Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ელექტროძრავიანი ნახევარმისაბმელიანი მანქანები

by Davit Tsiramua
December 25, 2022
in Forbes Infrastructure
0
ელექტროძრავიანი ნახევარმისაბმელიანი მანქანები
0
SHARES
0
VIEWS

ელექტროძრავიანი სატვირთო მანქანების დრო მოდის. მათ უნდა შეუწყონ ხელი გადაზიდვებისა და ლოგისტიკური სექტორის დეკარბონიზაციას. მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ შეზღუდული სასვლო მარაგი რჩება. ეს განსაკუთრებით შორმანძილიანი გადაზიდვებისთვის წარმოადგენს პრობლემას. დიზელზე მომუშავე ნახევარმისაბმელიანი მანქანა სავსე ავზით საშუალოდ 3200 კილომეტრს გაივლის, ელექტროძრავიანი მოდელებიდან კი ყველაზე დიდ სასვლო მარაგს (800-მდე კილომეტრს) Tesla Semi გვპირდება. აქ საკვანძო სიტყვაა „დაპირება“ – Semi ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ქვემოთ მოყვანილ ინფოგრაფიკაში ჩვენ წარმოგიდგენთ ყველა მომავლის ელექტროძრავიან ნახევარმისაბმელიან მანქანას, შემდეგ კი განვიხილავთ ამ პირველი თაობის სატვირთო მანქანების პოტენციურ კომერციულ გამოყენებას.

მოდელების მიმოხილვა

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია ინფოგრაფიკაში მოყვანილი ყველა მოდელი.

კომპანია

მოდელი

სასვლო მარაგი

დამუხტვის დრო

ჩაბარების სავარაუდო თარიღი

TESLA

Semi

480-800 კმ

დასაზუსტებელია

2023

FREIGHTLINER

eCascadia

400 კმ

80% 1.5 საათში

2022

VOLVO

VNR Electric

440 კმ

80% 1 საათში

2022

KENWORTH

T680E

240 კმ

100% 3.3 საათში

დასაზუსტებელია

PETERBILT

579EV

240 კმ

100% 3.3 საათში

2022

BYD

8TT

270 კმ

100% 2.5 საათში

ექსპლუატაციაშია

NIKOLA

Tre BEV

560 კმ

10-80% 2 საათში

2022

Tesla Semi-ის გამოლებით, ყველა ჩამოთვლილი მოდელი უკვე იყიდება ან წელს უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. თუმცა ჩვენ ამ ვადებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რამეთუ ელექტრომობილების ინდუსტრია შეფერხებებით არის ცნობილი.

სასვლო მარაგის კუთხით ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს (490+ კილომეტრს) Tesla და Nikola გვპირდებიან, ხოლო მათი კონკურენტები 240-იდან 275 კილომეტრამდე მაჩვენებლებს ისახავენ მიზნად. სავარაუდოა, რომ ყველაზე ძვირი სწორედ Tesla-სა და Nikola-ს მოდელები ეღირება. დამუხტვის პროცესების შედარება რთულია, რამეთუ ისინი დამოკიდებულია ისეთ ცვლადებზე, როგორიცაა დამტენის სიმძლავრე და ტიპი. მაგალითად, Nikola ამტკიცებს, რომ 240 კვტ სიმძლავრის დამტენის გამოყენებისას Tre BEV 2 საათში 10%-იდან 80%-მდე დაიმუხტება.

დამტენების ტექნოლოგია ასევე სწრაფად ვითარდება. ვარაუდობენ, რომ Tesla ახლო მომავალში 1 მეგავატი (1000 კვტ) სიმძლავრის დამტენს გამოუშვებს, რომელსაც სასვლო მარაგის 30 წუთში დაახლოებით 650 კილომეტრით გაზრდა შეეძლება.

ელექტროძრავიანი სატვირთო მანქანების გამოყენება

მათი შედარებით მცირე სასვლო მარაგიდან გამომდინარე, ელექტროძრავიანი ნახევარმისაბმელიანი მანქანები შორმანძილიანი გადაზიდვებისთვის სავარაუდოდ ნაკლებად გამოიყენება.

ამის ნაცვლად ისინი გადანაწილდებიან რეგიონალურ და ურბანულ მარშრუტებზე, სადაც დანიშნულების ადგილებს შორის გასავლელი მთლიანი მანძილი გაცილებით მოკლეა. არსებობს არაერთი მიზეზი, რატომაც უდგება ელექტროძრავიანი სატვირთო მანქანა ამგვარ მარშრუტებს:

  • შესაძლებელია შედარებით მცირე ბატარეების დამონტაჟება, რაც ამცირებს სატვირთო მანქანის ღირებულებას;
  • ურბანული მარშრუტები იძლევა რეგენერაციული მუხრუჭების გამოყენების უფრო დიდ შესაძლებლობებს;
  • შედარებით ჩუმი და ეკოლოგიურად სუფთა ექსპლუატაცია მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.

