Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„გვსურს, საქართველოში ნომერ პირველ დამსაქმებლად ვიქცეთ“ | ინტერვიუ არტემ კოლოსიუკთან

by გიორგი არონია
December 21, 2022
in ინტერვიუ, პროფილი, ყველა სიახლე
0
„გვსურს, საქართველოში ნომერ პირველ დამსაქმებლად ვიქცეთ“ | ინტერვიუ არტემ კოლოსიუკთან
0
SHARES
0
VIEWS

Glovo ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ესპანური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს. იმ დროს, მიტანის სერვისის სფერო როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, საკმაოდ განსხვავებული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში, ძალიან სწრაფად განვითარდა, რაშიც დიდი წვლილი პანდემიამ და ორი წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა შეიტანეს.

დღეს Glovo მსოფლიოს ოცდახუთ ქვეყანაში ოპერირებს, სადაც ოთხი ათასზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს. ამასთანავე, კომპანიას, რომელიც გიგ-ეკონომიკის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიიჩნევა, სამოცდაშვიდი ათასი ყოველთვიურად აქტიური კურიერი ჰყავს. ცხადია, Glovo-ს ბიზნესი მზარდია საქართველოშიც, მეტიც – ჩვენი ქვეყანა ესპანური კომპანიისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ბაზრად ითვლება.

ინტერვიუზე რომ მივდიოდი, ქუჩაში ათობით კურიერი შემხვდა, ზურგზე Glovo-ს ყვითელი ჩანთით. გამახსენდა, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს Glovo-ს აღმასრულებლებმა რომ მითხრეს, გვინდა, Glovo ქართულ ბრენდად ვაქციოთო. აი, სწორედ ეს იყო პირველი თემა, რომელიც Glovo საქართველოს გენერალურ დირექტორთან, არტემ კოლოსიუკთან მიმოვიხილე.

არტემ, ბოლო საუბრისას, რომელიც Glovo-ს აღმასრულებლებთან, დიმა რასნოვსკისთან და როდრიგო ალიერთან მქონდა, დიმამ მითხრა: “გვინდა, Glovo ქართულ ბრენდად ვაქციოთ. არ გვსურს ესპანურ კომპანიად ვითვლებოდეთ, რომელიც აქ სტანდარტული სამოქმედო გეგმით ხელმძღვანელობს“. ფიქრობთ თუ არა, რომ Glovo-მ საქართველოში ამ მიზანს მიაღწია? იქცა თუ არა ის ქართულ ბრენდად?

პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ ბიჭებს კარგად ვიცნობ (იცინის). მე თუ მკითხავ, ჩვენ უკვე ვართ ქართული ბრენდი – უკვე იქ ვართ და გვინდა, ამ მიმართულებით სვლა გავაგრძელოთ. ქუჩაში ხეტიალისას, ბიზნესურადაც და ემოციურადაც მარტივად მისახვედრია, თუ რამდენად ინტეგრირებულია Glovo საქართველოს და ქართული ქალაქების კულტურაში. ჩვენ მხოლოდ შეკვეთები კი არ მიგვაქვს, არამედ დიდ როლს ვთამაშობთ ქალაქების განვითარებასა და შეცვლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ხუთი წლის წინ ქუჩები განსხვავებული იყო და ველოსიპედებისა და მოტოციკლების მიმართ მიმღებლობა ასეთი მაღალი არ ყოფილა. ამგვარად, ვფიქრობ, რომ ქართული ბრენდი ვართ და ამ მიმართულებით განვითარება უნდა განვაგრძოთ.

რას ნიშნავს – იყო ქართული ბრენდი? ფუნქციონირებს თუ არა Glovo საქართველოში სხვა ქვეყნებისგან განსხვავებულად?

ეს კარგი შეკითხვაა, რომელსაც მინდა, ორი გადმოსახედიდან ვუპასუხო – ერთი შიდაა, მეორე კი – საგარეო. შიდა გადმოსახედიდან, აუცილებელია ლოკალურ და გლობალურ კონტექსტებს შორის ბალანსის პოვნა. თუ საქართველოში ბიზნესს ვფლობთ და ჩვენი წვლილი შეგვაქვს, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ისინი, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და გლობალური ოფისიდან გარკვეულ ფუნქციონალს უკვეთს. გლობალურმა ოფისმა კი მხარი უნდა დაგვიჭიროს, ფუნქციონალებით, ცოდნითა და გამოცდილებით მოგვამარაგოს. აუცილებელია, გლობალურ და ლოკალურ ოფისებს შორის აქცენტები სწორად დაისვას. აი, ეს არის ის, რაც ლოკალურ ბრენდად ჩამოყალიბებას შიდა პერსპექტივიდან გულისხმობს.

