Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

by დავით ბერაძე
January 20, 2023
in Forbes Auto, ბიზნესი, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან
0
SHARES
0
VIEWS

მიმდინარე კვირა გასულის მსგავსად დატვირთული აღმოჩნდა. საავტომობილო ინდუსტრიის განვითარების ტემპები ახალი წლის მეორე კვირაში კიდევ უფრო დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს. შესაბამისად, სიახლეებიც უფრო მეტი ავტომწარმოებლის შესახებ გავიგეთ. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ გასული კვირა წინა წლის მონაცემებისა და გეგმების შესრულების გამოაშკარავებას დაეთმო. შესაბამისად, აქტიურად შევიტყვეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეასრულეს საკუთარი საწარმოო გეგმები მსხვილმა თუ ნაკლებად ცნობილმა მწარმოებლებმა. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო ბლოგში ინფორმაციას Rolls-Royce-ის, Mercedes-Benz-ის, Bentley-ის, Tata Motors-ის, ჩინური BYD-ის, BMW-სა და Lucid-ის ყოველწლიური გეგმების შესახებ გაეცნობით.

Mercedes-Benz-მა 2022 წელს 2.05 მილიონი სამგზავრო ავტომობილი გაყიდა

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Mercedes-Benz-მა 2022 წელს 2.05 მილიონი ერთეული სამგზავრო ავტომობილი გაყიდა. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი 1%-ით ნაკლებია 2021 წლის მონაცემებზე. ამის მიზეზად კი ავტომწარმოებელი კოვიდთან დაკავშირებულ მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს ასახელებს.

REUTERS/Anton Vaganov

განსაკუთრებით ინტენსიური მეოთხე კვარტალი გამოდგა, რომლის განმავლობაშიც გაყიდვები 17%-ით გაიზარდა. 2021 წელთან შედარებით, 124%-ით არის გაზრდილი ელექტრომობილების გაყიდვები და ის 117,800 ერთეულს შეადგენს.

გერმანული ავტომწარმოებლის მდიდრულ სერიაზე, Maybach-ზე მოთხოვნა 2022 წელსაც გაიზარდა და 37%-იანი მატება შეადგინა. ეს კი მეტწილად ჩინეთში, იაპონიასა და ახლო აღმოსავლეთში მოთხოვნის ზრდით აიხსნება.

ერთადერთი რეგიონი, სადაც ავტომობილების გაყიდვები შემცირდა, ჩინეთი გახლდათ. თუმცა კლებამ აქაც მიზერული, 1% შეადგინა. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები 1% და 3%-ით გაიზარდა.

Mercedes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე დაბალი საფასო კატეგორიის ავტომობილების გაყიდვები მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო 10%-ით შემცირდა.

2022 წელს Bentley-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა

მდიდრული ავტომობილების ბრიტანული მწარმოებლის, Bentley-ის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, კომპანიამ 2022 წელს რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა. ავტომწარმოებელმა ამ შედეგს ჩინეთში 9%-იანი ვარდნის მიუხედავად მიაღწია, რაც კიდევ უფრო საინტერესოა.

REUTERS/Eric Gaillard

გერმანული ავტომწარმოებლის, Volkswagen-ის მფლობელობაში მყოფი Bentley-ის განცხადებით, ბრენდმა 2022 წელს 15,174 ერთეული ავტომობილის გაყიდვა შეძლო. ეს კი 4%-ით აღემატება 2021 წლის მონაცემებს.

საინტერესოა, რომ ავტომწარმოებელს ჩინეთის გარდა ყველა ბაზარზე გაყიდვების ზრდა ჰქონდა. თუმცა ამერიკის ბაზრებზე, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკებში, ზრდამ მხოლოდ 1% შეადგინა. ეს უკანასკნელნი კი Bentley-სათვის ყველაზე მსხვილ ბაზრებს წარმოადგენს.

2022 წელს Bentley-ის ყველაზე გაყიდვადი მოდელი კვლავ მდიდრული SUV-ი Bentayga გახლდათ. 180,000 აშშ დოლარის ღირებულების მდიდრული ავტომობილის წილმა მთლიანი გაყიდვების 42% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ Bentley-ს შემოსავლებზე დიდ გავლენას ახდენს ხელნაკეთი, ე.წ. Customized აქსესუარები. 2022 წელს ამ ოფციით სარგებლობა Bentley-ს ავტომობილების ღირებულებას საშუალოდ 30%-ით ზრდიდა. ცნობისათვის, მწარმოებელი სრულად ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას 2030 წლისთვის გეგმავს.

