Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home მოსაზრება ეკონომიკა

რა მდგომარეობაშია რუსეთის ეკონომიკა ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე?

by Davit Tsiramua
March 22, 2023
in ეკონომიკა, ეკონომიკა, მოსაზრება, მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
რა მდგომარეობაშია რუსეთის ეკონომიკა ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა Forbes Georgia-ს მარტის ნომერში.

რუსეთ­-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ წელი გავიდა და საინტერესოა, რა მდგომარეობაშია უხვად დასანქცირებული რუსეთის ეკონომიკა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამის შეფასება რთულია, რადგან ომის დაწყებიდან მალევე რუსეთმა ოფიციალური ეკონომიკური მონაცემების ნაწილის გამოქვეყნება შეწყვიტა, ხოლო რასაც აქვეყნებს, სანდო არ არის. თუმცა სტატისტიკის დამალვა და გაყალბება მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს – რეალურად უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე გამოქვეყნებულ მონაცემებში და რუსეთის მთავრობის საჯარო განცხადებებიდან ჩანს. ეკონომიკაში არსებული პრობლემების დამალვა რუსეთის საინფორმაციო ომის ნაწილია. მან თავისი მოსახლეობა და, კიდევ უფრო მეტად, დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა უნდა დაარწმუნოს, რომ სანქციებმა ვერაფერი დააკლო. ამ გზით სანქციებისადმი ნიჰილიზმი უნდა დაინერგოს, თითქოს მაინც არ მუშაობს, რუსეთი ვერ დააზიანეს და დასავლეთის ქვეყნებმა მხოლოდ თავისი თავი დაიზიანეს. ის, რომ სანქციები სანქციების ავტორებსაც აზიანებს, სიმართლეა, მაგრამ ევროპისა და ამერიკის მოსახლეობის დიდ ნაწილს ეს გააზრებულია აქვს და მზად არიან, უკრაინის დასახმარებლად გარკვეული ფასი გადაიხადონ.

ერთი რამ ფაქტია, ჯერჯერობით რუსეთის ეკონომიკა არ „დანგრეულა“ და ამისთვის მასზე მეტი ზეწოლა და მოქმედი სანქციების გაგრძელებაა საჭირო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთს სამი გარემოება დაეხმარა: 1. სანქციები დაუწესეს მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებმა, ხოლო დანარჩენმა სამყარომ, რომლის ჯამური ეკონომიკა 40 ტრილიონ დოლარამდეა, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა ან გაზარდა კიდეც; 2. რუსეთს ჰქონდა დაბალი სახელმწიფო ვალი (მშპ-ის მიმართ 17%) და სახელმწიფო ბიუჯეტის დადებითი სალდო (მშპ-ის მიმართ 1%); 3. ომის დაწყებიდან პირველ თვეებში ომმა და რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ნავთობის, გაზისა და სხვა ბუნებრივი რესურსების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც, სავალუტო ფონდის მონაცემებით, რუსეთის ბიუჯეტის შემოსავალი 2021 წელთან შედარებით 1.5 მილიარდი რუბლით გაზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით

რუსეთის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 2.1%-ით შემცირდა. გასული წლის აპრილში სავალუტო ფონდი რუსეთის ეკონომიკის 8.5%-ით კლებას პროგნოზირებდა, ოქტომბერში პროგნოზი -3.4%-მდე შეამცირა. რუსეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ რიცხვს ბოლომდე არ უნდა ვენდოთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მაინც კლება დაწერეს. მათივე ინფორმაციით, 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთის ეკონომიკა 3.5%-ით გაიზარდა, ხოლო მე-2 და მე-3 კვარტალებში (აპრილი-სექტემბერი) 4%-ით შემცირდა. მე-4 კვარტალის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. დარგების მიხედვით თუ ვნახავთ,

2022 წელს რუსეთში ყველაზე მეტად ავტომობილების წარმოება (45%-ით) და ვაჭრობა (13%-ით) შემცირდა. 2022 წელს რუსეთში ინფლაციამ 12% შეადგინა. განსაკუთრებით ავტომობილები და ტექნიკა გაძვირდა.