საგარეო გადმოსახედიდან კი მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, რამდენად ახლოს ვართ ჩვენს ვერტიკალებთან, ანუ მომხმარებლებთან, პარტნიორებთან, კურიერებთან და ბრენდებთან. ეს ბუნებრივად ებმის ჩვენს ამბიციას, რომლის თანახმად გვსურს, რომ ბაზრის ნებისმიერი მხარისთვის ნომერ პირველი არჩევანი ვიყოთ. ცხადია, ამ პროცესის ემოციურად გამძაფრება შეგვიძლია. აპლიკაციას რომ ხსნით, ფიქრობთ თუ არა, რომ ის, რასაც იძახებთ, ბაზრისთვის რელევანტურია? ქუჩაში კურიერებს რომ ხედავთ, ფიქრობთ, რომ ისინი ადგილობრივები არიან, რომელთაც დასაქმების შესაძლებლობას ვაძლევთ? პარტნიორებს ვეკითხებით, ფიქრობთ, რომ თქვენი გვესმის და ერთსა და იმავე ენაზე ვსაუბრობთ, იქნება ეს ინგლისური, ქართული თუ სხვა? კი, გვპასუხობენ ისინი. ამრიგად, ეს ერთგვარი ქულაა, რომელსაც საკუთარ თავს ვუწერთ არა მხოლოდ მომხმარებლის, არამედ ყველა სხვა ვერტიკალის მიხედვით.

განსხვავდება თუ არა საქართველო სხვა ქვეყნებისგან? ხომ არ შეგიძლიათ საქართველო რომელიმე სხვა ბაზარს შეადაროთ?

ვფიქრობ, რომ ყოველი ბაზარი განსხვავებულია. შემიძლია, საქართველო უკრაინას შევადარო, რადგან იქ Glovo-სთან ერთად გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა. ეს ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდება და პროექტები, რომელთაც უკრაინაში ვახორციელებდი, საქართველოში არარელევანტურია. ეს, რა თქმა უნდა, ლოკალური კონტექსტის გააზრებაში მეხმარება – თუ რაღაც მუშაობს უკრაინაში, ის ვერ იმუშავებს საქართველოში, რადგან მდგომარეობა სრულიად განსხვავებულია. ქალაქების და მოსახლეობის რაოდენობა, მომხმარებელთა ქცევა და ქალაქების მოწყობა – ყველაფერი ეს შეიძლება განსხვავებული იყოს. აი, კარგ მაგალითს მოგიყვანთ: საქართველოში მუშაობა რომ დავიწყე, თანამშრომლებს ვკითხე, აი, აქ ველოსიპედები რატომ არ გვყავს-მეთქი. მათ კი მითხრეს: არტემ, ეს ადგილი ისეთ სიმაღლეზე მდებარეობს, რომ ველოსიპედით იქ ვერავინ ავა. აი, ასეთი აქცენტების გათვალისწინების შედეგად იქცევა ბრენდი ლოკალურად.

რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Glovo საქართველოს გენერალური მენეჯერის პოზიცია დაიკავეთ. რა იყო პირველი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეთ?

 პირველი გადაწყვეტილება ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჯადოსნური არაფერი იქნებოდა. თავიდან ბიზნესს ვსწავლობდი – ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში გუნდს ვაკვირდებოდი, რადგან მინდა, გავიცნო ადამიანები და მივხვდე სტრუქტურას, ხოლო შემდეგ ვიკვლევდი, თუ სად ვიყავით ბიზნესურად, რადგან, სიმართლე გითხრათ, საქართველო ჩვენთვის ძალიან წარმატებული ბაზარია. ამგვარად, ვფიქრობდი, არსებობს თუ არა ისეთი რამ, რაც შემიძლია ბიზნესს შევძინო, თუ მხოლოდ მის არგაფუჭებაზე ვიყო პასუხისმგებელი? როგორც გითხარით, ჩემი პირველი ნაბიჯი გუნდისა და კონტექსტის შესწავლა იყო.

