Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

წიაღისეული საწვავის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი

by Salo Papalashvili
February 7, 2023
in მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
წიაღისეული საწვავის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი
0
SHARES
0
VIEWS

წიაღისეული საწვავი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ენერგიის მთავარ წყაროდ მიიჩნეოდა და დღესაც, ყოველწლიურად, მსოფლიო მოიპოვებს და მოიხმარს ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის კოლოსალურ რაოდენობას. Visual Capitalist-მა წიაღისეული საწვავის წარმოების გლობალური რეიტინგის შესადგენად, BP-ის მსოფლიო ენერგეტიკის სტატისტიკური მიმოხილვის მონაცემები გამოიყენა.

2021 წელს მსოფლიოში დაახლოებით 8 მილიარდი ტონა ქვანახშირი, 4 მილიარდი ტონა ნავთობი და 4 ტრილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი აწარმოვეს. ქვანახშირის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად მიიღება და მთავარ როლს თამაშობს ფოლადის წარმოებაშიც. მსგავსად, ბუნებრივი აირი ელექტროენერგიისა და გათბობის უდიდესი წყაროა, ნავთობი კი ძირითადად სატრანსპორტო სექტორსა და ნავთობქიმიური წარმოებისთვის გამოიყენება.

2021 წელს მსოფლიოში ქვანახშირის წარმოების 50%, შესაბამისად 4 მილიარდ ტონაზე მეტი ჩინეთზე მოდის, რომელიც ამავდროულად ქვანახშირის უდიდესი მომხმარებელია (52%). მეორე ადგილს როგორც წარმოების, ასევე მოხმარების მხრივ ინდოეთი იკავებს, ინდონეზია კი მსოფლიოში ქვანახშირის უმსხვილესი ექსპორტიორია. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ქვანახშირის წარმოება 2011 წლის დონესთან შედარებით 2021 წელს 47%-ითაა შემცირებული, დაღმასვლა კი, სუფთა ენერგიაზე გადასვლასთან ერთად, სავარაუდოდ, სამომავლოდაც შენარჩუნდება.

2021 წელს ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საუდის არაბეთი ნედლი ნავთობის სამი უმსხვილესი მწარმოებელი გახლდათ. გლობალური წარმოების უდიდესი წილი, 35%, რაც 1.5 მილიარდ ტონა ნავთობს უდრის, OPEC-ის ქვეყნებზე, მათ შორის საუდის არაბეთზე მოდიოდა. 2010 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა აშშ-ის ნავთობის წარმოება და, 2021 წლის მონაცემებით, 711 მილიონი ტონა შეადგინა, როდესაც აშშ 2010 წელს მხოლოდ 333 მილიონ ტონა ნავთობს მოიპოვებდა.

მსოფლიომ 2021 წელს 4,036 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გამოიმუშავა, რაც შვიდი მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ეკვივალენტურია. ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის წარმოების 47% ტეხასსა და პენსილვანიაზე მოდის. აშშ-ის ელექტროენერგიისა და სამრეწველო სექტორები ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების დაახლოებით მესამედს შეადგენს.

ბუნებრივი აირის წარმოებით კი მეორე ადგილზე რუსეთია, რომელიც ამავდროულად 2021 წელს გაზის უმსხვილესი ექსპორტიორიც იყო. 2021 წლის განმავლობაში რუსეთმა ევროპასა და ჩინეთს მილსადენებით დაახლოებით 210 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. რუსეთის ბუნებრივი აირის დაახლოებით 80% არქტიკის რეგიონზე მოდის.

წიაღისეული საწვავის უმსხვილესი მწარმოებლების რეიტინგი ასე გამოიყურება:

2021 წელს ქვანახშირის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები:

  1. ჩინეთი – 4.1 მილიარდი ტონა – მთლიანი წარმოების 50%
  2. ინდოეთი – 811 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 10%
  3. ინდონეზია – 614 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 8%
  4. ამერიკის შეერთებული შტატები – 524 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 6%
  5. ავსტრალია – 478.6 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 6%
  6. რუსეთი – მილიონი ტონა – 433.7 მთლიანი წარმოების 5%
  7. სამხრეთი აფრიკა – 234.5 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 3%
  8. გერმანია – 126 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 2%
  9. ყაზახეთი – 115.7 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 1%
  10. პოლონეთი – 107.6 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 1%

2021 წელს ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები – 711.1 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 17%
  2. რუსეთი – 536.4 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 13%
  3. საუდის არაბეთი – 515 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 12%
  4. კანადა – 267.1 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 6%
  5. ერაყი – 200.8 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 5%
  6. ჩინეთი – 198.9 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 5%
  7. ირანი – 167.7 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 4%
  8. არაბთა გაერთიანებული საამიროები – 164.4 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 4%
  9. ბრაზილია – 156.8 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 4%
  10. ქუვეითი – 131.1 მილიონი ტონა – მთლიანი წარმოების 3%

2021 წელს ბუნებითი აირის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები – 934.2 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 23%
  2. რუსეთი – 701.7 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 17%
  3. ირანი – 256.7 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 6%
  4. ჩინეთი – 209.2 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 5%
  5. კატარი – 177.0 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 4%
  6. კანადა – 172.3 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 4%
  7. ავსტრალია – 147.2 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 4%
  8. საუდის არაბეთი – 117.3 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 3%
  9. ნორვეგია – 114.3 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 3%
  10. ალჟირი – 100.8 მილიონი კუბური მეტრი – მთლიანი წარმოების 2%
Previous Post

„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

Next Post

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5,000-ს გადააჭარბა

Salo Papalashvili

Next Post
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5,000-ს გადააჭარბა

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5,000-ს გადააჭარბა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result