Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

შრომის უსაფრთხოების ფილოსოფიური ქვა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფორბს-მოსაზრება
0
შრომის უსაფრთხოების ფილოსოფიური ქვა
0
SHARES
0
VIEWS

2017 წელს სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევის შედეგად 47 ადამიანი დაიღუპა.

2011-2017 წლების განმავლობაში სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რიცხვი 317-ს აღწევს.

ალბათ იკითხავთ, რა დროს ფილოსოფიაა, როდესაც ამ ციფრების უკან დიდი ადამიანური, ოჯახური ტრაგედიებია და ძალიან ძნელია სხვა რამეზე ფიქრი, სხვა რამეზე წერა, გარდა იმისა, რომ სასწრაფოდ “რაღაც” უნდა შეიცვალოს, რომ დაუშვებელია ასე გაგრძელდეს, რომ ეს სიკვდილის ქრონიკა ხელისუფლებისა და ბიზნესის სინდისზეა ერთობლივად თუ ცალ-ცალკე… განვრცობა ამ შეფასებებისა უსასრულოდ შეიძლება, ეს არაა ძნელი.

მთელი სირთულე ამ მძიმე ემოციურ ფონზე (საფუძვლიანად მძიმე და საფუძვლიანად ემოციურ ფონზე) იმაში მდგომარეობს, რომ ცდუნებას არ ავყვეთ და სწორედ ფილოსოფიური ქვის ძიება არ დავიწყოთ – არ დავიწყოთ ძიება იმ ერთადერთი “რაღაცის”, რაც ყველაფერს შეცვლის და თან სასწრაფოდ.

სამწუხაროდ, რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ასეთი ფილოსოფიური ქვის სახით საზოგადოების დიდმა ნაწილმა ე.წ. “შრომის ინსპექცია” იპოვა, ან დაეხმარნენ რომ ეპოვა. იმას, რომ შრომის ინსპექცია, ცალკე აღებული როგორც ასეთი, პანაცეა არაა, მარტივი სტატისტიკაც ადასტურებს: 2001 წელს, როდესაც შრომის ინსპექცია ჯერ კიდევ არსებობდა, სამუშაო ადგილებზე 199 ადამიანი დაიღუპა (ერთ წელიწადში!)

2017 წელს, როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, დაღუპულთა რაოდენობამ 47 შეადგინა; ეს განსხვავება კიდევ უფრო თვალში საცემი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2001 წელს ქვეყანაში დიდად არც არაფერი შენდებოდა და არც არაფერი იწარმოებოდა, განსხვავებით იმავე 2017 წლისაგან.

დასკვნა ერთმნიშვნელოვანია – არსებითი ფაქტორი უბედური შემთხვევების რიცხვის შემცირების მიზნებისათვის შრომის ინსპექცია არაა; ფატალური შემთხვევების კლება დიდწილად ტექნოლოგიური ცვლილებების, დასაქმებულების განათლებისა და ბიზნესის პასუხისმგებლობის ზრდის ხარჯზე მიიღწევა.

მთლიანობაში, შრომის უსაფრთხოება ესაა კომპლექსური სისტემა, რომელიც არაერთი კომპონენტისაგან შედგება და შრომის ინსპექცია ამ კომპონენტებს შორის მხოლოდ ერთ- ერთია; გამართული სისტემის ფუნქციონირებისათვის კი კრიტიკული მნიშვნელობა აქვს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებს, ტექნოლოგიებს, დასაქმებულების კვალიფიკაციას, ჯანდაცვის სისტემას, შრომის კულტურას და, რასაკვირველია, ბიზნესის ჩართულობას (გნებავთ პასუხისმგებლობას) ამ ყველაფერში. მხოლოდ ყველა კომპონენტის, უსაფრთხოების დაცვის სისტემის ყველა “ეშელონის” გამართული მუშაობის შეუძლია რისკებისა და ფატალური შემთხვევების შემცირება. სამწუხაროდ, მხოლოდ შემცირება და არა განულება. თვით იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ყველა ზემოხსენებული კომპონენტი დიდი ხანია, გამართულად “მუშაობს”, ყოველწლიურად ასეულობით ადამიანი იღუპება სამუშაო ადგილზე (2016 წელს გერმანიაში სამუშაო ადგილებზე 500 ადამიანი დაიღუპა, საფრანგეთში – 589, იტალიაში – 522).

ეს ციფრები ვერაფერი ნუგეშია იმ ადამიანებისათვის, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებაში;

დიახ, ყველაფრის მიუხედავად, შრომის ინსპექციის აღდგენამ (რასაკვირველია, არა იმ ფორმით, რა ფორმითაც 2006 წლამდე არსებობდა) შესაძლოა გარკვეულ პროგრესს მისცეს ბიძგი იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ უფრო ნათლად გაიწერება და განისაზღვრება პასუხისმგებლობის საზღვრები როგორც სახელმწიფოსა და ბიზნესისათვის, ასევე დასაქმებულებისათვისაც. თუმცა, რაც უნდა პარადოქსული იყოს, შრომის ინსპექციის არსებობა ყველაზე დიდი საფრთხე თავად შრომის ინსპექციის, როგორც ინსტიტუტისთვისაა; ზემოთ უკვე ვახსენე, რომ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, გამართულ სისტემებშიც კი უბედური შემთხვევების რისკის ნულამდე დაყვანა შეუძლებელია, ჩვენ კი, შრომის ინსპექციის შექმნისა და ამოქმედების შემდეგ შეიძლება მივიღოთ  კიდევ ერთი “დამნაშავე”, რომელსაც უკვე ბიზნესთან ერთად დაბრალდება ყველა უბედური შემთხვევა და ამგვარად რეფორმის ჩანასახშივე დისკრედიტაცია მოხდება.