მანამ, სანამ ქართულ Glovo-ს ჩაიბარებდით, უკრაინაში მუშაობდით, სადაც, რამდენადაც ვიცით, კიევის გარეთ არსებულ ბიზნესს ხელმძღვანელობდით. რა შეგიძლიათ მითხრათ თქვენს გამოცდილებაზე როგორც Glovo-ში, ასევე მანამდე?

დაახლოებით ათი წლის განმავლობაში კორპორაციულ გარემოში ვმუშაობდი, ძირითადად სამომხმარებლო საქონლის ბიზნესში. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი Proctor & Gamble-ში, Mondelez International-ში, Jacobs Douwe Egbords-ის ყავის ბიზნესში, მერე კი ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ Monster Energy-ში, რომელიც კოკა-კოლის სისტემაში შედის. ამ უკანასკნელში უკრაინის, სომხეთისა და მოლდოვის რეგიონული დირექტორის თანამდებობას ვიკავებდი. აი, ესაა ჩემი პროფესიული გამოცდილების კორპორაციული მონაკვეთი. მოგვიანებით, ანტრეპრენიორი გავხდი და ჩემს პროექტებზე ვმუშაობდი – ეს უკვე მეორე თავია, რომლის შემდეგ სარკისებრი გამოცდილება მივიღე ვენჩურული კაპიტალის მიმართულებით. ცხადია, ამას გარკვეული მიზეზები ჰქონდა, მაგრამ თან მინდოდა მენახა, როგორ აფასებენ ინვესტორები იმ პროექტებს, რომლებშიც ფულს აბანდებენ. შემდეგ ჩემს ცხოვრებაში Glovo გამოჩნდა.

ივლისში, როცა თქვენს კოლეგებს, დიმას და როდრიგოს ველაპარაკე, მითხრეს, რომ მოკლე და შუავადიანი მიზანი, რომელიც Glovo-სთან მიმართებით ჰქონდათ – დიდი ბაზრებიდან ფოკუსისა და სტანდარტების გადმოტანა იყო, ხოლო შემდეგ – ადგილობრივ გენერალურ მენეჯერზე გადასვლისთვის მომზადება. ჩემი პირველი შეკითხვაა, რა სტანდარტების შემოტანა სურს Glovo-ს სხვა ბაზრებიდან და მეორე – როგორ მიმდინარეობს ადგილობრივ გენერალურ მენეჯერზე გადასვლის პროცესი?

სიმართლე გითხრათ, თქვენი კომენტარი უკავშირდება იმ აზრობრივ ცვლილებას, რომელიც Glovo-ში თქვენი ქვეყნის მიმართ ბიზნესურად განვიცადეთ. რახანია მცირე სტარტაპი არ ვართ, რომელიც ცდილობს, დღეში ასი შეკვეთა შეასრულოს, ხოლო ყველაფერს ორი ადამიანი მართავს, რომელთაც ყველაფრის საკუთარი ხელით შესწორება სურთ. ეს ჩვეულებრივი გზაა, რომელსაც ყველა სტარტაპი გადის. თუმცა დღეს ჩვენ გაცილებით უფრო კომპლექსური ორგანიზაცია ვართ – ჩვენ სხვადასხვა ვერტიკალის მიხედვით ვოპერირებთ, გვაქვს პლატფორმების ბიზნესი და გვინდა, ბრენდებს ახალი შესაძლებლობები მივცეთ. ყოველთვე უფრო და უფრო კომპლექსური კომპანია ვხდებით და თუ ეს ასეა, აუცილებელია, მენეჯმენტის კულტურას ფეხი ავუბათ და ფსონს პროცესებსა და სისტემებზე ჩამოვიდეთ, ვიდრე მხოლოდ გუნდზე. ვფიქრობ, ჩემი, როგორც კორპორაციული და სტარტაპერული ბექგრაუნდის მქონე ადამიანის როლიც სწორედ ესაა – ორი სამყაროს საუკეთესო მახასიათებლები ავიღო და ისინი საქართველოში დავნერგო. ჩვენი საქმე ის კი არ არის, რომ სტარტაპში ვმუშაობდეთ, ყველაფერს კონკრეტული მიზნისთვის ვაკეთებდეთ და პრობლემებს დისკუსიით ვაგვარებდეთ, არამედ ის, რომ კორპორაციული სისტემები და პროცესები დავნერგოთ, რომლებიც დაგვეხმარება, ნაკლებად მყიფე ორგანიზაცია ვიყოთ და თან პროექტების მიმართ სიჩქარე და სითამამე შევინარჩუნოთ.

