქმიანობის სფერო, რომლის მიდგომები და სამუშაო ყოველდღიურობა გაციფრულებული არ არის. რასაკვირველია, ანალოგიური ძვრები ხდება ადგილობრივ ბაზარზეც, სადაც ყოველდღე ვიგებთ ახალი, ქართული ბრენდის დაარსების, ან უკვე არსებული კომპანიის სერვისების გაციფრულების შესახებ. დიგიტალიზაციის ტენდენციამ განსაკუთრებულად ინტენსიური სახე პოსტ-პანდემიურ პერიოდში მიიღო, როდესაც აღმასრულებელმა მენეჯერებმა საქმის კეთების ძველებური მიდგომები გადააფასეს და სამყაროს მიერ შეთავაზებული ახლებური პრიზმიდან შეხედეს წლობით ნაშენები ბრენდების განვითარების შემდგომ ეტაპს. ტექნოლოგიური ევოლუციის ამ ტურბულენტურ კონტექსტში კი, ცხადია, კრიტიკული მნიშვნელობის გახდა კომპანიების სრული პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფა. ზოგს ამის მისაღწევად შიდა კადრი აჰყავს, ზოგი კი გარე კომპანიას მიმართავს დახმარებისთვის. თუმცა ყველა თანხმდება, რომ დღესდღეობით, გამართულად აწყობილი IT სისტემა პირდაპირპროპორციულია ბრენდის თუ პროდუქტის გრძელვადიან წარმატებასთან.

საქართველოში მრავალი კომპანიაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორს IT მომსახურებას სთავაზობს. ამ ჩამონათვალში კი ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი LiveSupport-ს უკავია, რომელიც მრავალფეროვანი სერვისებით და ბიზნესთან ინდივიდუალური მიდგომებით ტექნოლოგიების სფეროში ახალ სიტყვას ამბობს. სამუშაო პროცესების გასამარტივებლად, კომპანია კლიენტებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. IT აუდიტი და კონსალტინგი, სერვერების გამართვა, ქსელის მოწყობა და ოპტიმიზაცია, IT პროცესების ადმინისტრირება – ეს LiveSupport-ის სერვისების მცირე ჩამონათვალია, რომელიც დამკვეთის მიზნებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე იზრდება ან იცვლება. ინდივიდუალური ქეისიდან გამომდინარე, შეიძლება საჭირო გახდეს სპეციფიკური, კონკრეტულ პრობლემაზე მორგებული სერვისის შემუშავებაც, რისი წარმატებული გამოცდილებებიც კომპანიას უკვე მრავლად აქვს დაგროვებული. აღსანიშნავია, რომ  LiveSupport-ის პორტფოლიო უკვე 50-ზე მეტ კმაყოფილ კლიენტს ითვლის – მომსახურებით სარგებლობენ განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები, იქნება ეს საკონსულტაციო ფირმა, ტანისამოსის მაღაზია, სპორტ დარბაზი, აუდიტორული კომპანია, ქოლ-ცენტრი თუ სხვა.

“ჩვენი მისიაა, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორის წარმომადგენელ ადგილობრივ კომპანიებს დავეხმაროთ წარმატების აქსელერაციაში და მივცეთ ყველა საჭირო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ არ ჩამორჩნენ თანამედროვე სამყაროს განვითარებას. სწორედ ამაზე მეტყველებს ბრენდის სლოგანიც – “ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ“. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან მუდმივი საქმიანი ურთიერთობა და მრავალფეროვანი ამოცანების გადაჭრა საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურად ახლებურ გამოწვევებს შევეჭიდოთ და ზუსტად ვიცოდეთ, რა ვექტორისკენ იღებს გეზს ჩვენი სფერო ახლო თუ შორეულ მომავალში. ამ გამოცდილების პარტნიორებისთვის გაზიარება და მათი ყოველდღიურობის პრაქტიკაში დანერგვა კი ჩვენი კომპანიის წარმატების უმთავრესი ფაქტორია. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში 25 წელიწადზე მეტია ვმუშაობ და მითანამშრომლია როგორც ადგილობრივ, ისე – მოწინავე საერთაშორისო კომპანიებთან, რამაც შეუფასებელი, უნიკალური ცოდნა და გამოცდილება მომცა. მიხარია, რომ ახლა ამ ყველაფრის გაზიარება სხვა ბიზნესებისთვისაც შემიძლია” – გიორგი ჯახველაძე, LiveSupport-ის დამფუძნებელი.

კომპანიაში, გიორგისთან ერთად, კიდევ 10 ინჟინერი მუშაობს, რომლებიც ერთობლივი ძალებით დინამიკურ და სწრაფად განვითარებად გუნდს ქმნიან. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეული 2000-იანი წლებიდან ეუფლებიან პროფესიას და ფეხდაფეხ მოჰყვებიან ყველა იმ ახალ ტენდენციას თუ მოთხოვნას, რასაც ბაზარი ქმნის.

“LiveSupport-ის დაარსების დღიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციური კლიენტებისთვის ხარისხის სრული გარანტიის მიცემა იყო. ვფიქრობ, ნებისმიერი ღირებულება ფასს კარგავს, თუ შენი კლიენტი იმ სტანდარტს ვერ მიიღებს, რისი მოლოდინიც შეუქმენი. ამის მისაღწევად დამჭირდა ბაზარზე საუკეთესო პროფესიონალები მომეძიებინა და დამერწმუნებინა, რომ LiveSupport-ი ჩემთან ერთად შეექმნათ და განევითარებინათ. ეს არც თუ ისე მარტივი პროცესი იყო, თუმცა ნამდვილად ღირდა – ახლა მყავს მართლაც საოცნებო გუნდი, რომელიც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის, სფეროსადმი მუდმივი ცნობისმოყვარეობით და ერთმანეთისადმი პატივისცემით გამოირჩევა.” – გიორგი ჯახველაძე LiveSupport-ის კორპორაციულ კულტურაზე საუბრობს.

