Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ქებურიების ამბასადორიალი

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in კომპანიები
0
ქებურიების ამბასადორიალი
0
SHARES
0
VIEWS

ქებურიების თბილისური ამბასადორიალი 2004 წლიდან იწყება.

სასტუმროები, რესტორნები, პროფესიული სპორტული მოედნები, საქართველოში პირველი პროფესიული გოლფის მოედანი, საცხენოსნო, ტირი და უმაღლესი კატეგორიის სამორინე – ეს ქებურიების იმპერიის მხოლოდ ქართული ნაწილია. Ambassadori Group-ის მართვაში 30 წლის თორნიკე ქებურია კარგა ხნის წინ ჩაერთო და მამის, ბუბა ქებურიას გზას ახალი ხედვით აგრძელებს.

“მამაჩემმა დიდი იმპერია შექმნა და ჩემი მიზანი მისი განვითარებაა”, – ასე გაეცნო Forbes Georgia-ს თორნიკე ქებურია, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას შვილი, რომელიც, როგორც ჩანს, მამას ყველაზე მეტად ახლის შექმნის სიყვარულში დაემსგავსა.

ოჯახურ ბიზნესში ბავშვობიდან, თუმცა ჯერ ბავშვური ინტერესით ჩაერთო. არდადეგების დროს მამას სამსახურში მიჰყვებოდა, ბავშვური ინტერესი კი ბიზნესის კეთების სურვილში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მიხვდა, რომ საქმეში რაღაცის შეცვლას, გაუმჯობესებას და განვითარებას შეძლებდა. “პატარაობიდანვე მინდოდა მცოდნოდა, ვინ, რას, რატომ და როგორ აკეთებს. ყველა საფეხურსა და პოზიციაზე მყოფს, თავში ჩაბეჭდილი მქონდა – “ვინ, თუ არა შენ!“ – ამბობს თორნიკე ქებურია, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ მისი სამომავლო არჩევანიც და ოჯახური საქმის საჭიროებაც ან მამასთან ერთად, ან დამოუკიდებლად ბიზნესის მართვა იქნებოდა. განათლებაც შესაბამისი მიიღო – AUP-ის (American University of Paris) ბიზნესის მართვის დიპლომის მქონემ, ქართულ 90-იანებგამოვლილი მშობლების საქმეს ამერიკული ცოდნა და ახალი სიცოცხლე შესძინა.

ოჯახურ ბიზნესში როლები მარტივად გადანაწილდა. მთავარი მამა დარჩა, მაგრამ შვილს გადაწყვეტილებებში თავისუფლება არასდროს შეზღუდვია. “თუ შეგიძლია და გამოგდის, უნდა განავი  თარო ის ბიზნესი, რაც ოჯახისგან გადმოგეცა, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებ, აუცილებლად უნდა დაიწყო იმის კეთება, რაც შენთვის საინტერესოა და უკეთესად გამოგდის“, – თორნიკე საქმეს ასე ეკიდება, მიაჩნია, რომ მამის გზის გაგრძელება მისთვის ჯერ სტარტაპია, თუმცა გამოცდილება დამოუკიდებლადაც დააგროვა. ბავშვობიდან სასტუმროების ბიზნესის შემყურემ ევროპაში საკუთარი რესტორანი და ლაუნჯი გახსნა და შედეგიც მიიღო. ახლა ახალი გამოწვევების ძიების ეტაპზეა და ყველაზე საინტერესოდ ბათუმის ამბიციური პროექტი ეჩვენება: “ ამბასადორის“ ლოგო მალე აჭარაში – ზღვის პირას და სათხილამურო კურორტებზე გამოჩნდება.

სანამ ბათუმში “ამბასადორის” დროშა აფრიალდება, მანამდე “ამბასადორი თბილისს“ კიდევ ერთხელ ვესტუმრე. ძველ თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაშენებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ახლა იმაზე დიდი და მომხიბლავია, ვიდრე პირველი სტუმრობიდან ჩემს მეხსიერებას შემორჩა. ვიზუალური ცვლილების მიუხედავად, პირველადი განწყობა უცვლელად დამიბრუნდა, როცა მისაღებ ოთახში ხელით მოხატულ გუმბათს თვალი კიდევ ერთხელ შევავლე.

ქებურიების თბილისური ამბასადორიალი 2004 წლიდან იწყება. 7 ნომრით დაწყებული მასპინძლობა ახლა 121 უდრის, საიდანაც 18 ლუქსია, 460 კვ/მ სივრცეს საპრეზიდენტო ნომერიიკავებს, სასტუმროს ტერასები და ხედები კი ლაქშერი დასვენებისთვის საუკეთესო არჩევანია. “ჩვენი გათვლა არ არის იაფი პროდუქტის შექმნა, რომელიც მაინც იმუშავებს. ქართველი მომხმარებელი დღეს უფრო მომთხოვნია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო. ტურისტიც ხარისხზეა ორიენტირებული და თუ საუკეთესო მომსახურებას შევთავაზებთ, ეს ქვეყნის განვითარებაზეც აისახება“, – ამბობს თორნიკე ქებურია და მიყვება, რომ თბილისის “ამბასადორის”  ისტორიულ ნაწილს ახალი სიცოცხლე 2013 წელს იტალიელმა დიზაინერებმა შესძინეს. თბილი ფერების გამა ნომრებში, ფრანჩესკო მოლონის ექსკლუზიური ავეჯი, ექსკლუზიური მარმარილოს აბაზანები, მოზაიკით მოპირკეთებული სპა – ეს ყველაფერი დიზაინის იტალიურ ხასიათს უფრო მკვეთრად გამოხატავს და ინტერიერს ელეგანტურ დედოფალს ამსგავსებს.

