Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

2022 წელს BP-მ რეკორდული მოგება მიიღო

by იზა გვარამაძე
February 8, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
2022 წელს BP-მ რეკორდული მოგება მიიღო
0
SHARES
0
VIEWS

ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია BP გასულ 2022 წელს რეკორდულ მოგებაზე გავიდა. საერთო ჯამში, კომპანიამ 27.7 მილიარდი დოლარის მოგების მიღება შეძლო, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელზე და მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზს.

გასული წელი რეკორდული მოგებით დაასრულეს ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილმა სხვა მსხვილმა კომპანიებმაც, მაგალითად: ExxonMobil-მა $56 მილიარდის მოგება მიიღო; Chevron-მა წელი $35-მილიარდიანი მოგებით დაასრულა; ბრიტანულმა გიგანტმა, Shell-მა $40 მილიარდის მოგების გენერირება შეძლო.

დამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგების გარდა, Shell-ის ხელმძღვანელობა მომდევნო წლის განმავლობაში 2.7 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვას გეგმავს. კომპანიის მიერ საფონდო ბირჟიდან აქციების გამოსყიდვის მიზანი აქციონერებისთვის დივიდენდური შემოსავლების 10%-ით გაზრდაა. ზოგადად, მსგავს სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ის პირდაპირ დადებითად აისახება მათი აქტივის ღირებულებაზე.

ზოგადი საფონდო ინდექსების დაღმასვლისა და რეცესიული რისკების განვითარების მიუხედავად, BP-ის წარმატება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მკვეთრი გაძვირებითაა განპირობებული, რამაც კომპანიის შემოსავლების ზრდა გამოიწვია.

ერთწლიან ჭრილში BP-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 10%-ითაა გაზრდილი და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 130 მილიარდ დოლარს აღწევს. 1909 წელს ლონდონში დაფუძნებული BP მსოფლიო მასშტაბით 60,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული კომპანიაა.

Previous Post

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

Next Post

38,390 ქულა კარიერაში – ლებრონ ჯეიმსმა რეკორდი დაამყარა

იზა გვარამაძე

Next Post
38,390 ქულა კარიერაში – ლებრონ ჯეიმსმა რეკორდი დაამყარა

38,390 ქულა კარიერაში - ლებრონ ჯეიმსმა რეკორდი დაამყარა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result