კომპანიის ერთ-ერთ უმთავრესი უპირატესობა არის მისი მიდგომა კლიენტის სპეციფიკური პრობლემისადმი. ყველა ბიზნესს აქვს კონკრეტული მიზანი და გამოწვევები და LiveSupport-იც სწორედ ამ მოცემულობებს ერგება. ყველა ბრენდი უნიკალურია და, შესაბამისად, თითოეული მათგანი ცალკეულ ანალიზს მოითხოვს.

“ჩემთვის უპირველესი პრიორიტეტი კლიენტის სამუშაო რეალობის სრულფასოვნად შესწავლას და შეფასებას ენიჭება. ვფიქრობ, ამა თუ იმ გამოწვევის გადაჭრის იდეალური გზები ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დასვამ სწორ კითხვებს და პასუხებსაც გულდასმით მოუსმენ. ასე ახერხებს გუნდი, რომ სიღრმისეულად ჩასწვდეს პრობლემის არსს და შექმნას ისეთი სერვისები თუ გადაწყვეტილებები, რომლებიც დამკვეთის მოთხოვნას 100%-ით დააკმაყოფილებს. ხუთ წელზე მეტია, რაც  LiveSupport-ში ამ პრინციპით ვაკეთებთ საქმეს და ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით ინდივიდუალური მიდგომის უპირატესობაში” – იაგო შიოლაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი.

LiveSupport-ი მრავალფეროვან IT სერვისებთან ერთად, კომპანიებს ისეთ გადაწყვეტილებებსაც სთავაზობს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შიდა საორგანიზაციო სტრუქტურის მოსაწესრიგებლად და მის შესანარჩუნებლად. მაგალითად, თუ კომპანიაში გსურთ თანამშრომელთა აღრიცხვის მოქნილი სისტემა გქონდეთ, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზაციაში დაგეხმარებათ, LiveSupport-ი ამ მიმართულებითაც გაგიწევთ მომსახურებას. ასევე, საქართველოს რეალობაში ერთ-ერთი დიდი პრობლემაა რიგები სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს. LiveSupport-ი კლინიკებს, ბანკებს, სახელმწიფო დაწესებულებებს სთავაზობს რიგის მართვის სისტემას, რომელიც არეგულირებს ადამიანების ნაკადს და ასევე იძლევა უტყუარ სტატისტიკურ რეპორტინგს სამუშაო პროცესების შესახებ. ამ და სხვა გადაწყვეტილებების აღმოჩენას, უფრო დეტალურად, საიტზე შეძლებთ.

როგორც გიორგი ჯახველაძე აღნიშნავს, “IT მომსახურების აუთსორსინგზე გატანა, შიდა კადრის აყვანასთან შედარებით, 60%-ით ამცირებს კომპანიის ხარჯებს.” ბუნებრივია, ერთ ადამიანს ფიზიკურად ვერ ექნება იმხელა კომპეტენცია, როგორც რამდენიმე პროფესიონალს. LiveSupport-ი აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, რაც სრულყოფილი და ხარისხიანი სერვისის გარანტია. ამასთან, LiveSupport-ი თავის პარტნიორებს სთავაზობს 24-საათიან მომსახურებას კვირის ყველა დღეს, რაც ერთ-ერთი უპირატესი კომფორტია. ისეთ კომპლექსურ სისტემებში, რომლებსაც ინფორმაციული ტექნოლოგიები აერთიანებს, არასდროს იცი როდის დაგჭირდება სასწრაფო დახმარება; პრობლემის მყისიერი აღმოფხვრა კი შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს. LiveSupport-ში ინციდენტების 90% დისტანციურად 10 წუთის განმავლობაში გვარდება, ხოლო ადგილზე მისვლის დრო მაქსიმუმ 2 საათით განისაზღვრება.

LiveSupport-ი 2023 წელს საინტერესო გამოწვევებისთვის მზად არის. მთავარი მიზანი ისეთი სფეროს წარმომადგენლებთან ურთიერთობაა, საიდანაც LiveSupport-ის გუნდი ახალი ცოდნის წამოღებას შეძლებს, რათა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნოს მომსახურების სპექტრი. თუ ხართ კომპანიის დამაარსებელი ან აღმასრულებელი მენეჯერი და ეძებთ სრულფასოვან IT მომსახურებას, LiveSupport-თან დაკავშირება მარტივად შეგიძლიათ. S

Previous Post

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით „მარცხის ისტორიების“ მორიგი ღონისძიება გაიმართა

Next Post

A Brand New Concept – A Home Away from Home

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
A Brand New Concept – A Home Away from Home

A Brand New Concept – A Home Away from Home

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Кому подойдет kraken даркнет рынок в 2026 году

July 3, 2026

Полезные советы по работе с kraken darknet market ссылка

July 3, 2026

Детальный разбор Kraken: актуальная ссылка и безопасный доступ

July 3, 2026

Надежный способ работы с официальным сайтом Кракен

July 3, 2026

Recent News

Кому подойдет kraken даркнет рынок в 2026 году

July 3, 2026

Полезные советы по работе с kraken darknet market ссылка

July 3, 2026

Детальный разбор Kraken: актуальная ссылка и безопасный доступ

July 3, 2026

Надежный способ работы с официальным сайтом Кракен

July 3, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result