საუბრის გასაგრძელებლად შესაფერისი ადგილის შერჩევა მრავალფეროვნების გამო გამიჭირდა. საბოლოოდ კი აზიურ და იტალიურ რესტორნებს სასტუმროს ისტორიულ ნაწილში მდებარე VIP ლაუნჯი “ფლამინგო“ ვარჩიე, სადაც შიდა ეზოს გავლით მოვხვდით. “ჩვენ შევქმენით სასტუმრო, რომელიც რეგიონის სავიზიტო ბარათად იქცა“, – მეუბნება თორნიკე ქებურია და სასტუმროს მარჯვენა ნაწილში განთავსებულ უმაღლესი კატეგორიის სამორინეს მაჩვენებს – ადგილს, სადაც ყველას შეუძლია თავი ჩემსავით, შესვლისთანავე მოგებულად იგრძნოს.

“‘ამბასადორი ჯგუფი’ საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას 100 პროცენტით ქართული ბრენდი და ძალიან მოკლე ვადაში საერთაშორისო ცნობილი ბრენდების ღირსეულ კონკურენტად იქცეს”, – ასე ახასიათებს ქებურიების ქმნილებას “ საქართველოს ბანკის”  გენერალური დირექტორის მოადგილე ვასილ ხოდელი, რომელიც ქებურიების ბიზნესს წლებია, იცნობს. ბანკისა და “ამბასადორი ჯგუფის” თანამშრომლობა უკვე ხუთ წელს და ბევრ საქმეს ითვლის. გარდა იმისა, რომ ყველა სახის საბანკო მომსახურებს უწევს, “ საქართველოს ბანკმა”  დააფინანსა როგორც თბილისის, ისე კაჭრეთის სასტუმროს გაფართოებაც.

“ბანკის მხარდაჭერის გარეშე მსხვილი პროექტების განხორციელება თითქმის შეუძლებელია, ამიტომ ჩვენი არჩევანი გამოცდილ, სანდო და კომფორტულ ბანკზე შეჩერდა: მათი თანადგომით აშენდა “ამბასადორი კაჭრეთის“ ახალი კორპუსიც“, – მეუბნება თორნიკე ქებურია და თბილისის “ ამბასადორის”  ამოუწურავი შესაძლებლობებიდან კახეთის რეგიონში მივყავარ.

თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე სასტუმრო კომპლექსი გურჯაანის რაიონში, კაჭრეთშია. 50 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი სხვადასხვა გემოვნებისა თუ მოთხოვნილების ადამიანის ინტერესზეა მორგებული. შესაძლებლობები აქ სურვილებზე მეტია – პირველი, რაც თვალში გხვდება, “ამბასადორი კაჭრეთის“ სავიზიტო ბარათი – რეგიონში ერთადერთი, პროფესიული გოლფის მოედანია, აქვეა ასევე რეგიონში პირველი და ჯერ კიდევ ერთადერთი ოლიმპიური აუზიც. მოკლედ, დასვენებასა და განტვირთვასთან ერთად “ამბასადორი კაჭრეთი“ სპორტული ცხოვრების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. ჩოგბურთის კორტებით, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებით, საცხენოსნოთი თუ ტირით – ეს არის ადგილი, სადაც დრო არასდროს გეყოფათ. 182 ნომრიდან 106 სრულიად ახალი, თანამედროვე დიზაინით შექმნილი ნომერია.

“საქართველო ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და სასიხარულოა, რომ ტურიზმი ყოველწლიურად ვითარდება, თუმცა ამ სფეროს ხელშეწყობა პირველ რიგში სწორედ ჩვენ, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესს გვმართებს. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ‘ამბასადორი ჯგუფმა’ ყველა ტურისტული სეგმენტის დაკმაყოფილება შეძლოს” , – ამბობს თორნიკე ქებურია, რომლის სურვილია, თბილისისა და კაჭრეთის “ ამბასადორებმა”  უცხოელ სტუმრებსაც კარგი მასპინძლობა გაუწიონ.

“‘ამბასადორი ჯგუფი’ მართლაც ხელს უწყობს საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კარგი სასტუმროებია”, – ადასტურებს ვასილ ხოდელიც, თუმცა ტურისტული დატვირთვის გარდა კაჭრეთის სასტუმროს როლი კახეთის რეგიონის, განსაკუთრებით კი გურჯაანის რაიონის განვითარებაშიც დიდია. სასტუმროს 200 თანამშრომლის 97 პროცენტი ადგილობრივი კადრია. ორივე “ ამბასადორი“ კი ჯამში 1000-მდე დასაქმებულ ადამიანს აერთიანებს.

ორი მთავარი შეკითხვა დღეს უპასუხოდ დამრჩა – რამდენია ქებურიების ქონება და “რა ღირს“ “ ამბასადორები“? “არსებობს ძალიან ბევრი ფორმულა, რომლის მიხედვითაც ვითვლით ღირებულებებს“, – მპასუხობს თორნიკე ქებურია და ბათუმური ამბასადორიალის დაწყებამდე მემშვიდობება.

Previous Post

Kazakh Switzerland

Next Post

ივლისში სამომხმარებლო პროდუქცია 0.3 პროცენტით გაიაფდა

მაგდა დოლიძე

Next Post
ივლისში სამომხმარებლო პროდუქცია 0.3 პროცენტით გაიაფდა

ივლისში სამომხმარებლო პროდუქცია 0.3 პროცენტით გაიაფდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result