Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რომელ ქვეყნებშია შეზღუდული TikTok-ის გამოყენება?

by Salo Papalashvili
March 20, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, პოლიტიკა, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
რომელ ქვეყნებშია შეზღუდული TikTok-ის გამოყენება?
0
SHARES
0
VIEWS

უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ჩინური სოციალური ქსელ TikTok-ის აკრძალვა ბევრი დასავლური ქვეყნის დღის წესრიგში დადგა. ერთ-ერთი უკანასკნელი, რომელმაც სამთავრობო მოწყობილობებში TikTok-ი დაბლოკა, გაერთიანებული სამეფოა, რომელმაც გადაწყვეტილების მიღებამდე კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ცენტრს პოპულარული ვიდეოპლატფორმის შესწავლის მოთხოვნით მიმართა.

მიუხედავად ByteDance-ის მიერ დაფუძნებული სოციალური ქსელის პოპულარობისა, რომელსაც დღეს გლობალურად მილიარდობით მომხმარებელიც ჰყავს, პლატფორმა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული შესწავლის ობიექტად იქცა. სახელმწიფოები შიშობენ, რომ TikTok-ის საშუალებით შესაძლოა, პეკინმა მომხმარებელთა მონაცემებზე ინფორმაციის მიღება შეძლოს. ბრიტანელი პოლიტიკოსის, ოლივერ დოუდენდის განცხადებით, TikTok-ით სარგებლობა სამთავრობო მოწყობილობებში მას შემდეგ აიკრძალა, რაც აპლიკაციის მიერ მონაცემებისა და ინფორმაციის გამოყენების „შესაძლო“ რისკი დადასტურდა. დოუდენდმა TikTok-ის აკრძალვას, კარგი „კიბერჰიგიენაც“ უწოდა.

გაერთიანებული სამეფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა TikTok-ის სპიკერმა, რომლის თქმითაც, კომპანიაში „იმედგაცრუებულნი“ არიან უსაფრთხოების საკითხის გარშემო დაწყებული დებატებით. „სხვა ქვეყნების მიერ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება ეფუძნებოდა უადგილო შიშებს და განპირობებული იყო გეოპოლიტიკური სიტუაციითაც, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მთავრობასთან ნებისმიერი შეშფოთების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ სოციალური ქსელის ევროპელი მომხმარებლების დასაცავად უკვე დაწყებულია ყოვლისმომცველი გეგმის განხორციელება, რომელიც მათი მონაცემების კომპანიის ევროპულ მონაცემთა ცენტრებში შენახვასა და მონაცემებზე წვდომის გამკაცრებას ითვალისწინებს.

გაერთიანებული სამეფოს გარდა, სამთავრობო მოწყობილობებში ჩინური სოციალური ქსელის გამოყენება უკვე შეიზღუდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში. თეთრმა სახლმა მის ყველა ფედერალურ სააგენტოს 30 დღის ვადა მისცა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ყველა მოწყობილობიდან TikTok-ის სრულად ამოსაღებად.

აშშ-ის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისმა გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა იმ რისკებთან მიმართებით, რაც შესაძლოა, აპლიკაციის სამთავრობო მონაცემებზე წვდომამ გამოიწვიოს. TikTok-თან დაკავშირებული შეზღუდვები უკვე მოქმედებს აშშ-ის თავდაცვის, შიდა უსაფრთხოებისა და სახელმწიფო დეპარტამენტებში, დანარჩენ ფედერალურ სააგენტოებში კი უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

უფრო მეტიც, ამერიკის შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ნაწილი ჩინური სოციალური გიგანტის ქვეყნის მასშტაბით დაბლოკვის ინიციატივითაც გამოვიდა. ორპარტიული კანონპროექტი ჩინეთის ან სხვა მტრულად განწყობილი სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მყოფი ნებისმიერ მედიაკომპანიის დაბლოკვას ითვალისწინებს. TikTok-მა კანონმდებლობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, ჩინეთის მთავრობისთვის მონაცემების გაზიარების ბრალდება კი უარყო.

