Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„მწვანე“ ეკონომიკის შეჯამება – 2022 წლის მნიშვნელოვანი ამბები

by Salo Papalashvili
January 24, 2023
in Forbes GREEN, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
„მწვანე“ ეკონომიკის შეჯამება – 2022 წლის მნიშვნელოვანი ამბები
0
SHARES
0
VIEWS

2022 წელი მწვანე ეკონომიკის მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესო და დატვირთული აღმოჩნდა: დაწყებული ახალი კანონმდებლობებით, დასრულებული ტექნოლოგიური განვითარებით, რაც სამომავლოდ განახლებადი ენერგიის წარმოებას რადიკალურად შეცვლის. 2022 წლის შემაჯამებელ მიმოხილვაში ყველაზე მნიშვნელოვან „მწვანე“ მოვლენებს შეგახსენებთ.

EU-მ ნახშირბადის პირველ სასაზღვრო ტარიფზე შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირმა ნახშირბადის პირველ სასაზღვრო ტარიფზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია. მსოფლიოში ნახშირბადის სასაზღვრო ტარიფის პირველი სქემა გადასახადს რკინის, ფოლადის, ცემენტის, სასუქების, ალუმინისა და ელექტროენერგიის იმპორტზე დააწესებს. ევროკავშირში აღნიშნული საქონლის იმპორტის შემთხვევაში, კომპანიებს CO2 გამონაბოლქვის ასანაზღაურებლად სერტიფიკატების ყიდვა მოუწევთ. სქემის მიხედვით, CO2-ის ემისიებისთვის გადასახადი ევროკავშირის შიდა ინდუსტრიებისა და საზღვარგარეთის ფირმებისთვის მსგავსი იქნება. ცნობისთვის, ევროკავშირის ინდუსტრიებს მათ მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვისთვის EU-ს ნახშირბადის ბაზრიდან ნებართვების შეძენა უკვე უწევთ. გადასახადი ევროკავშირის ინდუსტრიებს კონკურენციისგან დაიცავს, რომელსაც სუსტი გარემოსდაცვითი წესების მქონე ქვეყნების მიერ წარმოებული იაფი საქონელი ქმნის.

ბაიდენმა კლიმატის ცვლილებისა და ინფლაციის შემცირების რეკორდული $437-მილიარდიანი აქტი დაამტკიცა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ინფლაციის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ მიმართულ $437-მილიარდიან აქტს, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ამ მიმართულებით დამტკიცებული ყველაზე ძვირად ღირებული კანონპროექტია. „ინფლაციის შემცირების აქტის“ თანახმად განახლებადი ენერგიისა და სათბური აირების ემისიების შემცირებისთვის ქვეყანა $369 მილიარდს გამოყოფს. „ინფლაციის შემცირების აქტი“ აფართოებს საგადასახადო შეღავათებს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია განახლებადი ენერგიისთვის.  ამ აქტით ახალი სტიმულებიც შეიქმნება ინვესტიციებისთვის სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებსა და ენერგიის გამომუშავებაში.

ევროპარლამენტმა ბუნებრივი აირისა და ბირთვულ ინვესტიციებს „მწვანე“ სტატუსი მიანიჭა

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის წესებს, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურებსა და ბუნებრივ აირში ინვესტიციებს კლიმატმეგობრულად აღიარებს. ახალი კანონი 2023 წლიდან ევროკავშირის „ტაქსონომიის“ წესებში ბუნებრივ აირსა და ატომურ ელექტროსადგურებს დაამატებს. შედეგად, ინვესტორებს მათში, უკვე როგორც „მწვანე“ პროექტებში, თანხის დაბანდება შეეძლებათ. ცნობისთვის, ბირთვული ენერგია თავისუფალია CO2 ემისიისგან, მაგრამ რადიოაქტიურ ნარჩენებს წარმოქმნის. მხარდამჭერები, მათ შორის საფრანგეთი, ბირთვულ ენერგიას ემისიების შემცირების მიზნის მიღწევისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას ანიჭებენ.