ომის დაწყებიდან მალევე რუსული რუბლის კურსი დოლარის მიმართ 78-დან 130-მდე გაიზარდა, მაგრამ ამის შემდეგ რუბლის კურსი რუსული ომის მანქანის საინფორმაციო იარაღი გახდა. რადგან რუბლის კურსის ვარდნა ეკონომიკაში არსებულ ღრმა პრობლემებზე მიანიშნებდა, რუსეთის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა მის გასამყარებლად. შეიზღუდა ანგარიშებიდან 10,000 დოლარზე მეტი უცხოური ვალუტის გამოტანა, ასევე ქვეყნიდან გადარიცხვა ან გატანა. ცენტრალური ბანკი ერეოდა სავალუტო ბაზრის ოპერაციებში. საბოლოოდ, რუბლის კურსი გამყარდა და 2022 წლის მარტ-დეკემბრის პერიოდში 55-დან 65-მდე შუალედში მერყეობდა. თუმცა ნავთობზე დაწესებული ახალი სანქციების გამო 2023 წლის თებერვალში კურსი 75-ზე ავიდა. გარდა იმისა, რომ რუსეთის მთავრობა რუბლს ხელოვნურად ამყარებდა, გამყარებაში თავისი წვლილი რუსეთში პროდუქციის იმპორტის კლებამ და გაძვირებულმა ნავთობმაც შეიტანა. სანქციებისა და ცნობილი ბრენდების გასვლის გამო შემცირებულმა იმპორტმა ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გასვლა შეამცირა. რუსეთის მიმდინარე ანგარიშის სალდო (რუსეთის საზღვარგარეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ბალანსი) 122 მილიარდი დოლარიდან 259 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს რუსეთში უმუშევრობა არ გაზრდილა, სამუშაო ძალის 4% იყო უმუშევარი.

სავარაუდო რეალობა

ჟურნალ Foreign Affairs-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთში უმუშევრობა 10%-მდე გაიზარდა, სამსახური დაკარგა დაახლოებით 5 მლნ-მა ადამიანმა, მაგრამ ეს ადამიანები ოფიციალურად უხელფასო შვებულებებში გაუშვეს და ამიტომ უმუშევრობის ოფიციალურ სტატისტიკას არ შეემატნენ. ასეთი მაღალი უმუშევრობა რუსეთში 1990-იანი წლების შემდეგ აღარ ყოფილა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ომის და ომში გაწვევის გამო რუსეთი მილიონამდე შრომისუნარიანმა ადამიანმა დატოვა.

ეკონომიკის კლება შესაძლოა არ არის 2.1%-ზე ბევრად მაღალი, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაიზარდა ომთან დაკავშირებული ინდუსტრიები, მაგალითად, იარაღის წარმოება, რაც მშპ-ს ზრდის, მაგრამ მოსახლეობის კეთილდღეობას – არა. სამხედრო იარაღი და ჭურვები ომში ნადგურდება.

სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, 2022 წელს რუსეთის მოსახლეობის 35%-მა სურსათზე დანახარჯი შეამცირა. თან ეს იმ ფონზე, როცა ფასები სულ მცირე 12%-ით გაიზარდა.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროსგან ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის იანვარში რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 25 მილიარდი დოლარი შეადგინა, როცა 2022 წლის იანვარში დეფიციტი 2 მილიარდ დოლარამდე იყო. ასეთი მაღალი დეფიციტი განაპირობა იმან, რომ 2022 წლის იანვართან შედარებით ბიუჯეტის შემოსავლები 35%-ით შემცირდა. ცალკე აღებული ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 46%-ით შემცირდა. ამ დროს იანვარში ბიუჯეტის ხარჯი 59%-ით გაიზარდა. 2023 წელს რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 42 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს, ასე არის დაგეგმილი, თუმცა ეს უკვე არარეალურია, რადგან მხოლოდ იანვარში ბიუჯეტს 25 მილიარდი დააკლდა.

