Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

უძლეველი Megan Thee

by Davit Tsiramua
January 25, 2023
in ინდუსტრია, კულტურა, კულტურა, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
უძლეველი Megan Thee
0
SHARES
0
VIEWS

როგორც ჩანს, ჰიპ-ჰოპის სუპერვარსკვლავს ვეღარაფერი აჩერებს. მეგანმა თავისი როლური მოდელის – ბიონსეს საკადრისი იმპერიის აშენებით დაიწყო. მუსიკალური ბიზნესი სასიკვდილოა, მაგრამ მან უკვე გადაიტანა დედის სიკვდილი, გადაურჩა ჰეიტერების არმიასა და ცოტა ხნის წინ – Bling Ring-ის სტილის ძარცვას.

11:30 საათია, ოქტომბერია, და მეგან თი სტალიონი პირდაპირ ეთერშია ნიუ-იორკიდან. 27 წლის ჰიპჰოპის სენსაცია Saturday Night Live-ის სცენაზეა და ხმაურიანი პუბლიკის წინაშე გამოდის. აცვია ტანზე მომდგარი, გამჭვირვალე შავი კაბა და მოციმციმე კორსეტი, თმა წვივებამდე სწვდება.

ამაღამ მეგანი იქნება SNL-ის წამყვანი და მუსიკალური სტუმარი. ის შეუერთდება მუსიკოსების ელიტარულ კლუბს, მათ შორის: ჯენიფერ ლოპესს, მიკ ჯაგერს, ქუინ ლატიფას, დები ჰარის, ელტონ ჯონსა და რეი ჩარლზს, რომლებმაც შოუსთვის ორმაგი მოვალეობა შეასრულეს. ის ამთავრებს თავის მონოლოგს და მაღალ ქუსლებზე შემდგარი კულისებში უჩინარდება კოსტიუმების რამდენიმეწამიანი გამოცვლის პირველი რაუნდისთვის. ცხელი ვარდისფერი სკრაბი საავადმყოფოს სკეტჩისთვის, შემდეგ, მომზადებული სვიტერი და ჯინსი ხის კოტეჯის სცენისთვის. შემდეგ, Grammy-ის გამარჯვებული რეპერი გამოდის Miss America-ს მსგავსი კაბით, რათა შეასრულოს თავისი ახალი სინგლი, Anxiety – სიმღერა ცნობილი ადამიანების სტრესსა და ბრძოლაზე – იმისთვის, რომ ისევ კულისებში გაუჩინარდეს. „ამჟამად არ შემიძლია ტემპის შენელება“, – ამბობს მეგანი, რომელმაც, Forbesის შეფასებით, ჰონორარებით, ბილეთების გაყიდვებით, რეკლამითა და მერჩენდაიზით 2022 წელს დაახლოებით $13 მილიონი გამოიმუშავა. დავაჭიროთ პაუზას? არც ერთი წამით. „როცა მოვკვდები, დავისვენებ, – ამბობს ის. – მე ნამდვილად ვცდილობ რაღაცის აშენებას“. შემდეგ დასძენს: „როდესაც ვჯდები, ვგრძნობ, რომ რაღაცას საკმარისად არ ვაკეთებ, ან სხვას ვაძლევ შესაძლებლობას, რომ გადამისწროს“.

2019 წლიდან მეგან თი სტალიონი ჰიპ-ჰოპის შიდა სარკინიგზო რელსებზე წინ მიიწევდა, $500-იანი კონცერტებიდან მის მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში, მუსიკის უდიდეს ვარსკვლავებთან – ბიონსესთან, ნიკი მინაჟთან, BTS-თან და დუა ლიპასთან პარტნიორობამდე. 2020 წელს ქარდი ბიმ მეგანს ხელი შეუწყო, რათა მას ეთანამშრომლა WAP-ზე, ქალის სექსუალური პოზიტიურობის ამაღელვებელ ჰიმნზე, რომელიც თის წლის ჰიტი გახდა Spotify-სა და YouTube-ზე თითქმის 2 მილიარდი სტრიმით. „ეს იყო მისთვის განკუთვნილი სიმღერა. არა მგონია, რომ სხვისთვის ამას აზრი ჰქონოდა, – ამბობს ქარდი ბი. – მან ის ნაპერწკალი დაამატა“.

მეგანი, რომელიც Forbes-ის „30 30-წლამდელის“ ყოველწლიურ რეიტინგებში სამი წლის წინ მოხვდა, ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავი ქალების ახალი კლასის სიმბოლოა. ის და ისეთები, როგორებიცაა ქარდი ბი, City Girls-ი და დოჟა ქეთი, ითვისებენ გამომწვევ სტილს, ადრე მამაკაცი რეპერების ექსკლუზიურ ტერიტორიას. მილიონობით ახალგაზრდა გულშემატკივარი ქალი – რომლებსაც მეგანი „ცხელებს“ უწოდებს – ვერ კმაყოფილდება. „ის ძალის მომცემი და სექსუალურია, – ამბობს ქარდი ბი. – ისაა მეგამილიონიანი მეგანი“.

