Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

სამოთხე მოიცდის

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
სამოთხე მოიცდის
0
SHARES
0
VIEWS

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა „სამოთხე მოიცდის“ გაიხსნა.

ჩვენი არსებობისთვის დამახასიათებელი ყოველგვარი შესაძლებლობის გამოსაკვლევად ხელოვნებასა და სოციალურ მეცნიერებებს უნდა მივმართოთ და მიუხედავად ხელოვნების უნივერსალური ღირებულებების არსებობისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ლიტერატურული და ვიზუალური კონტექსტი მკაცრად ლოკალურია. არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს შემდეგი რამეს: რეალობა, რომელშიც ადამიანი თავს ყველაზე ღრმად გრძნობს, სწორედ ის მხატვრული სივრცეა, რომელსაც უნივერსალურ საარსებო გარემომდე მივყავართ. საკუთარ თავში ჩაკეტილობისგან გადასარჩენად აიდა მაჰმუდოვაც ერთგვარ ლანდშაფტამდე ან ლანდშაფტის რეალობამდე მიგვიძღვის.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანის მიერ გამოფენისთვის „სამოთხე მოიცდის“ შექმნილი ლანდშაფტის რეალობა შესაძლოა, ერთი შეხედვით ძალიან პირადი და ძნელად გასაგები ჩანდეს, ხელოვანი სინამდვილეში მე-ს პათოლოგიას აკრიტიკებს. ერთი მხრივ, ცხოვრება ჩვენს წინაშე მთელი თავისი ანატომიური რეალობით წარდგება, მეორე მხრივ კი ზოგ შემთხვევაში ცხოვრება პეიზაჟზე გაცილებით უფრო მეტს გვთავაზობს. ლანდშაფტისა და სიცოცხლის გამიჯვნის მცდელობას ერთგვარ გაუცხოებამდე მივყავართ. მთელი ცხოვრება, მთელი პირადი თუ სოციალური ისტორია ლანდშაფტთან და გეოგრაფიასთან კავშირში ვითარდება და ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის ტოვებენ ადგილს, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში გამოძახილს პოვებს.

მაჰმუდოვას განცხადებით გეოგრაფია ცივილიზაციის არსებითი განზომილებაა და ადამიანებთან დაკავშირება სწორედ ამ გეოგრაფიის ფარგლებშია შესაძლებელი. გამოფენაზე წარმოდგენილი ორი დიდი ფორმატის ტილო გეოგრაფიაზე, მის მრავალფეროვნებასა და მნიშვნელობაზე მოგვითხრობს და ამასთანავე ჩვენს ყურადღებას მის სილამაზესა და საშინელებაზე ამახვილებს. ეს ტილოები, რომლებიც დასაწყისისა და დასასრულის სიმბოლოებს წარმოადგენენ, ასევე წარსულისა და მომავლის ელემენტებსაც შეიცავენ. ნახატები, რომლებიც ჰარმონიაშია ჩვენი ეპოქის დანაწევრებულ სტრუქტურასთან, ორგანიზმის ბუნებრივი ციკლის (დაბადება, სიცოცხლე და სიკვდილი) გავლის შემდეგ საწყის წერტილში დაბრუნებას აღნიშნავენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი სამყაროს კაცობრიობის შემხედვარე ასახავს, ის პარალელურად ჩვენს საერთო გამოცდილებას საკუთარი თავის მეშვეობითაც ადასტურებს. ეს მაჰმუდოვას მოწოდებაა: ხელოვნების ძალა გამოიწვევს ჩვენს გონებას და გავლენას ახდენს მასზე, ნერვებზე, მოგონებებზე, ემოციებსა და სულებზე. ის სამყაროში ჩვენს არსებობას საკუთარი სხეულიდან აღებული იმ ყალიბებისა და მოცულობების საშუალებით გამოხატავს, რომლებიც სიცარიელეს ავსებენ. ჭერიდან ჩამოკიდებული ტილოები და სხვა ნამუშევრები იმედს იძლევიან და პეიზაჟებში ჩვენს მოგონებებსა და მომავლის ხედვებს დაგვანახებენ. ხელოვანი აცხადებს, რომ ხელოვნების საშუალებით ჩვენ მატერიალურ და სულიერ ბოროტებასთან ბრძოლა, წარსულის, აწმყოსა და მომავლის იდეალების გაზიარება შეგვიძლია. ის ხელოვნების უნივერსალურ მნიშვნელობასა და ძალას გვაჩვენებს და ადამიანებს თავისი ნამუშევრების საშუალებით მათი ცხოვრებისა და ისტორიის დამახსოვრების საშუალებას აძლევს.

ხელოვნება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ხილული სამყაროს აღწერით, გაზომვითა და ანალიზით. მაჰმუდოვას მიაჩნია, რომ გეოგრაფია და მეხსიერება მათი ნატურალისტურად წარდგენისთვის ზედმეტად აბსტრაქტულ ერთეულებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ნამუშევრების თანახმად ხელოვნება მსოფლიოს განახლებას უწყობს ხელს, იგი ამავდროულად აცხადებს, რომ თანამედროვე დრო და სივრცე დაუცველი და ინტროვერტულია. შესაბამისად, სამყარო ტილოების კიდეებზე ღია კომპოზიციების სახითაა გამოსახული და მაჰმუდოვას ნამუშევრები შეიძლება დამთვალიერებლისთვის აღმოჩენისა და გამოხატვის საშუალებად იქცეს. მნიშვნელობებისთვის ბარიერების მოხსნით ხელოვანი საზოგადოებას მეტი ღიაობისა და კრეატიულობისკენ მოუწოდებს.