უპერსპექტივობა

ერთი წლის წინ, ომის დასაწყისში, რუსეთის ეკონომიკას რა საყრდენებიც ჰქონდა, თანდათან გამოეცალა. სახელმწიფოს ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა და ვალმა ზრდა დაიწყო, ცენტრალური ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების ნახევარზე მეტი გაყინულია, ნავთობის მსოფლიო ფასი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, რუსეთის ნავთობზე ევროპამ ფასის ჭერი დააწესა – მაქსიმუმ 60 დოლარი ბარელზე, ევროპის ქვეყნების ნაწილმა საერთოდ აკრძალა რუსული ნავთობის შესყიდვა, რუსული გაზის 80% ევროპაში იყიდებოდა, რაც მნიშვნელოვნად შემცირდა და წლის ბოლომდე შესაძლოა, განულდეს, რუბლის კურსს ვეღარ ამყარებენ, 2021 წელს რუსულ ბანკებს რეკორდული – 35 მილიარდი დოლარის მოგება ჰქონდათ, ახლა კი ზარალში არიან. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რუსეთი მაღალი კვალიფიკაციის ადამიანებმა დატოვეს, განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებმა. ყველაზე მეტი უზბეკეთში წავიდა, რის შედეგადაც გასულ წელს უზბეკეთში ტექნოლოგიების პარკების შემოსავალი 223%-ით გაიზარდა. სავარაუდოდ, მდიდარი რუსების 30% არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გადავიდა საცხოვრებლად.

გასაკვირი არ არის, რომ რუსეთს სანქციები თანდათან დაეტყო. თავდაპირველ მზაობასთან ერთად, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სანქციები მთელი წლის განმავლობაში წესდებოდა. მაგალითად, ევროკავშირმა სანქციების მე-10 პაკეტი მარტში მიიღო, რომელიც 10 მილიარდი დოლარის რუსულ ექსპორტს დაბლოკავს. პაკეტებს შორის საშუალო დრო 1 თვეზე მეტი იყო. იგივე ხდება აშშ-ის, იაპონიის, შვეიცარიის, ავსტრალიის და სხვა დასავლური ქვეყნებისგანაც – ისინი თანდათან ამკაცრებენ სანქციებს.

დასავლურ სანქციებს ორი მიზანი აქვს: ეკონომიკური პრობლემები რუსეთში და სამხედრო წარმოების შეფერხება. მეორე მიზნიდან გამომდინარე, დასავლეთის ქვეყნები თანდათან აფართოებენ იმ საქონლის ჩამონათვალს, რომლის რუსეთში შეტანა არ შეიძლება. აღმოჩნდა, რომ მაცივრებიდან და ტელევიზორებიდან ჩიპებს იღებენ და სამხედრო წარმოებაში იყენებენ. მომდევნო ეტაპი იმ ქვეყნებზე კონტროლისა და ზეწოლის გაძლიერება იქნება, საიდანაც რუსეთში სანქცირებული ტექნიკა შედის.

ხდება ის, რაც ვლადიმირ პუტინს ეგონა, არ მოხდებოდა – დასავლეთი და განსაკუთრებით ევროპა ეჩვევა რუსეთის ეკონომიკის (რუსული ბუნებრივი რესურსებისა და რუსეთის ბაზრის) გარეშე ცხოვრებას.

სანქციებისგან დამძიმებულმა ეკონომიკურმა და სოციალურმა სიტუაციამ უნდა მიახვედროს რუსეთის მოსახლეობა, რომ პუტინი არ სჭირდებათ, როგორც დასავლეთი მიხვდა, რომ რუსეთი არ სჭირდება. ეს არის ერთადერთი შანსი, რუსეთმა ეკონომიკურ კრიზისს თავი დააღწიოს და წინსვლას დაუბრუნდეს.

Previous Post

NOKIA-ს დაღმასვლის ისტორია | რატომ მოუწია ფინურ გიგანტს ტელეფონების ბაზრიდან გასვლა?

Next Post

Mambu სფეის ინთერნეიშენალთან წარმატებული თანამშრომლობის ქეისს აქვეყნებს

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Mambu სფეის ინთერნეიშენალთან წარმატებული თანამშრომლობის ქეისს აქვეყნებს

Mambu სფეის ინთერნეიშენალთან წარმატებული თანამშრომლობის ქეისს აქვეყნებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result