მილიარდდოლარიანი ბრენდები, რომლებსაც ათი წლის წინ სურდათ, არანაირი კავშირი არ ჰქონოდათ მეგანის დაუმუშავებელ, ხშირად X-რეიტინგულ სიმღერებთან, რიგში დგებიან. მან ახლახან გააფორმა ხელშეკრულებები Nike-თან, Revlon-თან, Cash App-სა და Popees-თან. „კულტურული გავლენა, რომელიც ახლა ჰიპ-ჰოპსა და მეგანის მსგავს არტისტებს აქვთ, შეუდარებელია“, – ამბობს სტეისი ტაფეტი, Frito-Lay-ის მარკეტინგის მთავარი აღმასრულებელი, რომელიც მეგანთან თანამშრომლობდა Flamin’ Hot Cheetos-ის რეკლამაში. „ჩვენმა სუპერბოულის კამპანიამ, მასთან ერთად, აჯობა ბევრს, რაც ჩვენ წარსულში გაგვიკეთებია, და ჩვენს ყველა მოლოდინს გადააჭარბა“.

დაივიწყეთ ზოგადი მოწონებები. მეგანს მხოლოდ ის კამპანიები აინტერესებს, რომლებიც მის ქარიზმასა და სტილს ასახავს. „არ შემიძლია ამის გაყალბება, – ამბობს ის. – თუ ბუნებრივად არ ვარ ამ საქმეში, მისი გაყიდვა არ მინდა“.

სანამ ბებია 2019 წელს გარდაიცვლებოდა, მეგან თი სტალიონი მას დაჰპირდა, რომ კოლეჯის ხარისხს მიიღებდა. და 2021 წლის დეკემბერში მან მართლაც დაამთავრა Texas Southern University ჯანდაცვის ადმინისტრირების ხარისხით.

აიღეთ მისი სავარაუდო $2-მილიონიანი Cheetos Super Bowl-ის რეკლამა. დიდი თამაშის დროს მეგანი და პოპვარსკვლავი ჩარლი პუტი არასოდეს გამოჩენილან რეკლამაში. მათ, უბრალოდ, ტყის ცხოველები გაახმოვანეს. მაგრამ ამ რგოლის დებიუტამდე რამდენიმე კვირით ადრე წყვილი აქტიურად აქვეყნებდა ვიდეოებს, მათი ვირუსული ეფექტის გამოყენებით (Instagram-ში, TikTokსა და Twitter-ზე მას დაახლოებით 50 მილიონი გამომწერი ჰყავს) აჟიოტაჟის შესაქმნელად. მობილური ბანკინგისა და კრიპტოვაჭრობის პროდუქტ Block-ის Hawk Cash App-ისთვის (ადრე ცნობილი როგორც Square), მან გადაიღო „ცხელი“ ვიდეოინსტრუქციები, რათა ახალგაზრდებს ფინანსების საფუძვლები ასწავლოს. Popeyesთან დაახლოებით $1-მილიონიანმა გარიგებამ მეგანს მიანიჭა ექსკლუზიური Hottie Sauce და $250,000 საკუთარი Popeyes-ის რესტორნისთვის. „არაფრის მიყიდვას არ ვაპირებ ლამაზმანებისთვის საკუთარი სივრცისა და საკუთარი ხაზის გარეშე“.

მეგან თი სტალიონობამდე, ის მეგან პიტი გახლდათ. დედამისმა, ჰოლი თომასმა, გადასახადების შემგროვებელმა და დამწყებმა რეპერმა, ის საუთ-პარკში, ჰიუსტონის შავკანიანთა უბანში გაზარდა. 2016 წლისთვის მეგანი სწავლობდა მედდობას Prairie View A&M-ში, ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს, ისტორიულად შავკანიანთა კოლეჯში, ხოლო YouTube-ზე ჰიპ-ჰოპ-ვიდეოებს ქმნიდა. 2018 წელს მან ჰიპ-ჰოპ-მენეჯერ ტრევის ფარისის ყურადღება მიიპყრო. მან მეგანის შესახებ პირველად გაიგო ჰიუსტონის სტრიპტიზიორებისგან, რომლებმაც მის ჟღერადობას რეკომენდაცია გაუწიეს. „ვცდილობ, ყურადღება მივაქციო, რა მოსწონთ ქალებს მუსიკაში, – ამბობს ფარისი. – როდესაც ისინი ვინმეზე მიგანიშნებენ, ყური უნდა დაუგდო“. 2018 წელს $50,000-ის ავანსის სანაცვლოდ მეგანმა კონტრაქტი გააფორმა 1501 Certified Entertainment-თან, ჰიუსტონში დაფუძნებულ დამოუკიდებელ ლეიბლთან. მისი პირველი პროექტი, Tina Snow, 2018 წელს დასრულდა, რის შემდეგაც დაიწყო თანამშრომლობა რეპერებთან, მათ შორის Ty Dolla $ign-თან, ნიკი მინაჟთან და 2020 წელს თავის გმირ, ბიონსესთან, მეგანის TikTok ჰიტის Savage-ის რემიქსზე.