გაბედული ინოვაციური მოქმედებით მაჰმუდოვა გვიჩვენებს, რომ კაცობრიობას შესაბამისი უნარებისა და ხელსაწყოების საშუალებით საზღვრების გადალახვა შეუძლია. შედეგად, გამოფენა ფიზიკური და კონცეპტუალური საზღვრების გარღვევას ცდილობს რის გარეშეც ჰუმანისტური გეოგრაფიის არსებობა შეუძლებელი იქნება. ნამუშევრების გულდასმით დათვალიერება კი იმ მნიშვნელოვანი მინიშნებების აღმოჩენას შეგვაძლებინებს, რომლებიც ამის გაკეთების გზებსა და ამისთვის საჭირო სიმამაცის ხარისხს გაგვააზრებინებს.

არსებობს ხელოვანი და მედიუმი. ჩემსა და სხვას შორის მიმდინარე დაუსრულებელი ურთიერთობა მუდმივ საუბარს ჰგავს და ორივე მხარის სრულ ჩართულობას საჭიროებს. აქტი თავისთავადაა შემოქმედების უწმინდესი ფორმა.

ეს, თავის მხრივ, უნიკალურ შესაძლებლობას გაძლევთ, ფართო შესაძლებლობების მქონე ავთენტურ და დაუცველ კომუნიკაციაში ჩაერთოთ, რომელიც აწმყოში გვაკავშირებს და გვაერთიანებს, მრავალმხრივ, არაპროგნოზირებად და მშვენიერ შედეგებს გვაძლევს.

აიდა მაჰმუდოვა

საერთაშორისო დონეზე გამოფენილი აიდა მაჰმუდოვას ნამუშევრები  სხვადასხვა ტექნიკისა და მედიის საშუალებითაა შექმნილი. მიუხედავად მრავალფეროვანი პრაქტიკისა, ხელოვანის ძირითადი ყურადღება მასალის, როგორც ექსპერიმენტების ინსტრუმენტისა და მის საცხოვრებელ სამყაროში ნავიგაციისკენაა მიმართული.

შემოქმედებითი კარიერის დასაწყისში მაჰმუდოვა მასალით დაინტერესდა, რაც მის პეიზაჟებსა და ნახევრად აბსტრაქტულ ტილოებში სინათლით, ფერითა და მატერიით ჩატარებულ ექსპერიმენტებში გამოიხატა. ნახატებზე შრეების დამატებასთან ერთად ხელოვანმა თავისი სამუშაო სფერო კიდევ უფრო გააფართოვა და ის სამგანზომილებიანი გახადა რასაც ქანდაკების მიმართ მსგავსი მიდგომის გამოყენება,  ემოციური და ინტენსიური გარემოს შექმნა მოჰყვა. ხელოვანი ნელ-ნელა ამატებს ერთმანეთს ისეთი მასალის მრავალფეროვან სპექტრს, როგორებიცაა ქაღალდი, თიხა, საღებავი, ცემენტი, ქვა და ამ ბოლო დროს ეპოქსიდის წებო და დაუმუშავებელი მარმარილო. მისთვის ეს მასალები თითქმის ადამიანურ ხარისხს იძენს და ის მათ ერთმანეთთან დაკავშირების, ურთიერთობისა და ერთმანეთზე ზემოქმედების გზებს იკვლევს. ღრმად ინტუიციური ხელოვანი ამ ექსპერიმენტებს საკუთარი მატერიალური ზრდისა და ემოციური განკურნების იარაღად იყენებს.

მაჰმუდოვასთვის ყველაზე მთავარი შემოქმედების პროცესია. მისი ქსოვილის სტრუქტურის მქონე ნამუშევრები მეხსიერების მქონე ნიშნებია სადაც თითოეული ფენა ხელოვანისთვის პირად დროსა და სივრცეში არსებულ კონკრეტულ მომენტს შეიცავს.

ხელოვანის შემოქმედება არჩეული მასალების ფიზიკურ ბუნებასთან და რჩეულ მიწიერ პალიტრასთან ჰარმონიულ ურთიერთობას ამყარებს და სიყვარულის, დანაკარგის, მეხსიერებისა და სურვილის უნივერსალური გრძნობების სრულ სპექტრს მოიცავს.

აიდა მაჰმუდოვა აზერბაიჯანელი ხელოვანი და YARAT Contemporary Art Space-ის (ბაქო) დამფუძნებელია. მას ცენტრალური სენტ მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯის (ლონდონი) სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი აქვს მიღებული.

2011 წელს აიდა მაჰმუდოვამ YARAT-ი – ახალგაზრდა ხელოვანების ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე მხარდაჭერის ცენტრი დააარსა. მრავალწლიანი წარმატებული მუშაობისა და საერთაშორისო პროგრამების განხორციელების შემდეგ, YARAT-ი ახლა სამ საგამოფენო სივრცეს აერთიანებს და ბაქოში ხელოვანების სარეზიდენციო პროგრამას, საერთაშორისო, რეგიონულ და აზერბაიჯანის დონეზე დინამიკურ წამყვან საჯარო და საგანმანათლებლო პროგრამებს, ღონისძიებების მთელ რიგს მართავს.

Previous Post

ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა

Next Post

თიბისიმ Binance-თან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თიბისიმ Binance-თან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა

თიბისიმ Binance-თან პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result