Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home ყველა სიახლე ბიზნესი

NOKIA-ს დაღმასვლის ისტორია | რატომ მოუწია ფინურ გიგანტს ტელეფონების ბაზრიდან გასვლა?

by გიორგი თოლორდავა
March 22, 2023
in ბიზნესი, კომუნიკაციები, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
NOKIA-ს დაღმასვლის ისტორია | რატომ მოუწია ფინურ გიგანტს ტელეფონების ბაზრიდან გასვლა?
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

Nokia ფინეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული კომპანიაა. 2000-იანი წლების დასაწყისში Nokia მობილური ტელეფონების გლობალური ბაზრის თითქმის 70%-ს აკონტროლებდა, მისი კაპიტალიზაცია კი 160 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4% იყო.

ზუსტად ხუთ წელში Nokia-მ მსოფლიოს მასშტაბით პირველობაც დაკარგა და მას მალევე მობილური ტელეფონების ბაზრიდან გასვლაც მოუწია. Nokia-ს დაღმასვლა თამამად შეიძლება ჩაითვალოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მოვლენად, რომელიც ბევრ საინტერესო გაკვეთილს გვასწავლის.

ტელეფონების ბაზარზე გამოჩენამდე Nokia სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში მოღვაწეობდა და ანტენების წარმოებით იყო დაკავებული. 90-იან წლებში პირველი მობილური ტელეფონების გამოჩენასთან ერთად, Nokia-მაც დაიწყო პორტაბელური მოწყობილობების წარმოება, 1996 წელს კი Nokia-მ ლეგენდარული მოწყობილობა Communicator 9000 გამოუშვა, რომელიც ისტორიაში პირველ სმარტფონად ითვლება. ინოვაციურობის გარდა, Nokia-ს სიმარტივე და გამძლეობაც გამოარჩევდა. 2000 წელს გამოშვებული Nokia 3310 დღემდე გამძლეობის ეტალონად მიიჩნევა. წლების განმავლობაში Nokia-ს არაერთი სახის დიზაინი და ფუნქცია გამოუცდია – კომპანია არასოდეს ერიდებოდა თამამ ექსპერიმენტებს, რადგან ბაზარზე არსებული დომინანტური მდგომარეობა მას ამის ფუფუნებას აძლევდა.

Nokia-ს დაღმასვლას რამდენიმე ობიექტური მიზეზი აქვს, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი უშუალოდ კომპანიის მენეჯმენტთანაა დაკავშირებული. 2005 წელს კომპანიამ მორიგი რესტრუქტურიზაცია განიცადა და Nokia-ს ხელმძღვანელობის მთავარ ამოცანად პროდუქციის მაქსიმალური გაიაფება განისაზღვრა, რადგან ინვესტორები ყველაზე დიდ საფრთხეს არა მომავალი ტექნოლოგიური რევოლუციისგან, არამედ იაფი კონკურენტებისგან ხედავდნენ. ეს Nokia-ს ხელმძღვანელობის ყველაზე დიდი, შეიძლება ითქვას, ფატალური შეცდომა იყო.

3G ინტერნეტ ტექნოლოგიის განვითარების ფონზე, Nokia პროგრესიდან რეგრესზე გადაერთო, რადგან მისი ხელმძღვანელები მიიჩნევდნენ, რომ მომხმარებელს ტელეფონისგან მეტი უკვე აღარაფერი სჭირდებოდა – შესაძლებლობების მაქსიმუმი უკვე მიღწეული იყო. ამ სტრატეგიის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი Nokia-ს საფირმო ოპერაციული სისტემა Symbian-ი იყო, რომელიც დღევანდელი სტანდარტებით არქაულ სისტემად ითვლება. Symbian-ის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ აღნიშნული სისტემა არ ითვალისწინებდა აპლიკაციების დაშენებას, დღეისათვის სმარტფონის გამოყენება, რომელსაც აპლიკაციები ვერ ექნება, უბრალოდ წარმოუდგენელია.

Nokia-ს აღსასრულის დასაწყისი 2007 წელი იყო, როდესაც Apple-ის დამფუძნებელმა, სტივ ჯობსმა მსოფლიოს პირველი iPhone წარუდგინა – სმარტფონი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ინდუსტრია. შედარებისთვის, 2007 წელს Nokia-ს ფლაგმანი N95 იყო, საკმაოდ მძლავრი ტელეფონი, რომელსაც მოძველებული ოპერაციული სისტემა და ტრადიციული კლავიატურა ჰქონდა.