პირველად ევროკავშირი მის ნახშირბადის ბაზარზე საზღვაო გადაზიდვებს დაამატებს

პირველად ევროკავშირი მის ნახშირბადის ბაზარზე საზღვაო გადაზიდვებს დაამატებს, რის შემდეგაც გემებს ნახშირბადის გამონაბოლქვისთვის გადასახადის გადახდა მოუწევთ. საზღვაო გადაზიდვების სექტორი ამ დრომდე თავს არიდებდა ნახშირბადის ბაზარს, თუმცა ეს ყველაფერი 2024 წლიდან შეიცვლება, როდესაც საზღვაო გადამზიდავ კომპანიებსაც მოუწევთ  ევროკავშირის ნებართვების შეძენა მათი ემისიების 40%-ის დასაფარად, რომლებიც 2025 წელს – 70%-მდე, ხოლო 2026 წელს 100%-მდე გაიზრდება. შეთანხმება, ევროკავშირის მასშტაბით, საზღვაო მოგზაურობიდან გამოყოფილ ნახშირორჟანგის, მეთანისა და აზოტის დიოქსიდის ემისიას შეეხება. შეთანხმება ევროკავშირის ტერიტორიაზე დაწყებული და დასრულებული საერთაშორისო მოგზაურობების 50%-საც მოიცავს, რაც ქვეყნების საზღვრებს შორის დაბინძურების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ევროკავშირი 2035 წლიდან წიაღისეულ საწვავზე მომუშავე მანქანებზე აკრძალვას აწესებს

ევროკავშირი 2035 წლიდან ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ახალი მანქანების გაყიდვას აკრძალავს. ევროკავშირის, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის მომლაპარაკებლები ავტომწარმოებლების მიერ, 2035 წლისთვის, CO2-ის 100%-ით შემცირების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. გარიგება 2030 წლისთვის გაყიდული ახალი მანქანებისთვის, 2021 წლის დონესთან შედარებით, CO2-ის ემისიების 55%-ით შემცირებასაც ითვალისწინებს, რაც თავდაპირველ 37.5%-იან მიზანზე გაცილებით მაღალია. მცირე ზომის ავტომწარმოებლებისთვის, რომლებიც წელიწადში 10,00 ავტომობილზე ნაკლებს აწარმოებენ, ნულოვანი გამონაბოლქვის სამიზნედ 2036 წელი განისაზღვრა.

გაეროს ქვეყნებმა პლასტიკური ნარჩენების შესახებ პირველი გლობალური ხელშეკრულება შეიმუშავეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, 175 ქვეყნის წარმომადგენლები ერთხმად შეთანხმდნენ მსოფლიოში პირველი გლობალური ხელშეკრულების შემუშავებაზე, რომელიც პლასტმასის ნარჩენების შეზღუდვას შეუწყობს ხელს. იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმება ეხება „პლასტმასის სრულ სასიცოცხლო ციკლს“, მისი წარმოებიდან – გამოყენებამდე. ხელშეკრულება პლასტმასით დაბინძურების შეზღუდვასთან ერთად, სათბური გაზების გამოყოფასაც შეამცირებს. ცნობისთვის, ყოველწლიურად 12 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასის ნარჩენი მიედინება მსოფლიო ოკეანეებში, რაც 2040 წლისთვის შესაძლოა, გასამმაგდეს. გარდა ამისა, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის 2021 წლის შეფასებით, მსოფლიოში პლასტმასის 10 პროცენტზე ნაკლები გადამუშავდა.

დანია გაეროს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაციის გადახდის პირობა დადო

დანია განვითარებად ქვეყნებს მიყენებული კლიმატური ზარალის კომპენსაციას დაჰპირდა და 100 მილიონი დანიური კრონის ($13.4 მილიონი) გამოყოფის პირობა დადო. შესაბამისად, დანია გაეროს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი რეგიონების მოსახლეობას „ზარალისა და ზიანის“ კომპენსაციის გადახდა შესთავაზა. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, 35 მილიონი დანიური კრონი (€4.7 მილიონი) ფრანკფურტში, გერმანიაში დაფუძნებულ ორგანიზაციას გადაეცემა, რომელიც უშუალოდ ღარიბ ქვეყნებს ეხმარება. გარდა ამისა, დამატებით 32.5 მილიონი დანიური კრონი (€4.4 მილიონი) სამინისტროს „სამოქალაქო საზოგადოებასთან სტრატეგიულ პარტნიორობას“ გადაეცემა, რომელიც კლიმატთან დაკავშირებული ზარალისა და ზიანის საკითხებზე მუშაობს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საჯელის რეგიონს, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის საჰარას უდაბნოს მოიცავს.

გაერომ არქტიკის რეკორდული ტემპერატურა ოფიციალურად დაადასტურა

გაერომ გასულ წელს ციმბირში დაფიქსირებული 38 გრადუსი, არქტიკის ახალ რეკორდულ ტემპერატურად ოფიციალურად დაასახელა. რუსეთის ქალაქ ვერხოიანსკში, 2020 წლის 20 ივნისის რეკორდულად მაღალი სიცხე, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის განცხადებით, ყველაზე მაღალი ტემპერატურაა, რაც ოდესმე არქტიკული წრის ზემოთ დაფიქსირებულა. გაეროს სააგენტოს განმარტებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც WMO-მ რეკორდული სიცხე ექსტრემალური ამინდის ანგარიშების არქივში დაამატა და თან ეს ყველაფერი გლობალურად ტემპერატურის რეკორდული პიკების უპრეცედენტო ტალღის ფონზე მოხდა. 20 ივნისს დაფიქსირებული ტემპერატურა, რომელიც სააგენტოს აღნიშვნით ხმელთაშუა ზღვას უფრო შეეფერება, ვიდრე არქტიკას, მეტროსადგურზე, განსაკუთრებით გახანგრძლივებული ციმბირის სიცხის დროს გაიზომა.

