Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: ცნობილი სახეები, რომელთა კარიერამაც 2022 წელს კრახი განიცადა

by Salo Papalashvili
December 30, 2022
in ბიზნესი, კულტურა, მილიარდერები, მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
Forbes: ცნობილი სახეები, რომელთა კარიერამაც 2022 წელს კრახი განიცადა
0
SHARES
0
VIEWS

2022 წელს ცნობილი ადამიანების კარიერული კრახისა და რეპუტაციის შესუსტების არაერთი ფაქტი ვიხილეთ. თაღლითობაში ბრალდებული ბიზნესმენები, თანამდებობის დატოვებები თუ ფიზიკური დაპირისპირება მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ ინციდენტების, რამაც ამერიკული Forbes-ის სიაში მოხვედრილი ადამიანების რეპუტაციაზე რადიკალური გავლენა მოახდინა.

აღსანიშნავია, რომ გამოცემის მიერ შედგენილ სიაში არ მოხვდნენ ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები, რომელთა კომპანიის აქციები და, შესაბამისად, ქონებაც, 2022 წელს მართალია მკვეთრად შემცირდა, თუმცა რადიკალური დასკვნების გამოტანა ჯერ კვლავ ნაადრევია. ასეთია, მაგალითად, მარკ ცუკერბერგი, რომელიც მილიარდიან ინვესტიციებს ახორციელებს მეტავერსის განვითარებაში, მიუხედავად შემცირებული შემოსავლებისა და კრიტიკოსთა ნეგატიური დამოკიდებულებისა. Forbes-ის სიაში ვერ შევხვდებით პოლიტიკოსებსაც, გარდა იმ ისტორიული შემთხვევისა, რომელიც 2022 წელს გაერთიანებულ სამეფოში მოხდა.

 

სემ ბენკმენ-ფრიდი, FTX-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

სემ ბენკმენ-ფრიდი, რომლის რეპუტაცია 2022 წელს თაღლითობასთან დაკავშირებულმა ბრალდებებმა მნიშვნელოვნად შეარყია, კრიპტობირჟა FTX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. სემი ერთი წლის წინ $26.5 მილიარდს ფლობდა, ამ ეტაპისთვის კი, როგორც თავად ამბობს, მისი ქონება $100,000-მდეა შემცირებული. ბენკმენ-ფრიდს პროკურატურა 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა, მათ შორის იყო: ფულის გათეთრება, ფინანსური რეგულაციების დარღვევა, ანგარიშგების წარმოების პროცედურების დარღვევა, ფინანსური თაღლითობა, კლიენტების აქტივების მითვისება და ფინანსების არამიზნობრივი განკარგვა. ნიუ-იორკის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბენკმენ-ფრიდი ციხიდან 250 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბობ ჩაპეკი, Walt Disney Company-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

Walt Disney Company-ის აღმასრულებელი დირექტორი 2022 წელს თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მის პოზიციაზე კი მისი წინამორბედი და ბევრისთვის შეუცვლელი CEO ბობ აიგერი დააბრუნეს. თავად ჩაპეკის სახელს, Disney-ის კვარტალური შემოსავლების შემცირებასთან, ერთად რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი უკავშირდება. მათ შორის იყო მსახიობ სკარლეტ იოჰანსონის სარჩელი, „შავი ქვრივის“ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სადაც მისი ხელფასი საჯარო გახდა.

ემბერ ჰერდი, მსახიობი

2022 წელს საზოგადოების ყურადღება ემბერ ჰერდსა და მის ყოფილ მეუღლე ჯონი დეპს შორის მიმდინარე სასამართლო დავისკენ იყო მიმართული. სასამართლო განხილვაში, რომელიც საბოლოოდ დეპის გამარჯვებით დასრულდა, მსახიობი ჰერდს 2018 წელს გამოქვეყნებულ ოპედში განზრახ ცილისწამებაში სდებდა ბრალს. სასამართლოების დასრულების შემდეგ დეპის რეპუტაცია საკმაოდ მალევე აღდგა: მსახიობმა ჯეფ ბექთან ალბომი დააანონსა, ფილმ Jeanne Du Barry-ში ლუი XV-ის როლზეც დამტკიცდა, გამოჩნდა რიანას მოდების ჩვენებაზე და ა.შ. ამის პარალელურად კი ჰერდის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია და თაყვანისმცემლები კვლავ ელიან პასუხს კითხვაზე: წაიშლება თუ არა მისი მონაწილეობით გადაღებული სცენები ფილმ Aquaman-ის გაგრძელებაში.

