Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

პრაგმატულობა ჩარჩოებს მიღმა – გაიცანით საქართველოს ბანკის ბენეფიციარი სანდრო მეტრეველი

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
პრაგმატულობა ჩარჩოებს მიღმა – გაიცანით საქართველოს ბანკის ბენეფიციარი სანდრო მეტრეველი
0
SHARES
0
VIEWS

ბავშვობაში, ცაში ვარსკვლავების დათვლისას, ალბათ, ხშირად გიოცნებიათ ასტრონავტობაზე – პროფესიაზე, რომელიც იმდენად არარეალური გვეჩვენებოდა, რომ მარტივად ვივიწყებდით მის არსებობას. თუმცა დღეს,  STEM განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, ოცნებები კოსმოსზე შესაძლებლობად იქცა.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ინიციატივით, შეიქმნა პირველი STEM ბანაკი საქართველოში – „კომაროვის STEM ბანაკი“, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ, მათემატიკით, ინჟინერიით, მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაიღრმაონ ცოდნა, შეიძინონ ახალი უნარები და საკუთარი ოცნება რეალობად აქციონ.

„როგორც ნიცშე ამბობდა, „ყველა ადამიანს ჰყავს თავისი შინაგანი გმირი, რომელიც უნდა გამოათავისუფლო იმისათვის, რომ გახდე სუპერადამიანი“, – გვიყვება სანდრო მეტრეველი, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლე და “კომაროვის STEM ბანაკის“ მონაწილე.

სანდროს კოსმოსური ინჟინერიის მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. ეს ის სფეროა, რომელიც საქართველოში განვითარებული არ არის, სწორედ ამიტომ, როგორც თავად ამბობს, დასახული მიზნის მისაღწევად უმაღლესი განათლების მიღებას საზღვარგარეთ გეგმავს. ის STEM მეცნიერებებით უკვე რამდენიმე წელია რაც დაინტერესდა და აქტიურად დაიწყო ამ მიმართულებით საკუთარი ცოდნის გაღრმავება.

„ინჟინერიისადმი ინტერესი რამაც გამიჩინა იყო ინტერნეტი – უსაზღვრო სივრცე, სადაც შემეძლო წამეკითხა უამრავი მასალა თუ მენახა სხვადასხვა ვიდეო პროგრამირებისა და ინჟინერიის პროექტების შესახებ. თავდაპირველი ინტერესი ნელ-ნელა მიღრმავდებოდა და ეს მიმართულება სულ უფრო და უფრო მეტად მითრევდა. დღეს ვიცი, რომ კოსმოსური ინჟინერია არის ის, რაც ძალიან მაინტერესებს“, – ამბობს სანდრო.

როგორც განმარტავს, ინჟინერია ის სფეროა, რომელიც ეძებს პრობლემებს და ცდილობს მათ გადაჭრას. შესაბამისად, როგორც მომავალი ინჟინერი, საქართველოს განათლების სისტემაში ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადალახვას საკუთარი ძალებით ცდილობს.

სანდრო გვიხსნის, რომ ინჟინერიის მიმართულებით საბაზისო ცოდნის მიღებაში სკოლა უწყობს ხელს, რადგან სწავლების პროცესში იყენებს ისეთ სისტემებსა და პრინციპებს, რომელიც სხვადასხვა ტრენინგებსა თუ ოლიმპიადებზე გამოიყენება. პარალელურად, სანდრო აქტიურად ცდილობს, დააგროვოს გამოცდილება, დაკავდეს კლასგარეშე აქტივობებით, ისწავლოს უცხო ენები და ყველა საგანში მიიღოს მაქსიმალური ქულები, რათა მოიპოვოს კონკურენტუნარიანობა და ჰქონდეს შესაძლებლობა, ისწავლოს საზღვარგარეთ.

„STEM-ის ყველა სფეროში გაცილებით კარგი ვარიანტია, რომ სასწავლებლად საზღვარგარეთ წახვიდე, რადგან იქ გაცილებით სხვა დონეზე არის აყვანილი ეს მიმართულებები და ძალიან დიდი განსხვავებაა საქართველოსთან შედარებით“, – ამბობს სანდრო.

თუმცა, მიაჩნია, რომ საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის მხარდაჭერით, „კომაროვის STEM ბანაკში“ მიღებული გამოცდილება განსაკუთრებული იყო და ფიქრობს, რომ ბანაკში დაგროვებული ცოდნა და პრობლემის გადაჭრის ახალი და კრეატიული გზების შესახებ ინფორმაცია, საკუთარი მიზნის განხორციელებაში დაეხმარება.

„ინჟინერია არის ძალიან პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პროფესია, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ სფეროში კრეატიულობის და არაორდინალური აზროვნების გარეშე ვერაფერს მიაღწევ“, – აღნიშნავს სანდრო.

პრაგმატული და მიზანდასახული ნაბიჯებით სანდროს მოგზაურობა კოსმოსური ინჟინერიის სფეროში ახლა იწყება.

საქართველოს ბანკის მთავარი ღირებულება მოტივირებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათთვის შესაძლებლობების შექმნაა. მხოლოდ მოძრაობა და დასახული მიზნების ასრულებისთვის თავდაუზოგავი შრომა არის ის, რაც ოცნებებს შესაძლებლობად აქცევს.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ორგანიზაცია, ახორციელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტს, რომელთა ბენეფიციართა ჯამური რაოდენობა 100 000-ს აღემატება.

Previous Post

2022 წლის აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული ხელოვნების ნიმუშები

Next Post

თამბაქოს ზიანის შემცირება განვითარებად ქვეყნებში – როგორია ჯანდაცვის ექსპერტების შეფასება?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თამბაქოს ზიანის შემცირება განვითარებად ქვეყნებში – როგორია ჯანდაცვის ექსპერტების შეფასება?

თამბაქოს ზიანის შემცირება განვითარებად ქვეყნებში - როგორია ჯანდაცვის ექსპერტების შეფასება?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Fat Pirate Online Casino Recenzja: Szybkie Automaty i Ekspresowe Wygrane

ივლისი 28, 2026

Bitstake Casino: Quick‑Play Slots, Live Games & Instant Wins

ივლისი 28, 2026

BetAlice Short‑Game Play: Quick Wins, Big Thrills

ივლისი 28, 2026

BDM Bet Mobile Gaming: Schnelle Treffer, Große Nervenkitzel

ივლისი 28, 2026

Recent News

Fat Pirate Online Casino Recenzja: Szybkie Automaty i Ekspresowe Wygrane

ივლისი 28, 2026

Bitstake Casino: Quick‑Play Slots, Live Games & Instant Wins

ივლისი 28, 2026

BetAlice Short‑Game Play: Quick Wins, Big Thrills

ივლისი 28, 2026

BDM Bet Mobile Gaming: Schnelle Treffer, Große Nervenkitzel

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result