რა გაძვირდა ყველაზე მეტად 2022 წელს?

წასაკითხი დრო 1 წუთი
წასაკითხი დრო 1 წუთი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ -0.3% შეადგინა, ხოლო ჯამში 2022 წლის წლიური ინფლაციის დონე 9.8%-ია.

2022 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად – 16.3%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები, რომლებიც 15.8%-ით გაძვირდა. 14.8%-ით გაძვირდა რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურება.

თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 84%-ით სიმინდის ფქვილი გაძვირდა. შემდეგ მოდის ხახვი, რომელიც 64%-ით გაძვირდა. კარტოფილი 47%-ით გაძვირდა, სარეცხი საპონი 43%-ით. 37%-ით გაძვირდა ბინის დაქირავება.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ყველაზე მეტად – 46%-ით, კომბოსტო გაიაფდა.

საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება გაძვირების %
სიმინდის ფქვილი 84%
ხახვი 64%
კარტოფილი 47%
სარეცხი საპონი 43%
საზამთრო 39%
ვაფლი კრემით 38%
ბინის დაქირავების ღირებულება 37%
ნამცხვარი 36%
საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა 34%
პომიდორი 34%
მდოგვი 33%
რვეული 33%
რძის შემცველი პროდუქტი 33%
მუზეუმის ბილეთი 31%
საღეჭი რეზინა 30%
ტომატ-პასტა 29%
სასკოლო სახელმძღვანელო 29%
მინერალური წყალი 28%
წიწაკა 27%
ლიმონი 26%

წყარო: საქსტატი

More to read