ელიზაბეთ ჰოლმსი, Theranos-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

Theranos-ის დამფუძნებელი ელიზაბეთ ჰოლმსი კალიფორნიის სასამართლომ თაღლითობაში და ინვესტორების განზრახ მოტყუებაში დამნაშავედ ცნო. საქმის პროკურორის განმარტებით, ჰოლმსმა განზრახ იცრუა ტექნოლოგიის შესახებ, რომელსაც სისხლის რამდენიმე წვეთის ლაბორატორიული კვლევით დაავადებების აღმოჩენა შეეძლო. ნოემბერში სასამართლომ ბიოტექნოლოგიური სტარტაპის, Theranos-ის დამფუძნებელ ელიზაბეტ ჰოლმსს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ტრევორ მილტონი, Nikola-ს დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

მილტონის მიერ დაარსებული კომპანია Nikola, სატვირთო მანქანების ინდუსტრიის Tesla-დ გადაქცევას გეგმავდა. მილტონი 2020 წელს, Nikola-ს აქციების საჯარო შეთავაზების შემდეგ გამდიდრდა, რის შედეგადაც კომპანიის ღირებულებამ ისეთ ცნობილ ბრენდს გადაასწრო, როგორიცაა Ford-ი. თუმცა მილტონმა თანამდებობა იმავე წელს დატოვა, 2022 წელს კი თაღლითობასთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტზე წაუყენეს ბრალი. პროკურორების მტკიცებით, მილტონი ინვესტორებს ცრუ დაპირებებით ხიბლავდა, რომ მისი კომპანია სამომავლოდ მწვანე წყალბადის წარმოებას შეძლებდა.

ილონ მასკი, დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – Twitter-ი, Tesla, SpaceX-ი

2022 წელს მილიარდერ ილონ მასკის სახელი უფრო მეტად მის $44-მილიარდიან შენაძენს, სოციალურ ქსელ Twitter-ს უკავშირდებოდა. მასკმა პლატფორმა ოქტომბრის ბოლოს შეიძინა, მალევე კომპანიიდან გაათავისუფლა თანამშრომელთა დიდი ნაწილი, მათ შორის მაღალი რანგის პირები, ამასთან ერთად კი სოციალური ქსელის პოლიტიკის რადიკალურ ცვლილებებსაც მიმართა და რამდენიმე ჟურნალისტის ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ, პლატფორმაზე სხვა სოციალური მედიის პლატფორმების უფასო რეკლამირება აკრძალა.

ილონ მაკსმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ კომპანია Twitter-ი გაკოტრებისაკენ მიმავალ გზაზეა, ამის შემდეგ კი პლატფორმაზე საჯარო გამოკითხვა წამოიწყო და აღნიშნა, რომ CEO-ს თანამდებობიდან გადადგომის საკითხს პლატფორმის მომხმარებლებს მიანდობდა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელთა 57.5%-მა მასკის შეკითხვას, „უნდა გადავდგე თუ არა Twitter-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან“, მხარი დაუჭირა, ყველა მილიარდერის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ამის პარალელურად კი მცირდება როგორც მისი ქონება, ასევე Tesla-ს აქციების ფასი, მას შემდეგ, რაც ინვესტორებმა ეჭვქვეშ დააყენეს მასკის შესაძლებლობა, Twitter-ის შესყიდვის შემდეგ კვლავ ისეთივე წარმატებით მართოს ელექტრომობილების კომპანია, როგორითაც ამას ოქტომბრამდე აკეთებდა.

