2022 წელს საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილები $2 მილიარდით გაიზარდა

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

2022 წელს საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2021 წელთან შედარებით 2 მილიარდი დოლარით (86%-ით) გაიზარდა. 2021 წელს საქართველოში 2.3 მილიარდი დოლარი, ხოლო 2022 წელს 4.4 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა.

ცალკე აღებულ დეკემბრის თვეში საქართველოში 535 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2021 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 306 მლნ დოლარით მეტია. ერთ თვეში საქართველოში 535 მლნ ან მეტი არასდროს გადმორიცხულა ფულადი გზავნილებით, ეს რეკორდული მაჩვენებელია.

2022 წელს საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა ყველაზე მეტად რუსეთიდან ჩამორიცხვებმა განაპირობა, საიდანაც 2.1 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია. რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 47%-ია. გზავნილები ასევე გაიზარდა ყაზახეთიდან 88 მლნ დოლარით, ყირგიზეთიდან – 80 მლნ დოლარით, გერმანიიდან – 51 მლნ დოლარით და იტალიიდან – 46 მლნ დოლარით.

მნიშვნელოვნად შემცირდა გზავნილები უკრაინიდან, 2021 წელს 93 მლნ დოლარი გადმოირიცხა, 2022 წელს კი მხოლოდ 11 ათასი დოლარი. ასევე შემცირდა აზერბაიჯანიდან 30 მლნ დოლარით.

2022 წელს საქართველოდან საზღვარგარეთ 343 მლნ დოლარი გადაირიცხა, რაც 27 მლნ დოლარით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.

ქვეყნები, საიდანაც გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ აშშ დოლარი

                       ქვეყანა 2021 2022 ზრდა
რუსეთის ფედერაცია 411 2,068 1,656
ყაზახეთი 62 150 88
ყირგიზეთი 32 112 80
გერმანია 113 164 51
იტალია 386 432 46
აშშ 284 327 43
სომხეთი 13 54 41
ბელარუსი 5 44 39
ტაჯიკეთი 10 32 22
გაერთიანებული სამეფო 21 40 18
ისრაელი 187 199 12
უზბეკეთი 7 18 11
საფრანგეთი 38 45 7
ირლანდია 20 26 5
ნიდერლანდები 8 14 5
საუდის არაბეთი 7 12 5
არაბთა გაერთიანებული საამიროები 11 15 3
ბელგია 8 11 2
სლოვაკეთი 2 4 2
ავსტრია 4 6 2

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

More to read