Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

კომპანია „ლიკაჩი თერმო“ თიბისის მხარდაჭერით ახალ პროდუქტს აწარმოებს

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
კომპანია „ლიკაჩი თერმო“ თიბისის მხარდაჭერით ახალ პროდუქტს აწარმოებს
0
SHARES
0
VIEWS

„ლიკაჩი თერმო“ კიდევ ერთი ბიზნესია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მომხმარებელს სიახლეს სთავაზობს.

კომპანიამ, რომელმაც 2017 წელს, აჭარის რეგიონში, თბოიზოლაციის მასალის წარმოება დაიწყო, ხუთი წლის თავზე უკვე წარმატებულ ბიზნესისთვის ახალი ხაზის – მუყაოს ჭიქების დამატება გადაწყვიტა.

ხელვაჩაურში, 3000 კვმ ტერიტორიაზე განთავსებული 1500 კვმ ფართის შენობა-ნაგებობა ირაკლი ჩხუბაძემ 2017 წელს, თიბისის მხარდაჭერით შეისყიდა, მთლიანად განაახლა, 3000 კვმ-მდე გააფართოვა და თბოიზოლაციის წარმოებას ახალი კადრებითა და დანადგარებით შეუდგა. მანამდე კი ბაზარი შეისწავლა და მიხვდა, რომ საქართველოში იმ დროისთვის მოთხოვნადი და, ძირითადად, ირანიდან და  თურქეთიდან შემოტანილი მასალის წარმოება ადგილზე უთუოდ სასარგებლო და მომგებიანი საქმე იქნებოდა.

„თბოიზოლაციის წარმოება გადამაწყვეტინა ქართულ ბაზარზე ამ სფეროში არსებულმა მოთხოვნამ და ამასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რაც ძირითადად ამ მასალის საზღვარგარეთიდან შემოტანას ეხებოდა. ადგილობრივი წარმოება ძალიან მწირი იყო, მოთხოვნა კი – დიდი. ბაზარი დიდწილად იმპორტზე იყო მიბმული. ამიტომ, მეგობრების რჩევით, შევისყიდე უკვე არსებული საწარმო ხელვაჩაურში, გავაორმაგეთ ფართი, გავაახლეთ დანადგარები და დავამატეთ კადრები, რომლებსაც ადგილზე ვასწავლით დანადგარებთან მუშაობას. 4 ადამიანით დავიწყეთ და დღეს უკვე 20-ამდე დასაქმებული გვყავს,“ – ამბობს „ლიკაჩი თერმოს“ დამფუძნებელი, ირაკლი ჩხუბაძე.

მაღალი ხარისხის ნედლეული კომპანიას ძირითადად ირანიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს, სპეციალურ დანადგარებში ამუშავებს და სარეალიზაციოდ მსხვილ დამკვეთებთან – „ნოვა“, „მოდუსი“, „გორგია“ – უშვებს. ბაზარზე არსებულ მსგავს კომპანიებს კონკურენციას ირაკლი ჩხობაძე ფასების რეგულირებით ცდილობს:

„სხვა კომპანიები მომხმარებელს, ძირითადად, იმპორტირებულ მასალას სთავაზობენ, რომლის ტრანსპორტირებაც, ტვირთის გაბარიტულობის გამო, საკმაოდ ძვირი ჯდება. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ იგივე, ან უფრო ნაკლები ფასი შევთავაზოთ მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების პროდუქტში. ფასების ასეთი რეგულირებით ჩვენ საკმაოდ მომგებიან პოზიციაში ვართ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ისეთ იმპორტირებულ პროდუქტზე, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეც იწარმოება, სახელმწიფომ დამატებითი გადასახადი უნდა დააწესოს, რითაც ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს,“ -ამბობს ირაკლი ჩხობაძე.

მას შემდეგ, რაც თბოიზოლაციის მასალის წარმოება-რეალიზაცია მაქსიმალურად გამართა, „ლიკაჩი თერმომ“ არსებული საწარმოს ბაზაზე მეორე ხაზის – მუყაოს ჭიქების წარმოება გადაწყვიტა. თიბისის მხარდაჭერით, სხვადასხვა ზომის, მუყაოს ერთჯერადი ჭიქების პირველი პარტია საწარმომ 4 თვის წინ გამოუშვა. სულ მალე კი „ლიკაჩი თერმო“ რამდენიმე ახალი პროდუქტის – ერთჯერადი თერმოჭურჭლის წარმოებასაც აპირებს, რომლითაც გატანის სერვისზე მომუშავე კომპანიებს მოამარაგებს. თიბისის და „ლიკაჩი თერმოს“ ურთიერთობა ამ მიმართულებითაც გაგრძელდება.

Previous Post

Carbon Emissions Produced by the Georgian Economy

Next Post

პოლონეთი „გაზპრომის“ პოლონურ აქტივებზე კონტროლს იღებს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
პოლონეთი „გაზპრომის“ პოლონურ აქტივებზე კონტროლს იღებს

პოლონეთი „გაზპრომის“ პოლონურ აქტივებზე კონტროლს იღებს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

Recent News

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result