ევროკავშირში მიმდინარე წელს მზისა და ქარის წყაროებიდან გამომუშავებულმა ენერგიამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ანალიტიკური ცენტრების, E3G-ისა და Ember-ის მონაცემებით, 2022 წლის მარტიდან მზისა და ქარის წყაროებიდან გამომუშავებულმა ენერგიამ ევროკავშირის სრული ელექტროენერგიის რეკორდული 24% შეადგინა. მარტის შემდგომ ევროკავშირის 19-მა წევრმა ქვეყანამ ქარისა და მზის წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოებაში რეკორდულ ნიშნულებს მიაღწია. მათ შორის, წლიური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (+48.5% 2021 წელთან შედარებით) პოლონეთში, ხოლო აბსოლუტური გამომუშავების ყველაზე დიდი ზრდა (7.4 ტერავატსაათი) ესპანეთში დაფიქსირდა.

შეიქმნა სისტემა, რომელიც მზის ენერგიას თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ინახავს

შვედეთის „ჩალმერის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის“ მკვლევრებმა ახალი სისტემა შეიმუშავეს, რომელიც მზის ენერგიას თხევადი სახით თვრამეტ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავს. შანხაის „ძიაო ტონგის უნივერსიტეტთან“ (SJTU) თანამშრომლობით, მოწყობილობა, თერმოელექტრული გენერატორის გამოყენებით, უკვე შემოწმდა და დადასტურდა, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნისამებრ გამომუშავება შეუძლია. სისტემა წყალბადის, ნახშირბადისა და აზოტის სპეციალურად შემუშავებული მოლეკულების გამოყენებით შეიქმნა. მოლეკულებზე მზის სხივების დაცემით, ატომები მოლეკულებს ენერგიით მდიდარ იზომერებად აქცევს, რომლებიც თხევადი სახით თვრამეტ წელს ინახება.

ახალი ტექნოლოგიით, მზის ენერგიის გამომუშავება ღამითაც შესაძლებელი გახდება

University of New South Wales-ის (UNSW) მეცნიერებმა ღამით დედამიწიდან წამოსული ენერგიის „დაჭერის“ ახალ გზას მიაგნეს. ნახევარგამტარის სახეობის „თერმორადიაციული დიოდის“ გამოყენებით დაჭერილი დედამიწიდან გასული გამოსხივება ელექტროენერგიად გარდაიქმნება. როგორც ნორმალური, ასევე ღამის მზის სხივები ცხელიდან ცივ ადგილებში მიმართული ენერგიის ნაკადზეა დამოკიდებული.  ნორმალური მზის ენერგიით, მზე ცხელ წყაროს, ხოლო შედარებით გრილი მზის პანელი დედამიწის ზედაპირზე ცივ შთანთქმას უზრუნველყოფს, რაც ელექტროენერგიის წარმოების საშუალებას იძლევა. „ღამის მზის“ ენერგია კვლავ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. UNSW-ის მკვლევრების მიერ წარმოებული ენერგიის რაოდენობა საკმაოდ მცირე, მზის ენერგიაზე მომუშავე ჩვეულებრივი უჯრედის დაახლოებით 0.001%-ის ეკვივალენტურია. თუმცა სწორი ინვესტირებით, ტექნოლოგიას მზის ენერგიის ელემენტის მიერ წარმოებული ენერგიის დაახლოებით 10%-ის წარმოება შეეძლება.

EBRD საქართველოში, პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში $13.8 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში $13.8 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ შეთავაზებული $80 მილიონის „მწვანე“ უზრუნველყოფილი ობლიგაციები, ქვეყანაში ყველაზე დიდი კორპორაციული ტრანზაქციაა. ხუთწლიანი ვადის მქონე, აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების ნომინალური პროცენტული შემოსავალი 7%-ია. ობლიგაციების გამოცემის მხარდამჭერთა შორისაა ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკი (FMO), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).