Nokia-ს ბიუროკრატიული მენეჯმენტი ნელი აღმოჩნდა როგორც სენსორული ტექნოლოგიის, ასევე თანამედროვე ფუნქციური შესაძლებლობების დანერგვის მიმართულებით. 2007 წელს Apple-ის გარდა, ბაზარზე კიდევ ერთი ტექნოლოგიური გიგანტი Google-ი გამოჩნდა, რომელმაც მსოფლიოს პირველი Android მოწყობილობა წარუდგინა.

iOS-ითა და Android-ით აღჭურვილმა სმარტფონებმა მალევე მოიპოვეს პოპულარობა, Nokia-ს მენეჯმენტი კი ისევ ჯიუტად აგრძელებდა Symbian-ის მქონე ტელეფონების გამოშვებას. გარდა იმისა, რომ ეს სისტემა თავისი შესაძლებლობებით ექსტრემალურად შეზღუდული იყო, მას კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა ჰქონდა. Nokia-ს ყოველი ახალი მოდელისთვის Symbian-ის ახალი ვერსია უნდა შექმნილიყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ სისტემის განვითარებისთვის Nokia-ში რეალურად არავის ეცალა, ტელეფონები კი პრაქტიკულად არანაირი სახის განახლებას არ იღებდნენ. 2006 წლისათვის Nokia-ს 60-მდე Symbian-ის ვერსია ერთდროულად ჰქონდა ბაზარზე გაშვებული, რაც პროგრამული უზრუნველყოფისა და ბაგების გამოსწორების კუთხით დეველოპერებისთვის ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო.

2012 წლისთვის Nokia-ს ბაზრის წილი 70%-დან 5%-მდე შემცირდა, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 7 მილიარდ დოლარამდე დაეცა, რაც ვარდნის 95%-იანი მაჩვენებელია.

2013 წელს Nokia-ს მობილურების ბიზნესის გაყიდვა მოუწია, ეს მიმართულება კი Microsoft-მა გადაიბარა, რომელმაც შემდეგ უკვე Windows-ით აღჭურვილი Nokia-ს სმარტფონების გამოშვება დაიწყო, რაც აგრეთვე სანახაობრივი კრახით დასრულდა.

კომპანია Nokia საკუთარ წარმატებას ემსხვერპლა, რადგან კომპანიის თავდაჯერებულმა მენეჯმენტმა შეწყვიტა ინოვაციური აზროვნება და სიახლეებთან ადაპტირება. Nokia-ს ხელმძღვანელები მიიჩნევდნენ, რომ მომხმარებლებს ყოველთვის ღილაკებით აღჭურვილი, უცნაური დიზაინის მქონე ტელეფონები ენდომებოდათ. მათ უბრალოდ ვერ გათვალეს, რომ სმარტფონების ეპოქა სენსორულ ეკრანსა და აპლიკაციებზე იქნებოდა დაშენებული, მსგავს შეცდომებს კი თავისუფალი ბაზარი არავის არ ჰპატიობს, მათ შორის, არც ისეთ ტიტანებს, როგორიც Nokia იყო.

თვის დასაწყისში კომპანიამ ახალი ფუტურისტული ლოგო წარმოადგინა, რომელიც Nokia-ს ახალ ფილოსოფიას და სტრატეგიას გამოსახავს. ფინური გიგანტს აღარ სურს სმარტფონებთან ასოცირება, რადგან ის ახლა ბაზარზე სატელეკომუნიკაციო კომპანიის პროფილით პოზიციონირებს. ამ რებრენდინგით კი Nokia-ს დიდებული წარსულის და მტკივნეული დაცემის დავიწყება სურს.

Previous Post

ფინანსისტის აზარტი როგორც მოტივაცია — ვატო ბაბუნაშვილი

Next Post

რა მდგომარეობაშია რუსეთის ეკონომიკა ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე?

გიორგი თოლორდავა

Next Post
რა მდგომარეობაშია რუსეთის ეკონომიკა ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე?

რა მდგომარეობაშია რუსეთის ეკონომიკა ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result