აშშ-ის მსგავსად სამთავრობო მოწყობილობებიდან აპლიკაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო კანადამაც. აპლიკაციის გამოყენება უკვე აიკრძალა ეროვნული და ადგილობრივი დეპარტამენტების მასშტაბით, რომელთა შეფასებითაც TikTok-ი „მიუღებელ რისკს” წარმოადგენს.

უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, საკუთარ მობილურ ტელეფონებზე ჩინური სოციალური ქსელის, TikTok-ის გამოყენება აეკრძალათ ევროპარლამენტის თანამშრომლებსაც. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, აკრძალვა სხვა კერძო მოწყობილობებსაც შეეხებათ, რომელთაც წვდომა პარლამენტის ელექტრონულ ფოსტასა და სხვა ქსელებზე აქვთ.

ევროკომისიის სპიკერმა გადაწყვეტილების მოტივად „კიბერუსაფრთხოების გაზრდა“ დაასახელა, თუმცა კონკრეტულ ინციდენტებსა და შემჩნეულ საფრთხეებზე არ უსაუბრია. თავად TikTok-მა კი ევროკომისიის გადაწყვეტილებას „მცდარი და ფუნდამენტურად მცდარ შეხედულებებზე დაფუძნებული“ უწოდა.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, TikTok-ის გამოყენება სამთავრობო მოწყობილობებიდან აკრძალეს ბელგიასა და ნიდერლანდებშიც. „ჯაშუშობის რისკის“ გამო, დეპუტატებსა და მთლიანად მომსახურე პერსონალს, TikTok-ის საკუთარი მობილური ტელეფონებიდან წაშლა დანიის პარლამენტმაც მოსთხოვა.

კონფიდენციალურობის შესახებ არსებული შეშფოთების შემსუბუქების მიზნით, მომხმარებელთა მონაცემების შესანახად, კომპანიამ სამი ევროპული მონაცემთა ცენტრის გახსნა დააანონსა. ამავდროულად კი, მონაცემებზე თანამშრომელთა წვდომის გარდა, მონაცემების ევროპის გარეთ გადინებაც მნიშვნელოვნად შეიზღუდება. ცნობისთვის, აპლიკაციის მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს შორისაა მომხმარებელთა IP-მისამართი, აპლიკაციები, რომლებიც მობილურ ტელეფონში ინახება, ასევე თავად მომხმარებლის მიერ ნებართვის შემთხვევაში, მისი კონტაქტებიც და ადგილმდებარეობა.

ჩინური სოციალური ქსელის სრულად დაბლოკვის პრეცედენტი კი უკვე არსებობს. TikTok-ი ერთ-ერთია ჩინეთის საკუთრებაში არსებული აპლიკაციების ნაკრებიდან, რომლის ჩამოტვირთვაც 2020 წლის შემდეგ ინდოეთში აკრძალულია. ქვეყნის მოსახლეობას ეკრძალება WeChat-ის გამოყენებაც. დასავლეთის ქვეყნების მსგავსად, ინდოეთში გადაწყვეტილებას უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის საკითხებით ხსნიან.

სამთავრობო მოწყობილობებში TikTok-ი აკრძალა ტაივანმაც. ტაივანის განცხადებით, აპლიკაცია ჩინეთის მთავრობამ შესაძლოა მათი ქვეყნის წინააღმდეგ „შემეცნებითი ომისთვის“ გამოიყენოს. ტაივანის სიფრთხილეს კუნძულზე ჩინეთის შეჭრის რისკებიც ამძაფრებს.

„ახალგაზრდა თაობის შეცდომაში შეყვანის“ მოტივით, ჩინური სოციალური ქსელი TikTok-ი გასულ წელს თალიბანმაც აკრძალა. 2021 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, თალიბანმა გოგონების განათლების მიმართულებით რიგი მკაცრი შეზღუდვები დააწესა. ავღანეთის ამჟამინდელი მმართველების განცხადებით, აპლიკაცია მომხმარებელს „ისლამური კანონებისთვის“ შეუსაბამო კონტენტს სთავაზობს.

Previous Post

უწყვეტი განვითარების 5 წელი – კავკასიის მედიცინის ცენტრი

Next Post

 „High Net Worth Individuals“ Entitled to Obtain Georgia’s Tax Residency Certificate Without Spending 183 Days Here

Salo Papalashvili

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result