Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება
0
SHARES
0
VIEWS

13 კურსი, 100-ზე მეტი ტრენინგი, 13 430 რეგისტრაცია და 5000-ზე მეტი დასწრება – 2022 წელი თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამისთვის გამორჩეული იყო. რიცხვების გარდა, პროგრამის წარმატებაზე დამსწრეთა შეფასებებიც მეტყველებს — ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ შეხვედრებზე მიღებული ცოდნა კომპანიის უკეთესად მართვაში ეხმარებათ.

უკვე ათ წელზე მეტია, თიბისი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად და სტარტაპ ეკოსისტემის გასაძლიერებლად განათლების მასშტაბურ პროგრამას ახორციელებს. პროგრამა მოიცავს კურსებსა და ტრენინგებს ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, საგადასახადო საკითხების და სხვა დარგების შესახებ, შეხვედრებს კი სფეროს პროფესიონალები უძღვებიან.

„განათლება თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და პარტნიორებთან ერთად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, უწყვეტად ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო კურსსა თუ ტრენინგს როგორც ჩვენი კლიენტებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველისთვის”, — აღნიშნავს დეა გეგელია, თიბისი ბიზნესის მარკეტერი.

პროგრამის ფარგლებში, ბიზნესის მართვის შესახებ სიღრმისეული ცოდნის მისაღებად, რამდენიმე სესიისგან შემდგარი კურსები იმართება, როგორებიცაა ფინანსები მენეჯერებისთვის, ექსპორტის მართვის საფუძვლები, სასტუმროს მენეჯმენტი, სტარტაპ კურსი და სხვა. ამასთან, რეგულარულად ეწყობა ტრენინგები, სადაც დამსწრეები მოკლე დროში, ერთ შეხვედრაზე განიხილავენ ამა თუ იმ დარგის კონკრეტულ ასპექტებს. კურსებისა და ტრენინგების შინაარსი კი მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი ბიზნესის საჭიროებებსა და ინტერესებზეა მორგებული.

„ჩვენ კარგად ვიცნობთ ბაზარს, ვიცით, რა ტიპის ბიზნესები ოპერირებს, რა სფეროებია დომინანტური, ამასთან, მუდმივად ვიკვლევთ, რა საჭიროებები აქვთ ჩვენს მომხმარებლებს, ვაკვირდებით საერთაშორისო ტრენდებს და სწორედ ასე ვაწვდით ლოკალურ ბიზნესებს მათთვის საჭირო ინფორმაციას”, — ამბობს დეა გეგელია.

2022 წელს პროგრამა ჰიბრიდულად მიმდინარეობდა, სესიების ნაწილი ფიზიკურად ჩატარდა, ნაწილი კი — ონლაინ. აღსანიშნავია, რომ ტრენინგები ქუთაისის ტრენინგ ცენტრშიც გაიმართა, სადაც ადგილობრივი ბიზნესის 130-მდე წარმომადგენელი დაესწრო დავით პაპიაშვილისა და შოთა ჩინჩალაძის ტრენინგებს საგადასახადო საკითხების და ბრენდინგის შესახებ. კურსებისა და ტრენინგების გარდა, გასულ წელს გაიმართა მაკროეკონომიკური მიმოხილვის ვებინარიც, რომელსაც ოთარ ნადარაია უძღვებოდა.

პროექტის ჰიბრიდული ფორმატი წელსაც შენარჩუნდება, რადგან ასეთი შეხვედრები საშუალებას აძლევს დამსწრეებს, დასვან შეკითხვები, ისაუბრონ საკუთარ გამოცდილებასა და შემთხვევებზე, გაიცნონ ერთმანეთი და ლექციებს მიღმაც შეინარჩუნონ მჭიდრო კავშირები. საბოლოოდ, ეს ხელს უწყობს ბიზნეს კომუნის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას, რაც თიბისის მისიის ნაწილია.

“ჩვენ ვიღებთ არაჩვეულებრივ უკუკავშირს ლექტორებისგან და იმ ადამიანებისგან, რომლებიც კურსებსა და ტრენინგებს ესწრებიან და ვხედავთ რეალურ შედეგებს — ბიზნესის მფლობელები თუ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები წინ მიიწევენ და ამაში ჩვენი წვლილიცაა. ბიზნესის განათლება თიბისის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიული ინიციატივის ნაწილია, ამიტომ მომდევნო წლებშიც აქტიურად ვიქნებით ამ სფეროს მხარდამჭერი, “ — ამბობს დეა გეგელია.

პროექტის მონაწილეების უკუკავშირი კი მართლაც შთამბეჭდავია. კვლევა, რომელიც ყოველი წლის ბოლოს ბიზნეს განათლების პროგრამის შედეგებს აჯამებს, ცხადყოფს, რომ ჯამურად ტრენინგებით კმაყოფილება ძალიან მაღალია (9.6 ქულა/ 10 ქულიდან), რასაც ტრენერების პროფესიონალიზმი, ტრენინგზე განხილული საკითხების აქტუალობა, ტრენერების ჯგუფის წევრებთან კარგი ურთიერთობა და ტრენინგების კარგი ორგანიზება განაპირობებს;

რაც მთავარია, დამსწრეები აღნიშნავენ, რომ ბიზნეს განათლების კურსები და ტრენინგები პიროვნულ განვითარებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების უკეთესად დაგეგმვაში ეხმარებათ, მიღებულ ცოდნას კი სხვებსაც უზიარებენ.

„შეხვედრაზე ასზე მეტი დამსწრე იყო, ეს კი არ ნიშნავს, რომ ასი ადამიანი ესწრება და ასი ისმენს, არამედ, დაახლოებით, სამასი და უფრო მეტიც იმიტომ, რომ ჩვენ იმათაც ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, ვინც არ ესწრება, ან საერთოდ არ იცის, რომ ეს ტრენინგი არსებობს. ერთი კვალიფიციური ფინანსისტი თავის ირგვლივ დაახლოებით 5-10 შედარებით ნაკლები კვალიფიკაციის ფინანსისტს ეხმარება და ძალიან მინდა რომ ეს გაგრძელდეს”.

ბიზნეს განათლების პროგრამა გრძელდება და ამჟამად თიბისი 11 განსხვავებულ ტრენინგს გთავაზობთ. მენეჯმენტის, ფინანსების, გადასახადების, მარკეტინგისა და სამართლებრივ საკითხებზე შეხვედრებს გამართავენ ანდრო დგებუაძე, პავლე გაბრიჭიძე, მარიამ ქოიავა, ქეთი ალიმბარაშვილი, დავით პაპიაშვილი, შალვა ახრახაძე, გელა მღებრიშვილი, ლია ნადიბაიძე,  გიორგი სიმონგულაშვილი და ლაშა მდივანი. ტრენინგების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს და გახდით ბიზნეს განათლების პროგრამის ნაწილი.

Previous Post

გაუტამ ადანიმ ერთ დღეში $21 მლრდ დაკარგა | ინდოელი ბიზნესმენი Forbes-ის სამეულს გამოეთიშა

Next Post

IMF-ი უკრაინის დასახმარებლად $16-მილიარდიანი დაფინანსების პაკეტზე მუშაობს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
IMF-ი უკრაინის დასახმარებლად $16-მილიარდიანი დაფინანსების პაკეტზე მუშაობს

IMF-ი უკრაინის დასახმარებლად $16-მილიარდიანი დაფინანსების პაკეტზე მუშაობს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result