Previous Post

თურქეთში შენობებში განახლებადი ენერგიის გამოყენება სავალდებულო ხდება

Next Post

Pocket Option: ტრეიდინგს შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა

Salo Papalashvili

Next Post
Pocket Option: ტრეიდინგს შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა

Pocket Option: ტრეიდინგს შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

with game name and relevant LSI keywords. Need 10-12 sections, each at least 200 words. Use for main sections and for subsections. Use tags for all paragraphs. Use lists and bullet lists. Must not use all facts. Choose one dominant player behavior pattern: options: short, high-intensity sessions focused on quick outcomes; mobile gameplay during brief, repeated visits; controlled risk-taking with frequent small decisions; progression-oriented play with increasing confidence over time; cautious exploration by new users without incentives. We need to pick one and stick consistently. We should pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” or “mobile gameplay during brief, repeated visits”. The prompt says “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” maybe fits AviaMasters. But we have to incorporate mobile gameplay. We could pick “short, high-intensity sessions focused on quick outcomes” as the pattern. That implies player bets small amounts, quick rounds, fast decision making. We’ll talk about quick sessions. But we need to ensure we mention AviaMasters at least first or second paragraph. And use AviaMasters keyword in plain text. We must avoid too long paragraphs >150 words per block. We need at least 2 bullet lists per 700 words. We have about 1900 words, so at least 4 bullet lists? The requirement: “There should be at least two bullet list or numbered list for every 700 words of content and there shouldn’t be more than 150 words of plain text in a row.” So with 1900 words (~1900/700 = 2.7). So at least 3 bullet lists? Let’s aim for 4 bullet lists across article to be safe. Use lists. We must avoid bold text; no bold formatting. Add call to action at final conclusionary section title, not a conclusion but call to action. For example: Avia Masters Ready to Take Off? but with call to action phrase. We must not summarize everything; pick random facts. We’ll write ~1900 words. Let’s outline sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure (intro) 2. Game Setup: Quick Wins in Minutes 3. The Flight Loop: How Rapid Decisions Shape Outcomes 4. Speed Settings: Choosing Your Risk Pulse 5. Multipliers & Rockets: Tiny Moments That Make Big Impact 6. Mobile Play: Gaming on the Go 7. Demo vs Real Money: Test Your Strategy Fast 8. Player Stories: Short Sessions That Spark Joy 9. Risk Management in Quick Rounds 10. Auto Play Mode: Automate the Rush 11. Celebrations & Rewards: The Thrill of Immediate Wins 12. Ready to Take Off? (call to action) Each section >200 words, so 12*200=2400 words, but we need 1800-2000 words, so maybe 10-11 sections of ~180 each? Actually each section must be at least 200 words; so 10 sections of 200 = 2000 words; but we have 12 sections would exceed 2400. So we need fewer sections or keep each around 170-180? Wait requirement: “The article should consist of 10-12 sections, each section should contain at least 200 words.” So we need at least 10 sections of >=200 words; max 12 sections but each >=200 words. So if we do 10 sections of 200 words =2000 words. Acceptable between 1800-2000; 2000 is okay but at upper bound. Let’s aim for 10 sections exactly, each about 190-210 words. That yields ~1900-2100. We’ll target ~1900. Thus we need 10 sections. Sections: 1. AviaMasters: A Skyward Crash Adventure 2. Quick Session Flow: From Bet to Landing 3. Speed Choices: Managing Intensity on the Fly 4. Multipliers & Rockets: The Pulse of the Game 5. Mobile‑First Design: Playing Anywhere 6. Demo Mode: Zero‑Risk Experimentation 7. Player Tales: Short‑Burst High‑Intensity Wins 8. Bankroll Discipline: Keeping It Tight 9. Auto Play Features: Ride the Momentum 10. Ready to Take Off? (Call to action) Need at least two bullet lists per 700 words; With ~1900 words, about 3 bullet lists needed but we can add maybe four bullet lists across sections. Ensure no more than 150 words of plain text in a row; use lists and subheadings. Let’s craft each section ~190-200 words. We must insert lists in various sections. Also must use tags for all paragraphs. We’ll maintain headings , , and as needed. No bold formatting. Let’s produce final article. Check word count roughly: Section 1: ~210 Section 2: ~200 Section 3: ~190 Section 4: ~190 Section 5: ~190 Section 6: ~190 Section 7: ~190 Section 8: ~190 Section 9: ~190 Section10: ~190 Total ~1,950 words. Ok. Will include some facts randomly e.g., RTP, max multiplier, hits etc but not all. Will mention AviaMasters in first paragraph (plain text). Good. Let’s write now.AviaMasters Crash Game – Quick, Thrilling Rounds for the Mobile‑Ready Player

June 13, 2026

Bet On Red: Miejsce, do którego się wraca dla szybkiej, dynamicznej rozgrywki kasynowej

June 13, 2026

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result