Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნები – 2023 წლის რეიტინგი

by Salo Papalashvili
March 21, 2023
in მსოფლიო, რეგიონი, რეიტინგი, საქართველო, ყველა სიახლე
0
მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნები – 2023 წლის რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS

გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილების მიმღები ქსელმა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. ანგარიში 150-ზე მეტ ქვეყანაში მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობითაა შედგენილი და გასული სამი წლის ცხოვრების საშუალო შეფასების საფუძველზე იმ სახელმწიფოებს გამოავლენს, სადაც მოსახლეობის ბედნიერების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.

World Happiness Report-ის რეიტინგით, ზედიზედ უკვე მეექვსე წელია, რაც მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსს ფინეთი ინარჩუნებს. სკანდინავიური ქვეყანა მის მეზობელ სახელმწიფოებთან, დანიასთან, ისლანდიასთან, შვედეთთან და ნორვეგიასთან ერთად, სწორედ იმ ინდიკატორებს წარმოადგენს, რომელთა საფუძველზეც გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილების მიმღები ქსელი ბედნიერი ქვეყნების რეიტინგს ადგენს. მათ შორისაა: ცხოვრების ხანგრძლივობა, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციის დაბალი მაჩვენებელი, მოსახლეობის ერთმანეთზე ზრუნვისა და გადაწყვეტილების მიღების თავისუფლების მაჩვენებელი.

მსოფლიო ბედნიერების შესახებ გაეროს ბოლო მოხსენება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. პანდემიამდელ დონესთან შედარებით, კეთილგანწყობის მაჩვენებელი დაახლოებით 25%-ითაა გაზრდილი. World Happiness Report-ის ერთ-ერთ ავტორ ჯონ ჰელიველის განცხადებით, სხვების მიმართ კეთილგანწყობა, განსაკუთრებით კი უცხო ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენა მკვეთრად გაიზარდა 2021 წელს და 2022 წელსაც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა.

რაც შეეხება გაეროს ანგარიშში წარმოდგენილ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია ისრაელის დაწინაურება, რომელმაც გასული წლის მეცხრე პოზიციიდან, წლევანდელ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. ისრაელისა და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა კი ათეულში შევხვდებით ნიდერლანდებს, შვეიცარიას, ლუქსემბურგსა და ახალ ზელანდიას.

ბედნიერი ქვეყნების სიის დასასრულს,  137-ე პოზიციით, ავღანეთია წარმოდგენილი, რომელსაც მხოლოდ ერთი რანგით უსწრებს ლიბანი. აღნიშნულ ქვეყნებში ცხოვრების საშუალო შეფასება ხუთი პუნქტით უფრო დაბალია (0-დან 10-მდე სკალაზე) ვიდრე რეიტინგის წამყვან ათ ყველაზე ბედნიერ ქვეყანაში.

რეიტინგის ყველაზე საინტერესო ფიგურებს კი, გასული წლის თებერვალში დაწყებული ომიდან გამომდინარე, რუსეთი და უკრაინა წარმოადგენენ. რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინაში კეთილდღეობის მაჩვენებელზე გავლენა მართლაც იქონია, თუმცა, ანგარიშის მტკიცებით, „მიუხედავად უკრაინისთვის მიყენებული ზიანის სიდიდისა, 2022 წლის სექტემბერში, ცხოვრების შეფასება უფრო მაღალი იყო, ვიდრე 2014 წლის ანექსიის შემდგომ. აღნიშნული მაჩვენებელი საერთო მიზნისადმი რწმენით, კეთილგანწყობითა და უკრაინის ხელმძღვანელობისადმი ნდობითაა განპირობებული“.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, მთავრობისადმი ნდობა გაზრდილია ორივე ქვეყანაში, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში, თუმცა ამ უკანასკნელში ნდობა გაცილებით მაღალია. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთში მცხოვრები უკრაინელების მხარდაჭერა ხელისუფლების მიმართ ნულამდეა შემცირებული. გაეროს რეიტინგში, რუსეთი 70-ე,  უკრაინა კი 92-ე პოზიციებს იკავებს.

ხოლო რაც შეეხება საქართველოს, გაეროს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში, ცხოვრების საშუალო შეფასების 5.1-ქულიანი მაჩვენებლით, ქვეყანა 90-ე პოზიციაზეა. საქართველოს რეიტინგში 79-ე ადგილით უსწრებს მეზობელი სომხეთი, ხოლო თურქეთი 106-ე პოზიციითაა წარმოდგენილი.

წარმოგიდგენთ ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ოცეულს:

  1. ფინეთი – 7.8 ქულა
  2. დანია – 7.59 ქულა
  3. ისლანდია – 7.53 ქულა
  4. ისრაელი – 7.47 ქულა
  5. ნიდერლანდები – 7.4 ქულა
  6. შვედეთი – 7.39 ქულა
  7. ნორვეგია – 7.31 ქულა
  8. შვეიცარია – 7.24 ქულა
  9. ლუქსემბურგი – 7.23 ქულა
  10. ახალი ზელანდია – 7.12 ქულა
  11. ავსტრია – 7.097 ქულა
  12. ავსტრალია – 7.095 ქულა
  13. კანადა – 6.96 ქულა
  14. ირლანდია – 6.91 ქულა
  15. ამერიკის შეერთებული შტატები – 6.894 ქულა
  16. გერმანია – 6.892 ქულა
  17. ბელგია – 6.859 ქულა
  18. ჩეხეთის რესპუბლიკა – 6.85 ქულა
  19. გაერთიანებული სამეფო – 6.8 ქულა
  20. ლიეტუვა – 6.76 ქულა
Previous Post

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის დახმარებით, 80 მილიონი ლარის საჯარო ობლიგაციები განათავსა

Next Post

„გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

Salo Papalashvili

Next Post
„გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

„გაორმაგებული გზავნილები“- საქართველოს ბანკმა საერთაშორისო ფულად გზავნილებზე აქცია დაიწყო

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result