Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე მეცნიერება

სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოში უდიდესი ობსერვატორიის მშენებლობა დაიწყო

by იზა გვარამაძე
December 12, 2022
in მეცნიერება, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოში უდიდესი ობსერვატორიის მშენებლობა დაიწყო
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში მსოფლიოს ყველაზე მგრძნობიარე რადიოტელესკოპების ქსელის, Square Kilometer Array-ის (SKA) მშენებლობა დაიწყო, – ამის შესახებ The Guardian-ი წერს. აღნიშნული ტელესკოპით, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო პროექტად მიიჩნევა, მეცნიერები სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპებზე დაკვირვებას, ბნელი მატერიის შესწავლასა და სამყაროს გაფართოების მიზეზების დადგენას შეეცდებიან. როგორც ირკვევა, პირველი კვლევების ჩატარებას მეცნიერები 2024 წელს გეგმავენ, ხოლო თავად პროექტი, ათწლეულის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ ტელესკოპების ქსელი ორ კონტინენტზე განთავსდება: 131 ათასი მიმღები თეფშისგან შემდგარი ქსელი, სახელწოდებით SKA-Low დასავლეთ ავსტრალიაში მოეწყობა, ხოლო 197 მიმღების მომცველი სისტემა, სახელწოდებით SKA-Mid – სამხრეთ აფრიკაში.

„აღნიშნული ობსერვატორია რადიოასტრონომიის მომავალ 50 წელიწადს განსაზღვრავს და მეცნიერებს გალაქტიკების დაბადებისა და სიკვდილის, ახალი ტიპის გრავიტაციული ტალღებისა და სამყაროს შესახებ არსებული ცოდნის გაფართოების შესაძლებლობას მოგვცემს“, – აღნიშნავს SKA-Low-ს დირექტორი, პროფესორი სარა პირსი The Guardian-თან საუბრისას. პროფესორის თქმითვე, აღნიშნული ტელესკოპი იმდენად მგრძნობიარე იქნება, რომ ათიათასობით სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის გარშემო მოძრავ პლანეტაზე აეროპორტის რადარის სიგნალის დაჭერას შეძლებს, რაც მეცნიერებს უცხოპლანეტელთა შესახებ ინფორმაციის მოგროვების შესაძლებლობას მისცემს.

ობსერვატორიის მშენებლობის დაწყებას ეხმიანება Curtin Institute of Radio Astronomy-ის მკვლევარი, პროფესორი დანი პრაისი, რომლის შეფასებით, აღნიშნული ტელესკოპი იმდენად მგრძნობიარეა, რომ მეცნიერებს მილიარდობით წელიწადით უკან, ე.წ. „კოსმოსური დასაწყისის“ პერიოდში ჩახედვის საშუალებას მისცემს.

„SKA იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია დედამიწიდან 225 მილიონი კილომეტრით დაშორებულ მარსზე მყოფი ასტრონავტის ჯიბეში არსებული მობილური ტელეფონის სიგნალი მიიღოს“, – განაცხადა პროფესორმა პრაისმა The Guardian-თან საუბრისას. „თუკი ახლომდებარე ვარსკვლავებზე ინტელექტის მქონე საზოგადოებები არსებობენ, რომლებიც ჩვენნაირ ტექნოლოგიას ფლობენ, SKA მათი რადიო და სატელეკომუნიკაციო ქსელებისგან მომავალი რადიაციის დაჭერას შეძლებს – ამგვარად, ის პირველი ტელესკოპი იქნება, რომელიც ამას შეძლებს“, – ამბობს პროფესორი დანი პრაისი.

მეცნიერების შეფასებით, Square Kilometer Array-ის პროექტი ასტრონომიის განვითარების ერთგვარი ნიშანსვეტია, რომელიც მეცნიერებას განვითარების შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს. „დღეს, დიდი დღეა გლობალური ასტრონომიისთვის“, – ასე გამოეხმაურა ობსერვატორიის მშენებლობის დაწყებას ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ასტრონომი, პროფესორი ლისა ჰარვი-სმიტი, რომელმაც დასძინა, რომ ამ პროექტზე, ოცი წლის განმავლობაში, ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა.

Previous Post

კომპანია „სტეპმა“ თიბისის მხარდაჭერით საოჯახო სასტუმრო „გენერალი“ შეისყიდა

Next Post

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

იზა გვარამაძე

Next Post
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result