ზოგჯერ ხდება ისე, რომ საქმეს ვაკეთებთ და მერე ვფიქრობთ – ეს ჩვენი კულტურის ნაწილია. ზოგჯერ კი ვფიქრობთ, ბაზრისგან უკუკავშირს ვიღებთ, ვსწავლობთ და იმპლემენტაციას ვახდენთ – აი, სწორედ ასეთი სტანდარტების დანერგვა მსურს. ჩვენს საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივას რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ვერ გადავრჩებით, თუ იმავე მართვის კულტურას შევინარჩუნებთ, რომელიც Glovo საქართველოს სამი წლის წინ ჰქონდა.

რა უპირატესობა აქვს ადგილობრივი გენერალური მენეჯერის ყოლას?

ადგილობრივში ქართველს გულისხმობთ, თუ საქართველოში მცხოვრებს?

ორივეს.

ვფიქრობ, ადგილობრივი გენერალური მენეჯერის ყოლა აუცილებელია – სწორედ ეს შეკითხვა დავუსვი ჩემს თავს, როცა უკრაინის კონტექსტი და საქართველოში ჩემი დანიშნულება გავიაზრე. ჩვენ ხომ, ჯერ კიდევ, ოფლაინ და ონლაინ სამყაროში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ქუჩაში გავლა, რომ გავიგოთ, ადამიანები როგორ შოპინგობენ და კურიერები როგორ მოძრაობენ. ქუჩაში თუ ვერ გაიარე, ვერ მიხვდები, თბილისი ქუთაისისგან, თელავისგან და სხვა ქალაქებისგან რით განსხვავდება – ამ ინფორმაციას ონლაინ ვერ მიიღებ. ერთი საკითხი – ლოკალური კონტექსტის გააზრებაა, რომლისთვისაც აუცილებელია, გქონდეს უშუალო შეხება ადამიანებთან და გარემოსთან – ეს აუცილებლობაა, განსაკუთრებით ჩვენს ბიზნესში. აი, ასე გიპასუხებთ შეკითხვაზე საქართველოში მცხოვრებ გენერალურ მენეჯერთან დაკავშირებით.

ქართველობის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, უპირატესობები, ცხადია, ადამიანის მემკვიდრეობაა, რომელსაც ის ბიზნესს სძენს – თუ ადამიანი გენერალურ მენეჯერად ინიშნება, ესე იგი ეს მისი პირველი სამსახური არ არის. თუ ადამიანი ადგილობრივია, მას კავშირები ეყოლება, გარემო ეცოდინება და ისეთ შესაძლებლობებსაც გამოჰკრავს ხელს, რომლებიც შეიძლება გამომრჩეს, რადგან ადგილობრივი არ ვარ. თუმცა ვფიქრობ, რომ მთავარი ეროვნება და გამოცდილება კი არ არის, არამედ ის, თუ რამდენად სწრაფად შეგიძლია გაითავისო ლოკალური კონტექსტი და შენი წვლილი შეიტანო მის განვითარებაში.

კარგია, ლოკალური კონტექსტი რომ ახსენეთ, რადგან ეს ის თემაა, რომელზეც შეკითხვის დასმა მსურს. ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომელსაც ბიზნესი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში აწყდება – კადრების დეფიციტია. დგას თუ არა ანალოგიური პრობლემის წინაშე Glovo საქართველო?

კი, ვდგავართ. ამ საკითხის ორ ნაწილად დაშლა შეგვიძლია. პირველი Glovo-ს გუნდს ეხება და, სიმართლე გითხრათ, გვინდა, რომ საქართველოში ჩვენი ზრდა დავაჩქაროთ და ჩვენი ხედვა აღვასრულოთ, რომელიც საუკეთესო ტალანტებისთვის მიმზიდველობის კუთხით საქართველოში ნომერ პირველ დამსაქმებლად გადაქცევას გულისხმობს. გენერალური მენეჯერი რომ ხარ, ცხადია, ბევრ რამეზე ფოკუსირდები, მაგრამ შენი ყურადღების უდიდესი ნაწილი მაინც ორ საკითხს ეთმობა – გუნდს და მის ხარისხსა და შედეგებს. მჯერა, რომ კარგ გუნდს კარგი შედეგების დადება შეუძლია. ჩვენ რთულ გარემოში გვიწევს ოპერირება და, რეალურად, კარგი გუნდი ის საიდუმლო ინგრედიენტია, რომელიც კარგ და ცუდ დროს გადარჩენაში გვეხმარება. აი, ეს არის ერთი ნაწილი, რომელიც უშუალოდ Glovo-ს ნაწილს ეხება.