უილ სმიტი – მსახიობი, მუსიკოსი, პროდიუსერი

მსახიობი და პროდიუსერი საზოგადოების ინტერესის სფეროში განსაკუთრებით „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ მოექცა, როდესაც სმიტმა სცენაზე, პირდაპირ ეთერში, კომიკოს კრის როკს სახეში გაარტყა. შედეგად, სმიტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა და კინოხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ მას ყოველწლიურ გალა-ღონისძიებაზე, ისევე როგორც აკადემიის სხვა ღონისძიებებზე დასწრება, ათი წლით აუკრძალა.

დენიელ სნაიდერი, Washington Commanders-ის მფლობელი

სნაიდერი და მის მფლობელობაში არსებული ფრენჩაიზი წლების განმავლობაში რიგი ბრალდებების ობიექტს წარმოადგენდა: დაწყებული სამსახურში სექსუალური შევიწროების ბრალდებებით, დასრულებული NFL-ისგან 10 მილიონი დოლარის ჯარიმითა და გუნდის ყოველდღიური ოპერაციების მართვის თანამდებობაზე მისი მეუღლის დანიშვნით. თებერვალში  სნაიდერი მარკეტინგის მენეჯერმა სექსუალურ შევიწროებაშიც დაადანაშაულა, მას ასევე ემუქრება რამდენიმე სამოქალაქო სარჩელი, გამოძიება ან ჯარიმა ადგილობრივი ოფიციალური პირებისგან ვაშინგტონში, მერილენდსა და ვირჯინიაში.

ლიზ ტრასი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი 45-დღიანი მმართველობის შემდგომ თანამდებობიდან გადადგა. აღსანიშნავია, რომ მისი პრემიერობის ვადა ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა. ტრასის განაცხადებით, მან ვერ შეძლო იმ მანდატის შესრულება, რომლითაც იგი კონსერვატიული პარტიის ლიდერად აირჩიეს. გადადგომამდე ტრასმა მისი ეკონომიკური გეგმის ჩავარდნის გამო ბოდიშიც მოიხადა.

კანიე უესტი, მომღერალი

2022 წელს კანიეს რეპუტაციასთან ერთად, მომღერლის ბიზნესკავშირებმა და ქონებამაც მნიშვნელოვანი კრახი განიცადა. ოქტომბერში კანიემ Yeezy-ის მოდების ჩვენებაზე White Lives Matter-ის მაისური ჩაიცვა და Black Lives Matter-ს „თაღლითობა“ უწოდა. ამასთან ერთად, მომღერალმა LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარ არნო, დიზაინერის ვირჯილ აბლოს მკვლელობაში დაადანაშაულა, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა. ამ ყველაფერს კი ჰილტერის შესახებ კანიეს განცხადებაც დაერთო, სადაც მომღერალმა მის დადებით მხარეებზე ისაუბრა. საბოლოოდ, სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელმა ბრენდმა, Adidas-მა ამერიკელ მუსიკოსთან და დიზაინერთან, კანიე უესტთან თანამშრომლობა შეწყვიტა, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Balenciaga-მაც, მომღერალმა კი მილიარდერის სტატუსი დაკარგა.

Previous Post

გაუტამ ადანი: ინდოეთი მშპ-ს ყოველ 12-18 თვეში $1 ტრილიონს შემატებს

Next Post

თურქეთში შენობებში განახლებადი ენერგიის გამოყენება სავალდებულო ხდება

Salo Papalashvili

Next Post
თურქეთში შენობებში განახლებადი ენერგიის გამოყენება სავალდებულო ხდება

თურქეთში შენობებში განახლებადი ენერგიის გამოყენება სავალდებულო ხდება

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026

Recent News

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

NV Casino: Rask gevinst og Høy‑intensitet spilleautomater for Mobile Gamblers

June 12, 2026

BDM Bet: Azione da Casinò Quick‑Fire per il Giocatore Moderno

June 12, 2026

NV Casino: Câștiguri rapide și acțiune rapidă în lumea sloturilor și jocurilor live

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result