2022 წელს Rolls-Royce-მა რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა

კომპანიის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, მდიდრული ავტომობილების ბრიტანულმა მწარმოებელმა, Rolls-Royce-მა გასულ წელს რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა. ეს კი მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთი ავტომობილის საშუალო ფასი $534,000 დოლარს შეადგენდა.

REUTERS/Stuart McDill

Rolls-Royce-ის განცხადებით, კომპანიამ 2022 წელს საერთო ჯამში 6,021 ერთეული ავტომობილი გაყიდა. საინტერესოა ისიც, რომ ბრიტანული მწარმოებლისთვის 2021 წელიც რეკორდული გამოდგა. აღნიშნულ წელს კომპანიამ 5,586 ერთეული ავტომობილი გაყიდა.

ყველაზე მსხვილი ბაზარი Rolls-Royce-ისათვის აშშ გახლავთ, რომელზეც გაყიდვების 35% მოდის. მეორე ყველაზე დიდ ბაზარზე, ჩინეთში კი გასულ წელს კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო Rolls-Royce-ის მდიდრულ მოდელებზე მოთხოვნა შემცირდა. მიუხედავად ამისა, სხვა ბაზრებზე ზრდამ ჩინეთში გაყიდვების კლების კომპენსირებას შეუწყო ხელი.

Rolls-Royce-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტორსტენ მიულერის განმარტებით, კომპანიას ჯავშნები 2023 წლისთვის მთლიანად შევსებული აქვს. მისი განცხადებით, ბრენდის პირველი ელექტრომობილის, Spectre-ის წინასწარი შეკვეთების რაოდენობამაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ Rolls-Royce-ი ბრიტანული ავტომწარმოებელია, რომელიც 120 წლის წინ დაარსდა და დღეს მას გერმანული მწარმოებელი BMW ფლობს.

ინდური Tata Motors-ი ელექტრომობილების პორტფოლიოს გაფართოებას გეგმავს

რამდენიმე დღის წინ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ინდური ავტომწარმოებელი Tata Motors-ი საკუთარი ელექტრომობილების საწარმოო ხაზის გაფართოებას და პორტფოლიოსათვის ახალი მოდელების დამატებას გეგმავს.

REUTERS/Anushree Fadnavis

კომპანიის ხელმძღვანელობის განმარტებით, მწარმოებელი საკუთარი მოდელების კიდევ უფრო დივერსიფიცირებას გეგმავს, რათა სასურველი ეგზემპლარის შერჩევა ყველა მომხმარებელს შეეძლოს. Tata Motors ერთი და იმავე მოდელებისათვის სხვადასხვა კომპლექტაციის გაზრდას აპირებს.

კომპანიამ ინდოეთში გამართულ საავტომობილო შოუზე ათზე მეტი ახალი ავტომობილის კონცეპტ-ვერსია წარადგინა. მათგან 5 მოდელი ელექტრომობილი გახლდათ, ხოლო 14 – სატვირთო. საინტერესოა, რომ წარდგენილ ავტომობილებს შორის წყალბადზე მომუშავე ძრავიანი ეგზემპლარებიც იყო.  ახალ ავტომობილებს შორის ბრენდის პოპულარული მოდელების, Harrier-ისა და Sierra-ს ელექტროვერსიებიც გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ Tata Motors-ი ელექტრომობილების გაყიდვებით ინდოეთის ბაზარზე დომინირებს. ბრენდი ამჟამად ყოველწლიურად დაახლოებით 50,000 ელექტრომობილს ყიდის.

ჩინური BYD-ი ინდოეთში მიმდინარე წელს ახალ ელექტროსედანს ჩაუშვებს

ინდოეთში გამართულ საავტომობილო შოუზე ჩინური ავტომწარმოებლის, BYD-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია ინდოეთში მეოთხე კვარტალში რიგით მესამე ელექტრომობილს ჩაუშვებს. საუბარია ოთხივე წამყვანი საბურავის მქონე მდიდრულ ელექტროსედან BYD Seal-ზე, რომელსაც ერთი სრული დამუხტვით 700 კილომეტრის გავლა შეეძლება.

BYD Seal

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური მწარმოებელი ინდოეთში 2023 წლის განმავლობაში სადილერო ქსელის გაორმაგებას გეგმავს. BYD-მა ინდოეთში საკუთარი პირველი სამგზავრო ელექტრომობილი გასული წლის ოქტომბერში წარადგინა.