ამასთანავე, ბევრი პარტნიორი კურიერი გვყავს და დღეს იმ ეტაპზე ვართ, როცა დიდ ყურადღებას ვუთმობთ მომხმარებლის გამოცდილებას, რომელსაც უმეტესწილად ჩვენი კურიერები განაპირობებენ. ამასთანავე, მოთხოვნისა და მიწოდების კუთხით დისბალანსი გვაქვს, რომელსაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მიგრაცია და ადგილობრივი თანამშრომლების მიერ სხვა სამსახურებში გადასვლა. ჩვენი მიზანია, რომ კურიერობა ძალიან მიმზიდველ საქმიანობად ვაქციოთ, რათა მათ შემოგვხედონ, როგორც სანდო პარტნიორს. ამ დრომდე არასდროს გვქონია ამდენი ინიციატივა და პროექტი, რომელთაც კურიერების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად ვახორციელებთ – ამ მიმართულებით დიდ ინვესტიციებსაც ვახორციელებთ.

სულ ახლახან თქვით, რომ გსურთ, Glovo საქართველოში ნომერ პირველ დამსაქმებლად იქცეს. რას გულისხმობთ?

კი, მოდი, მარტივად გეტყვით: კარგი ტიპი რომ ხარ და ახალ შესაძლებლობას ეძებ, პირველი რომელი კომპანია გახსენდება? ასეთი მიდგომა გვაქვს მომხმარებლებთან დაკავშირებითაც – მათ საყვარელი მანქანა, საყვარელი წყლისა და საკვების მიტანის საყვარელ ბრენდს რომ ჰკითხავთ, ხომ გპასუხობენ? აი, შეკითხვაზე, რა არის კარგი სამუშაო ადგილი, გვსურს, რომ პასუხად Glovo დაასახელონ.

რა სამომავლო გეგმები გაქვთ საქართველოში?

როგორც გითხარით, მოკლე ვადაში ჩვენი მიზანია, ბაზარს საუკეთესო მომხმარებლის გამოცდილება შევთავაზოთ – ჩვენი გუნდი სწორედ ამაზე არის კონცენტრირებული. ამ მიმართულებით არა მხოლოდ ისინი მუშაობენ, ვისაც კურიერებთან და ოპერაციებთან აქვთ შეხება, არამედ ყველა დეპარტამენტი – ყველა ვცდილობთ, რომ ჩვენი მომხმარებლის გამოცდილების დახვეწაში საკუთარი წვლილი შევიტანოთ. მეორე საკითხი – ბაზრის დაბალანსებაა. როგორ აღვადგინოთ ბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის? ეს მარტივია სათქმელად, მაგრამ რეალურად, გასაკეთებელი ბევრია.

გრძელვადიან გეგმებს რაც შეეხება, გაიზრდება გუნდის როლი. არ მინდა პათოსურად ჟღერდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, გავხდეთ ნომერ პირველი არჩევანი მომხმარებლებისთვის, კურიერებისთვის, პარტნიორებისა და ბრენდებისთვის. გვსურს,  Glovo იყოს ყველგან, სადაც ადამიანები ელექტრონულ კომერციაზე საუბრობენ. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ Glovo-ში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, რადგან თუ მომხმარებლებისთვის ჩვენი სერვისის გამოყენება კომფორტულია, ამ სერვისების ჩამონათვალი უნდა გავზარდოთ. ვგულისხმობ არა მხოლოდ საკვებს, არამედ პროდუქტებს და სხვა რაღაცებს.

Previous Post

ტექნოლოგიური ლიდერის 25 წელი

Next Post

თიბისის მხარდაჭერით პაბი „კრეატორია“ სტუმრებს დამატებით სივრცეს შესთავაზებს

გიორგი არონია

"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

Next Post
თიბისის მხარდაჭერით პაბი „კრეატორია“ სტუმრებს დამატებით სივრცეს შესთავაზებს

თიბისის მხარდაჭერით პაბი „კრეატორია“ სტუმრებს დამატებით სივრცეს შესთავაზებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result