მაგრამ ეს კარიერის გამარჯვებები დამანგრეველი გახდა პირადი დანაკარგების ფონზე. 2019 წელს ჰოლი – მისი დედა, მუზა, მენტორი და მენეჯერი – გარდაიცვალა ტვინის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ. იმავე თვეში გარდაიცვალა ბები­აც. 2020 წლის ივლისში მომღერალმა ტორი ლენეზმა, სავარაუდოდ, მეგანს ესროლა ჰოლივუდ-ჰილზში გამართულ წვეულებაზე ჩხუბის შემდეგ. მეგანი ამტკიცებს, რომ ტყვიის ფრაგმენტებმა ფეხი დაუზიანა. ანგარიშები განსხვავებულია: მაშინ TMZ-მა გამოაცხადა, რომ მან გატეხილ მინაზე დააბიჯა. ლანეზმა, რომლის ნამდვილი სახელიც დაისტარ პეტერსონია, დანაშაული არ აღიარა. საქმე მიმდინარე ზამთარში სასამართლოში გაგრძელდება.

მეგანის პროვოკაციულ ქმედებას კრიტიკა მოჰყვა მოსაუბრე ბენ შაპიროსა და ინდუსტრიის მძიმეწონოსანი ცი-ლო გრინის მხრიდან. ამ ნოემბერში მან სოციალური მედიის ქარიშხალი გამოიწვია რეპერ დრეიკის გაკიცხვით იმის გამო, რომ სავარაუდოდ, მის სიმღერაში Circo Loco იმ ზემოაღნიშნულ სროლაზე მიანიშნებდა. და სანამ ის ნიუ-იორკში SNL-სთვის ემზადებოდა, მძარცველებმა მისი ლოს-ანჯელესის სახლიდან დაახლოებით $300,000-ის ღირებულების აღჭურვილობა და სამკაულები მოიპარეს.

ბიზნესის მხრივ, ის ბინძურ ბრძოლაშია ჩაბმული თავის ჩანაწერების ლეიბლთან, რომელსაც $1 მილიონის თაობაზე უჩივლა ჰონორართან დაკავშირებულ დავაში, რის დეტალებსაც ღიად აზიარებს Twitter-ზე. ინტერნეტში გაჟონილი დეტალები ცხადყოფს, რომ 1501 იღებს მისი ჰონორარის 60%-ს და გამოქვეყნების შემოსავლის 50%-ს, პლუს 30%-ს ტურიდან და სპონსორობიდან. „იოლია რამის თქმა მიმებსა და სოციალურ მედიაში, – ამბობს 1501-ის ადვოკატი, სტივენ ზაგერი. – ცოტა უფრო რთულია, როცა გიწევს მარჯვენა ხელის აწევა და ფიცი, რომ სიმართლეს იტყვი და არაფერს სიმართლის გარდა“. თავის მხრივ, 1501 აცხადებს, რომ მეგანს აქვს $10 მილიონის მოგების წილი. მეგანი, რომელმაც კარიერის სამართავად ხელი მოაწერა ჯეიზის Roc Nation-თან 2019 წელს, ვალს აპროტესტებს.

მილიონები სასწორზეა, მაგრამ მეგანი არ ჩერდება. „ასე მოკლე დროში და ყველა ლანძღვას შორის, მას მაინც შეუძლია, გაიღიმოს, თავი მაღლა ასწიოს და საქმე განაგრძოს“, – ამბობს Roc Nation-ის აღმასრულებელი დირექტორი დეზირი პერესი. არსებობს მისი 2023 წლის მსოფლიო ტურნე და კიდევ ერთი სტუდიური ალბომი, და ის სტალიონობიდან ტელევარსკვლავობაში გადადის Netflix-თან გარიგებით, სერიული შოუების მოსამზადებლად, მათ შორის კომედიისა, რომელიც მისი ბავშვობის ამბებზეა დაფუძნებული. Time Inc. მას $3 მილიონს უხდის მის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად. „მე 2019 წლიდან ვვარჯიშობ“, – ამბობს მეგანი. მთელი ამ იმპულსით, ის დარწმუნებულია, რომ ყველა დარჩენილ ჰეიტერს ცხოვრებას მაგრად გაურთულებს.

ფოტოგრაფი: რამონა როზალესი Forbes-ისთვის

Previous Post

ჯასტინ ბიბერმა სიმღერებზე საავტორო უფლებები $200 მილიონად გაყიდა

Next Post

$2.8 მილიარდი დოლარის დავები – საქართველო საერთაშორისო არბიტრაჟში

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
$2.8 მილიარდი დოლარის დავები – საქართველო საერთაშორისო არბიტრაჟში

$2.8 მილიარდი დოლარის დავები - საქართველო საერთაშორისო არბიტრაჟში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result