Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ანაკლიის პორტი: აუხდება თუ არა საქართველოს შავი ზღვის ოცნება?

by იზა გვარამაძე
იანვარი 26, 2023
in ბიზნესი, ეკონომიკა, მოსაზრება, მსოფლიო, რეგიონი, საქართველო, ფორბს-მოსაზრება, ყველა სიახლე
0
ანაკლიის პორტი: აუხდება თუ არა საქართველოს შავი ზღვის ოცნება?
0
SHARES
0
VIEWS

გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის შეჩერებული მშენებლობის განახლება გადაწყვიტა. განცხადების მიხედვით, სახელმწიფო პორტის წილის 51%-ს დაესაკუთრება და ამასობაში საერთაშორისო ინვესტორებს მოიძიებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა საქართველოსა და მთელი სამხრეთი კავკასიის რეგიონისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით. პროექტი, რომელიც 2.55 აშშ დოლარი ჯდება, პირველი ღრმაწყლოვანი პორტი იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და შეძლებს დიდი ზომის გემების მასპინძლობას. ანაკლია რეგიონის შიდა კავშირების გაძლიერებას ხელს შეუწყობს და მისი ტრანზიტის პოტენციალს წინ წამოსწევს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც ე.წ. შუა კორიდორის მნიშვნელობა, რომელიც ევროპას აზიასთან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს გავლით აკავშირებს, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ უკიდურესად გაიზარდა.

ანაკლიის პორტის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა კონკურსის შედეგად პორტის მშენებლობისა და ამუშავების უფლება მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ეს წამოწყება პოლიტიკური დაპირისპირებისა და დავის ფონზე მალევე შეჩერდა. ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიხედვით, რომელიც დღეს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტია „ლელოს“ უძღვება, საქართველოს მთავრობამ პროექტს პოლიტიკური საბოტაჟი მოუწყო და ძირი გამოუთხარა. ხაზარაძე დაუპირისპირდა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“  დამფუძნებელია და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ოფიციალურად არ იღებს მონაწილეობას, „ფარდის მიღმა“ მყოფ მთავარ მმართველ ფიგურადაა მიჩნეული.

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე გეოგრაფიული თვალსაზრისით სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს. აქედან გამომდინარე, როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონს შეუძლია, ორ კონტინენტს შორის მთავარი სატრანსპორტო ჰაბი გახდეს. ეს რეგიონის ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას გაზრდის და ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებობს სხვა კორიდორები, თუმცა გასულ წელს შუა კორიდორის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა. ანაკლიის პორტს ამ კორიდორის პოტენციალისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანსპორტო კავშირების კიდევ უფრო განვითარება შეუძლია. შუა კორიდორი რუსეთზე გამავალ ჩრდილოეთის კორიდორს კონკურენციას უწევს, რომლითაც ყველაზე დიდი მოცულობის ტვირთის  უსწრაფესად გადატანაა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, უკრაინაში რუსული აგრესიისა და აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, ჩრდილოეთის კორიდორმა თავისი უწინდელი მნიშვნელობა დიდწილად დაკარგა, რის შედეგადაც შუა კორიდორის შესაძლებლობა, ევროპასა და აზიას შორის გახდეს ერთ-ერთი უმთავრესი სატრანზიტო კორიდორი, კიდევ უფრო გაიზარდა.

ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობა დიდი ხანია, ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება შუა კორიდორის განვითარებისთვის. თუმცა ანაკლიის ახალ პორტს საერთაშორისო ინტერესის გაზრდით ამ კორიდორის მნიშვნელობის წინ წამოწევა შეუძლია. ევროკავშირმა წვლილი უკვე შეიტანა ამ კორიდორის შექმნაში, მათ შორის – კასპიის ზღვისპირეთში სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებაში. აქედან გამომდინარე, ახალი ინვესტიციისა და თავისუფალი და  მდგრადი სატრანზიტო მიმოსვლის ხელშესაწყობად მიზანშეწონილი იქნება ამ საკითხებზე სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერება. აზერბაიჯანისა და შუა აზიის ენერგორესურსების გათვალისწინებით, ევროკავშირს საკუთარი ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია და აქედან გამომდინარე რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება შეუძლია, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ ევროკავშირის პრიორიტეტია. გარდა ამისა, ანაკლიის პორტის განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი აქტორი შეიძლება ჩინეთიც იყოს. შავი ზღვის პორტი მას რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით ევროპასთან დააკავშირებს და „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში სატრანსპორტო კავშირებს გააუმჯობესებს. საქართველო შუა აზიის ქვეყნების ექსპორტისთვისაც ხელსაყრელია, რადგან ის მათ  სატრანზიტო გზების დივერსიფიკაციისა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების საშუალებას აძლევს.

რუსეთი პროექტის მთავარი პოტენციური საფრთხეა, რადგან ის ერთადერთი აქტორია, რომლისთვისაც პორტის მშენებლობა მოგებიანი საერთოდ არ იქნება. ანაკლიას რუსეთის შავ ზღვაზე განთავსებული ნოვოროსიისკის პორტისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. ამავდროულად, შავ ზღვაზე დასავლური ჩართულობის ზრდა კრემლის ინტერესებში არ შედის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამოყენება სამხედრო თვალსაზრისითაცაა შესაძლებელი, მათ შორის – ნატოს სამხედრო წვრთნებისთვის. ახალი პორტი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, დასავლურ სამხედრო და წყალქვეშა გემებს უმასპინძლოს. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტის გახსნა შავ ზღვაზე რუსულ გავლენას გარკვეულწილად საფრთხეს შეუქმნის.

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის წილის ნახევარზე მეტს დაეუფლება, დანარჩენს კი საერთაშორისო ინვესტორებს გაუნაწილებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადების მიხედვით, საფინანსო ინსტიტუტებმა და კომპანიებმა პროექტში ინვესტირებისგან შესაძლოა თავი შეიკავონ, რადგან სახელმწიფო პროექტის ნახევარზე მეტს ფლობს. ასეთ სიტუაციაში, სანდო ინვესტორები გზას დაუთმობენ საეჭვო არადასავლურ კომპანიებს, რომელთა მთავარი ინტერესი ფინანსური სულაც არ იქნება. ეს კი საფრთხეს შეუქმნის პროექტის საბოლოო განხორციელებას. ამავდროულად აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის დასავლელი პარტნიორებისგან ჩამოშორება და კრემლთან დაახლოებაც, რაც პროექტის განხორციელებას კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ აყენებს. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის საფრთხე, რომ პორტის დანარჩენი წილი რუსული კომპანიის ხელში აღმოჩნდება. ასეთ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია აშშ-ისა და ევროკავშირის გააქტიურება და პროექტის განხორციელებაში ჩართვა.

Previous Post

თაღლითობაში დადანაშაულების შემდეგ, Adani Group-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა

Next Post

The Anaklia Port: Can Georgia’s Black Sea Dream Finally Come True?

იზა გვარამაძე

Next Post
#ერთიამბავი – „კალია შემოგვესია!“

#ერთიამბავი – „კალია შემოგვესია!“

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result