ვერც შრომის ინსპექციის სამოქმედო არეალის თუ შრომის ინსპექტორების რიცხვის ზრდა და ვერც ბიზნესისათვის დიდი ჯარიმების დაწესება ცალკე აღებული რეალობას არსებითად ვერ შეცვლის;

ყოველწლიურად საქართველოს გზებზე ასობით ადამიანი იღუპება ავტოავარიების გამო, რომლებიც თავის მხრივ უმეტესწილად სიჩქარის გადაჭარბებით ან ღერძულა ხაზის გადაკვეთითაა გამოწვეული; შესაბამის დარღვევებზე ჯარიმის ზრდა რომ იყოს გამოსავალი და ამ გზით მსხვერპლის მინიმიზაცია – შესაძლებელი, ალბათ ყველა დიდი ხნის წინ შევთანხმდებოდით და ამ “გამოსავალს” გამოვიყენებდით, თუმცა ამას არ ვაკეთებთ და არ ვაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ ეს გამოსავალი არაა; გამოსავალი არც საპატრულო პოლიციის რაოდენობის ზრდაა – ყველას და ყველაფრის გაკონტროლება უბრალოდ აბსურდია;

 ზემოთ ნახსენები მაგალითი წარმატებით შეგვიძლია მივუსადაგოთ შრომის ინსპექციასაც და დავსვათ კიდევაც არსებითი კითხვა – როგორ ვაქციოთ შრომის ინსპექცია “ფილოსოფიური ქვიდან” ქმედით ინსტიტუტად?!

არსებითი, ჩემი აზრით, არა ტოტალური, არამედ რისკებზე დაფუძნებული კონტროლია შესაბამისი საინფორმაციო კამპანიისა და საგანმანათლებლო პროგრამების თანხლებით; შეზღუდული რესურსების პირობებში მაქსიმალური ეფექტის მიღება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ შრომის ინსპექციისათვის პრიორიტეტი იქნება მაღალი რისკის შემცველი სამუშაო ადგილები (ქარხანა, მაღარო, მშენებლობა, ქიმიური მრეწველობა…) და არა ოფისები თუ სერვისის სფერო, სადაც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, როგორც წესი, საფრთხე არ ემუქრება ან ასეთი საფრთხე მინიმალურია.

შეუძლებელია, ხარისხიანად დაიცვა შრომის უსაფრთხოება, თუ სახელმწიფოს, ბიზნესს არ ჰყავს საკმარისი და სათანადო კვალიფიკაციით აღჭურვილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები – ეს კი ბევრად მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვიდრე დამცავი ჩაფხუტი ან/ და ღვედი, რომლის შეძენა და დასაქმებულებისათვის გადაცემა ნამდვილად არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს და თუ ვინმე ამას “ვერ ახერხებს”, სამართლიანად უნდა დაისაჯოს კიდეც;

დაბოლოს, – მთელ ამ “ისტორიაში” ყველაზე მთავარი მაინც საზოგადოებისათვის სწორი და დროული ინფორმაციის მიწოდებაა; ყოველი უბედური შემთხვევის შემდეგ, ფაქტობრივად რამდენიმე წუთში, ჩვენ ყველამ ვიცით ვინაა “დამნაშავე” და ვინაა მსხვერპლი. “დამნაშავე” ყოველთვის ბიზნესია, შრომის ინსპექცია კი, სამწუხაროდ, მოიაზრება როგორც ჯალათი, რომელიც ამ “დამნაშავეს” დასჯის და ჩვენ მუდმივად დავრჩებით ჩაკეტილ წრეზე; სისტემა ასე ვერ იმუშავებს.

იქნება ეს ბიზნესმენი, უსაფრთხოების სპეციალისტი თუ დასაქმებული, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, ვისი მიზეზით მოხდა უბედური შემთხვევა და რამ გამოიწვია ის, რათა განვსაზღვროთ კონკრეტული დამნაშავეც, პასუხისმგებლობის ზომაც და პრევენციის მეთოდიც, შემდეგ კი ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ.

Previous Post

ვეგანური სამზარეულო “ნამუ” ჯანსაღი კვების პროპაგანდას იწყებს

Next Post

საქართველოს რეგიონები ყველაზე მეტი FDI-ით

მაგდა დოლიძე

Next Post
საქართველოს რეგიონები ყველაზე მეტი FDI-ით

საქართველოს რეგიონები ყველაზე მეტი FDI-ით

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result