რეგიონალური მარშრუტის ერთ-ერთი მაგალითია კონტეინერების გადაზიდვა ლოს-ანჯელესის პორტიდან ლოს-ანჯელესის სატრანსპორტო ცენტრის ინტერმოდალურ დაწესებულებამდე (LATC). აღნიშნულ პუნქტებს შორის მანძილი 45 კილომეტრს შეადგენს. LATC არის ადგილი, სადაც კონტეინერები მატარებლებზე იტვირთება.

ელექტროძრავიანი ნახევარმისაბმელიანი მანქანა, რომლის სასვლო მარაგი 300 კილომეტრს აღემატება, ზემოაღნიშნულ ორმხრივ მარშრუტს სამჯერ შეასრულებს, სანამ მას დამუხტვა დასჭირდება. მანქანის დამუხტვა შესაძლებელია როგორც ღამით, ასევე არასამუშაო საათებში დღის შუალედში.

წყალბადის ალტერნატივა შორმანძილიანი გადაზიდვებისთვის

მსუბუქი ავტომობილების სეგმენტში, ბატარეასა და წყალბადის საწვავზე მომუშავე მანქანებს შორის ბატარეიანი ელექტრომობილი დომინანტურ ტექნოლოგიად იქცა. რაც შეეხება შორმანძილიან გადაზიდვებს, ამ შემთხვევაში შესაძლოა, უპირატესობა წყალბადს ჰქონდეს.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რატომაც შესაძლოა წყალბადი მოგებიანი იყოს მძიმე ტვირთის შორ მანძილზე გადასაზიდად. ესენია:

  • წყალბადის სათბობი ელემენტის შევსებას ნაკლები დრო ესაჭიროება, ვიდრე ბატარეის დამუხტვას. თუმცა დამუხტვის დროის მხრივ სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის.
  • სათბობი ელემენტის კონფიგურაცია ჩვეულებრივ უფრო მსუბუქია, ვიდრე ბატარეა. ამძრავის ნაკლები წონა ნიშნავს მეტ ტვირთგამტარიანობას.
  • წყალბადზე მომუშავე სატვირთო მანქანას ბევრად მაღალი სასვლო მარაგი შეიძლება ჰქონდეს.

ეს ბოლო პუნქტი ჯერ არ არის დამტკიცებული, თუმცა შეგვიძლია მოვიყვანოთ Nikola-ს მაგალითი. კომპანია წყალბადზე მომუშავე სატვირთო მანქანების ორი მოდელის განვითარების პროცესშია – ესენია Tre FCEV (სასვლო მარაგი: 500 კმ) და Two FCEV (სასვლო მარაგი: 1450 კმ).

გასათვალისწინებელია, რომ ეს მხოლოდ სავარაუდო ციფრებია, და რომ კომპანიას წარსულში თაღლითობაში ედებოდა ბრალი.

ვინ იყენებს დღეს ელექტროძრავიან სატვირთო მანქანებს?

მიუხედავად იმისა, რომ ელექტროძრავიანი სატვირთო მანქანების მხოლოდ რამდენიმე მოდელი არის ხელმისაწვდომი, მათ არაერთი კომპანია უკვე იყენებს.

2020 წლის იანვარში Anheuser-Busch-მა შეიძინა 100 ერთეული 8TT. ჩინური BYD Motors-ის მიერ წარმოებული მოდელი ერთერთი პირველი ელექტროძრავიანი სატვირთო მანქანაა, რომელმაც პრაქტიკაში იპოვა გამოყენება. ლუდსახარში კომპანია მათ იყენებს კალიფორნიის მასშტაბით სავაჭრო ობიექტებისთვის (მაგ. სურსათის მაღაზიებისთვის) პროდუქტების მისაწოდებლად.

კიდევ ერთი ამერიკული კომპანია, რომელიც ელექტროძრავიან ნახევარმისაბმელიან მანქანებს იყენებს, არის Walmart-ი. საცალო ვაჭრობის გიგანტმა როგორც eCascadia, ისე Tre BEV გამოსცადა. აღნიშნული მანქანების მეშვეობით ხდება მიმწოდებლებისგან ტვირთის მიღება და შემდეგ კონსოლიდაციის ცენტრებში გადაზიდვა.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Next Post

DESTINATION PORSCHE – ახალი კონცეფციით შექმნილი შოურუმი თბილისში

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
DESTINATION PORSCHE – ახალი კონცეფციით შექმნილი შოურუმი თბილისში

DESTINATION PORSCHE - ახალი კონცეფციით შექმნილი შოურუმი თბილისში

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result