Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე პარტნიორის კონტენტი

თიბისის მხარდაჭერით გაფართოებული „კოფისტა“ მომხმარებელს განახლებული ბრენდით მოემსახურება

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
თიბისის მხარდაჭერით გაფართოებული „კოფისტა“ მომხმარებელს განახლებული ბრენდით მოემსახურება
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კომპანია „კოფისტას“ და თიბისის ურთიერთობა 2020 წელს, პანდემიის პერიოდში დაიწყო, დღეისათვის კი ამ თანამშრომლობის შედეგები კომპანიის განახლება – მისი გაფართოებაში – ახალი საწარმოს გახსნასა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფილიალის დამატებაში აისახება.

თიბისის მხარდაჭერით განახლებული, თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი და 30 თანამშრომელთან ერთად საწარმო, 2021 წლიდან ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში  მდებარეობს და „კოფისტას“ 10 ფილიალს და კაფეს ტიპის 10-მდე სხვა ობიექტს ამარაგებს.

„კოფისტა“ ქართულ ბაზარზე 2015 წელს, რუსთაველის გამზირზე გახსნილი ფილიალით გამოჩნდა და მომხმარებლის გული მალევე მოიგო, რაც გემრიელი ყავისა და პურ-ფუნთუშეულის განსხვავებული, ჯანსაღი გემოს გარდა, მომსახურების მაღალმა ხარისხმა და კაფეში შექმნილმა მყუდრო, მეგობრულმა ატმოსფერომაც განაპირობა. სწორედ პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი გახდა რამდენიმე წელიწადში „კოფისტას“ ცნობადობისა და მისი მუდმივი მომხმარებლის სწრაფი ზრდის საფუძველიც, რამაც მალევე კომპანიის გაფართოება გახადა საჭირო.

რუსთაველის ფილიალს მალევე დაემატა ჭავჭავაძის, ლესელიძის და სხვა ფილიალები, პარალელურად კი  გამრავალფეროვნდა და დაიხვეწა პროდუქციაც – 12 სახის პროდუქტით დაწყებული წარმოება დღეისათვის უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებული პურ-ფუნთუშეულის, საკონდიტრო ნაწარმისა თუ სალათების  50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს ითვლის, რასაც ემატება „კოფისტას“ უკვე სახელგანთქმული  ყავისა და ჩაის ფართო ასორტიმენტი.

„პანდემიის პერიოდში შექმნილი სირთულეების მიუხედავად, თიბისის მხარდაჭერით, ჩვენმა გუნდმა მოახერხა არა მხოლოდ ბრენდის შენარჩუნება და ფეხზე დაყენება, არამედ ახალი ფილიალების გახსნაც. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ქუთაისის აეროპორტის ფილიალი, რომელიც დიდი წარმატებით მუშაობს. გარდა ამისა, მივხვდით, რომ ცვლილებები იყო საჭირო ბრენდში, მომსახურებაში, პროდუქციის წარმოებაში, ამიტომ შევუკვეთეთ სოციოლოგიური კვლევები, რომელთა საფუძველზეც დავგეგმეთ და ოქტომბრის თვეში დავიწყეთ რებრენდინგი. შეიცვალა ლოგო, ასორტიმენტი კი, განსაკუთრებით საკვების და სნექების მიმართულებით, გაფართოვდა. ბრენდი გაახალგაზრდავდა, ჯანსაღ ცხოვრებაზე, ლანჩზე ორიენტირებული ადამიანებისთვის დავიწყეთ მუშაობა, დავახლოვდით  მოზარდების სეგმენტთან, მოწვეულ ედვაიზორებთან და შეფ მზარეულთან ერთად შევქმენით ახალი სტრატეგია, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით. ეს პროცესი საბოლოოდ იანვარში დასრულდება. შიდა ვიზუალის მხრივ „კოფისტას“ გასართობ და თავშეყრის ადგილად ვაქცევთ, სადაც ყველა მომხმარებელს დემოკრატიული გარემო და გემრიელი ასორტიმენტი დახვდება,“ – ამბობს კომპანია „კოფისტას“ დამფუძნებელი, მიხეილ ფარულავა.

თუმცა „კოფისტა“ მხოლოდ ამ სიახლეებით არ შემოიფარგლება და მომხმარებელს სამომავლო პროექტებსაც უანონსებს: მომავალი წლისთვის უკვე დაგეგმილია რამდენიმე ფილიალის დამატება თბილისში და „კოფისტას“ გახსნა რეგიონებშიც, პირველ ეტაპზე – ბათუმსა და ქუთაისში. 2023 წლის ბოლოსთვის კომპანიის გუნდი მომხმარებელს, „კოფისტას“ ფილიალების 20-მდე გაზრდას ჰპირდება, რასაც  უკვე შემუშავებული ფრენჩაიზინგის მოდელი შეუწყობს ხელს. უახლოესი 5 წლის განვითარების სტრატეგია ფრენჩაიზინგის ქვეშ აქტიურ განვითარებას გულისხმობს,  რაც ბრენდის ქვეშ ობიექტების გახსნას ევროპულ დედაქალაქებშიც მოიაზრებს.

Previous Post

აშშ ფინეთისთვის ტაქტიკური რაკეტების პოტენციურ მიყიდვაზე თანხმობას აცხადებს

Next Post

Balenciaga სარეკლამო კომპანიისგან, ზიანის ასანაზღაურებლად, $25 მილიონს ითხოვს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Balenciaga სარეკლამო კომპანიისგან, ზიანის ასანაზღაურებლად, $25 მილიონს ითხოვს

Balenciaga სარეკლამო კომპანიისგან, ზიანის ასანაზღაურებლად, $25 მილიონს ითხოვს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result