Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ყველაზე მოთხოვნადი კადრები ქართულ ბაზარზე

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
ყველაზე მოთხოვნადი კადრები ქართულ ბაზარზე
0
SHARES
0
VIEWS

სოციალური მომსახურების სააგენტომ, ევროკავშირის დახმარებით, პირველად ჩაატარა ვაკანსიების მონიტორინგი. კვლევის შედეგებით ჩანს, რომ როგორც თბილისის, ისე რეგიონების მასშტაბით ძირითადი მოთხოვნა არის დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე კადრებზე. ფაქტიურად ყველა რეგიონში გასული, მიმდინარე და მომავალი ვაკანსიების ჩამონათვალში რაოდენობით ლიდერობს მშენებლობისა და მომსახურების სექტორებში არაკვალიფიციური მუშების ვაკანსიები. ერთადერთი განსხვავება ამ თვალსაზრისით არის მასშტაბში – თბილისში ვაკანსიების რაოდენობა გაცილებით მაღალია, ვიდრე რეგიონებში მთლიანად. 

ვაკანსიების 58%-ის შემთხვევაში დამსაქმებლები ითხოვენ ბაზისურ განათლებას, 25%-ის შემთხვევაში პროფესიულ განათლებას, 9%-ის შემთხვევაში უმაღლეს განათლებას, ხოლო 8%-ის შემთხვევაში განათლებას მნიშვნელობა არა აქვს. 

კვლევის მიხედვით,  კადრის აყვანისას დამსაქმებელი ხშირად აყენებს გადაჭარბებულ მოთხოვნებს, როგორც განათლების ცენზის, ასევე ზოგადი უნარების ფლობის თვალსაზრისით. მაგალითად, ითხოვს უმაღლეს განათლებას და ლიდერობის/კრიტიკული აზროვნების უნარებს არაკვალიფიციური მუშების შემთხვევაში. ამასთანავე, სპეციფიკური უნარები, რომლებიც ამოსავალია კადრის რელევანტურობის შესაფასებლად, უმრავლეს შემთხვევაში განუსაზღვრელია. 

პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია თითოეული რეგიონის შემთხვევაში და განსხვავდება რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე. დეფიციტურ პროფესიებში ჭარბობს სწორედ პროფესიული განათლების მქონე პოზიციები. 

“აღსანიშნავია, რომ ვაკანტური პოზიციების შევსების პრობლემა ძირითადად ორი ტიპის დეფიციტით არის განპირობებული. არსებობს პოზიციები, რომლებიც ვერ ივსება შესაბამისი განათლების/პროფესიის მქონე კადრის ნაკლებობის ან არარსებობის გამო (მაგ. გურიაში ქიმიკოსის შემთხვევა) ან იმის გამო რომ კადრი დაბალკვალიფიციურია (მაგ. მიმტანები და ბუღალტრები). თუმცა, ამავდროულად არსებობს პოზიციები, რომელთა შევსება ვერ ხერხდება დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული მძიმე სამუშაო პირობების გამო (დაბალი ხელფასი უმთავრესი მიზეზია). ეს უკანასკნელი, როგორც წესი, მოიცავს დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე პოზიციებს, როგორიცაა სანიტრები, ბარმენები, არაკვალიფიციური მუშები და სხვა“, – ნათქვამია კვლევაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა. რომ დაბალი ანაზღაურების გამო დამსაქმებლებს უჭირთ გარკვეული პოზიციების შევსება, ისინი არ გეგმავენ ხელფასის გაზრდას და პრობლემის მოგვარებას უფრო დაბალკვალიფიციური კადრის აყვანით ან მათი სხვა რეგიონიდან ჩამოყვანით ცდილობენ. 

თბილისში ბოლო 6 თვის განმავლობაში გამოცხადებულ ვაკანსებს შორის (ჯამში 5674 ვაკანსია) რაოდენობრივად ჭარბობდა პოზიციები არაკვალიფიციურ და დაბალკვალიფიციურ  კადრებზე – გამყიდველებსა და პროდუქციის დემონსტრატორებზე (1524 ვაკანსია), არაკვალიფიციურ მუშებზე (880 ვაკანსია), მომხმარებლებთან მომუშავე პერსონალზე (448 ვაკანსია), ვაჭრობის სფეროს არაკვალიფიციურ მუშებზე (316 ვაკანსია) და ა.შ. მოთხოვნილ კადრებს შორის გვხვდება ასევე სპეციალური განათლების საჭიროების პროფესიები – შემდუღებლები, მჭედლები, ზეინკალ-მეხელსაწყოეები, სამრეწველო საწარმოს ოპერატორები, მზარეულები, მექანიკური მოწყობილობების ტექნიკოსები, ელექტრული და ელექტრონული მოწყობილობების მექანიკოსები. მაღალკვალიფიციური კადრიდან მოთხოვნა იყო მენეჯერებსა და ექიმებზე. 

თბილისში გამოკითხული ორგანიზაციებიდან 38 მომდევნო 6 თვის განმავლობაში 2129 ახალი თანამშრომლის აყვანას გეგმავს. აღნიშნული ვაკანსიების ანალიზი აჩვენებს, რომ სამომავლოდ თბილისში მოთხოვნა კვლავ იქნება დაბალ და არაკვალიფიციურ მუშაკებზე ძირითადად სამშენებლო კომპანიებში (არაკვალიფიციური მუშების 487 ვაკანსია), საცალო ქსელურ ვაჭრობასა (მაღაზიის გამყიდველების და საქონლის დემონსტრატორების 695 ვაკანსია) და მომსახურების სფეროში (მომხმარებლებთან მომუშავე მოსამსახურეების 422 ვაკანსია).

Previous Post

10 აფრიკული ქვეყანა საქართველოზე მდიდარია

Next Post

ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი ვაკანსიები საქართველოში

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი ვაკანსიები საქართველოში

ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი ვაკანსიები საქართველოში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result