Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
Home პროფილი ინტერვიუ

მირანდა ყიფშიძე Broadway Theatre-ში 10-კაციან გუნდს უხელმძღვანელებს

by იზა გვარამაძე
November 11, 2022
in ინტერვიუ, კულტურა, მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
მირანდა ყიფშიძე Broadway Theatre-ში 10-კაციან გუნდს უხელმძღვანელებს
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ქართველმა ბრენდ-დეველოპერმა მირანდა ყიფშიძემ Broadway-ის თეატრში დაიწყო მუშაობა. ის თეატრის მენეჯმენტში 10-კაციან გუნდს უკვე რამდენიმე დღეა, ხელმძღვანელობს. უფრო კონკრეტულად, მან თეატრის პრეზიდენტის ასისტენტის პოზიცია დაიკავა, რომლის ფარგლებშიც მისი მოვალეობა მსახიობებთან, კომპოზიტორებთან, სცენარისტებთან მოლაპარაკებების წარმოება იქნება. სად იწყება და როგორი იყო მისი გზა Broadway-მდე, ამის შესახებ მირანდა Forbes Georgia-ს კითხვებს პასუხობს.

მირანდა, თქვენ უკვე შეუდექით Broadway-ში მუშაობას. როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?

დიახ, უკვე რამდენიმე დღეა ვმუშაობ. გავიცანი სრული გუნდი, საოცრად დამხვდნენ, ყველა ძალიან მეგობრულია. ცდილობენ,  ადაპტაციის პერიოდი გამიმარტივონ, ვგრძნობ, რომ მათთვის ჩემი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია და ეს ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. 300-მდე  ადამიანს ჰქონდა აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადი გაგზავნილი და გასაუბრებიდან 5 წუთში მე დამირეკეს. გახარებული და გაოგნებული ვიყავი, ამიტომ ახლა უფრო მოტივირებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მათი გუნდის დამსახურებული წევრი ვიყო. Broadway-ის თეატრი, როგორც ყველამ ვიცით, ნიუ-იორკში თავისი ისტორიით ყველაზე ცნობილი თეატრია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ თეატრის მენეჯმენტში ყოფნა ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.

რა გზა გაიარეთ Broadway-მდე?

Broadway-მდე ძალიან დიდი გზა გავიარე. ამერიკა ჩემი მეოთხე ქვეყანაა, სადაც ვცხოვრობ და ვსწავლობ. საქართველოს შემდეგ ანკარაში, “ჰაჩეტეპეს” უნივერსიტეტში ვსწავლობდი, სადაც საბაკალავრო პროგრამა დავამთავრე, შემდეგ მაგისტრატურისთვის პარიზში ხუთი წელი ვიცხოვრე, მაქვს ორი MBA-ის დიპლომი Fashion- და Luxury-მენეჯმენტში, ასევე მაგისტრატურა International Luxury-მარკეტინგში, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა პარიზში, „დიორის“ პრესსამსახურში. იქ მუშაობისას პირდაპირი შეხება მქონდა Vogue-ის, Vanity Fair-ის  ყველა გამომცემლობასთან მსოფლიო მასშტაბით. ამასთან, საოცარი გამოცდილება იყო ისეთ ვარსკვლავებთან მუშაობა, როგორებიც არიან, მაგალითად, ნიკოლ კიდმანი, მარიონ კოტიარი, მირანდა კერი, ელზა ზილბერშტეინი, ჟიზელი და სხვა. ეს კონტაქტები დღემდე ძალიან ბევრ საინტერესო საქმეში გამომიყენებია.

თქვენი ამერიკული კარიერა როდის დაიწყო?

კოვიდპანდემიის გამო ამერიკაში საცხოვრებლად გადმოსვლა გადავწყვიტე. დედაჩემი აქ ცხოვრობს და უკვე ერთი წელია, აქ ვარ. ჩამოსვლიდან ორ კვირაში დავიწყე მარკეტინგულ კომპანიაში მუშაობა, მაგრამ პარალელურად ისეთ საქმეს ვეძებდი, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა, Broadway-ის გასაუბრებების პარალელურად ინტერვიუები მქონდა NBA-ის და New York MoMA-ის მარკეტინგის გუნდთან, მაგრამ ჩემი მოხიბვლა მაინც Broadway-მ შეძლო.  თეატრი და სცენა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ოთხი წლიდან სცენაზე ვიდექი – ვმღეროდი, ვცეკვავდი,  ვუკრავდი ფორტეპიანოზე, მაგრამ მთავარი განმსაზღვრელი  ალბათ ყოველთვის ის იყო, რომ სანამ არ მივაღწევ იმას, რაც მინდა, ღამეები არ მძინავს და თუ რაიმე არ გამომდის, ყოველთვის ახალ გზებს ვეძებ მიზნის მისაღწევად. თან სულ სწავლის პროცესში ვარ. ახლაც „ჰარვარდის“ ონლაინკურსებს გავდივარ მენეჯმენტისა და ბიზნესის მიმართულებით.

თქვენთვისაც ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა?

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ფეხის მოკიდება არ არის მარტივი არც ერთ ახალ ქვეყანაში, სადაც უცხო კულტურა და მენტალიტეტია, მაგრამ ვემხრობი იმ მოსაზრებას, რომ ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა. ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ ყოველთვის ხედავენ და აფასებენ შესაძლებლობებს. თუ მიზანი გაქვს, მგონია, რომ აქ შეუძლებელი არაფერია.

დაბოლოს, უკავშირებთ თქვენს მომავალს საქართველოს?

საქართველო ძალიან მიყვარს, ვცადე, ერთი წელი მეცხოვრა და მემუშავა საქართველოში, სადაც ძალიან ნიჭიერი და კარგი ხალხი ცხოვრობს. აუცილებლად დავბრუნდები ერთ დღეს, თუ საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა მომეცემა.

Previous Post

პროექტისთვის, „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

Next Post

Global Finance-მა პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა

იზა გვარამაძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result