ავტომწარმოებელი 2023 წელს ინდოეთში საკუთარი მეორე ელექტრომობილის, Atto 3 e-SUV-ის 15,000 ერთეულის გაყიდვას გეგმავს. საინტერესოა, რომ ინდოეთის საავტომობილო სექტორში ჩინური ინვესტიციების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ეს კი გარკვეული წრეების კრიტიკას იმსახურებს ჩინეთსა და ინდოეთს შორის სასაზღვრო შეტაკებების გამო.

ამჟამად ინდოეთში ელექტრიფიკაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ქვეყნის ბაზარზე ადგილობრივ მწარმოებლებთან და ლიდერებთან, Tata Motors-სა და Mahindra-სთან ერთად, ჩინური BYD-ი და კორეული Kia-ც ცდილობენ გააქტიურებას.

BMW-ს ///M დივიზიამ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა

კომპანია BMW-ს ///M ანუ Motorsport დივიზიამ გასულ 2022 წელს 177,000 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც 8.4%-ით მეტია წინა წლის შედეგზე და კომპანიის არსებობის ისტორიაში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

BMW-m.com

1972 წელს მიუნხენში დაფუძნებული Motorsport-ი BMW-ს კონგლომერატის შვილობილი კომპანიაა, რომელიც პრემიუმ-კლასის, მაღალი სიმძლავრისა და დინამიკურობის ავტომობილებს აწარმოებს. გარდა ამისა, BMW-ს სარბოლო ავტომობილებისა და ბოლიდების შექმნაზეც სწორედ ///M დივიზია მუშაობს.

BMW-ს მოდელების იერარქიაში Motorsport-ი მაქსიმალურ სიმძლავრეს და ტექნოლოგიურობას გულისხმობს, რის გამოც აღნიშნული მოდელები საბაზო ვერსიებთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო ძვირად ფასობენ. ცნობისთვის, ///M-ის ძირითად კონკურენტებს Mercedes-ის AMG და Audi-ს RS სერიები წარმოადგენენ.

///M-ის წარმატების მიუხედავად, 2022 წელი კომპანია BMW-სთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა, გაყიდვების საერთო მოცულობა 4.8%-ით შემცირდა, რაც უმეტესწილად მსოფლიო მასშტაბით გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობით იყო განპირობებული.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს Motorsport-მა 50 წლის იუბილე იზეიმა და მსოფლიოს რამდენიმე ახალი მოდელიც წარუდგინა, მათ შორის იყო: ჰიბრიდული V8 ძრავით აღჭურვილი სუპერ-SUV – XM; ლეგენდარული 3.0 CSL-ის თანამედროვე რეინკარნაცია და რამდენიმე ელექტრომობილიცა და ლიმიტირებული სერიის CS მოდელიც.

Lucid-მა 2022 წელს მოსალოდნელზე მეტი ელექტრომობილი აწარმოვა

2022 წელს ელექტრომობილების მწარმოებელმა, Lucid-მა მოსალოდნელზე ცოტათი მეტი, 7,100 ერთეული ავტომობილი აწარმოვა. კომპანიის მოლოდინები წარმოებასთან დაკავშირებით, აგვისტოში 6,000-7,000-ით შემოიფარგლებოდა. აღნიშნული ამბის გავრცელების შემდეგ კი კომპანიის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 5%-ით გაიზარდა.

Lucid Motors

განსაკუთრებით ნაყოფიერი ამერიკული მწარმოებლისათვის მეოთხე კვარტალი აღმოჩნდა. კომპანიამ არიზონის ქარხანაში მეოთხე კვარტალში 3,493 ავტომობილის წარმოება შეძლო. მეოთხე კვარტალის წარმოების მაჩვენებელი კი 53%-ით მეტი აღმოჩნდა მესამე კვარტალის მონაცემებზე.

საინტერესოა, რომ წარმოებული ავტომობილებიდან Lucid-მა 2022 წელს მომხმარებლებისათვის მხოლოდ 4,369 ერთეულის მიწოდება შეძლო. წლის დასაწყისში Lucid-ს 20,000 ერთეული Air მოდელის წარმოება ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა სამიზნე წარმოების მაჩვენებელი ორჯერ, თებერვალსა და აგვისტოში სხვადასხვა მიზეზის გამო შეიცვალა.

Previous Post

Does Georgia Still Have an Opportunity to Obtain a EU candidate Status?

Next Post

2022 წელს ყველაზე ცუდი შედეგების მქონე კომპანიების რეიტინგი

დავით ბერაძე

Next Post
2022 წელს ყველაზე ცუდი შედეგების მქონე კომპანიების რეიტინგი

2022 წელს ყველაზე ცუდი შედეგების მქონე კომპანიების რეიტინგი

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result