Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

პოლიტიკოსები და პარტიები ყველაზე “მსხვილი დამფინანსებლებით”

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
პოლიტიკოსები და პარტიები ყველაზე “მსხვილი დამფინანსებლებით”
0
SHARES
0
VIEWS

2018 წლის 1 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით, პერიოდში პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებულმა შემოწირულებებმა ჯამში 770,146 ლარი შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის მიხედვით, ყველაზე მეტი შემოწირულება – 345,476 ლარი “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო, მეორე ადგილზეა “ევროპული საქართველო” 293,156 ლარით, ხოლო სალომე ზურაბიშვილი მესამე ადგილზეა 109,021 ლარის შემოწირულებით. აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც ფულად და არაფულად შემოწირულებებს, ასევე საწევრო შენატანებს. 

1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით კი პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 930 012 ლარის შემოწირულება მიიღეს. ამ პერიოდშიც ყველაზე მეტი თანხა – 442 691 ლარი ნაციონალურ მოძრაობაზე მოდიოდა, მას მოსდევს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი – 332 245 ლარით და ევროპული საქართველო 91 196 ლარით. სექტემბერში სამოქალაქო პლატფორმა ახალმა საქართველომ 35 000 ლარის შემოწირულება მიიღო, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბესარიონ თედიაშვილმა კი 13 000 ლარის. მას მოსდევს პარტია თავისუფალი დემოკრატები 9 700 ლარით და ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი 4 600 ლარით. “თავისუფალმა საქართველომ” სექტემბერში 1010 ლარის შემოწირულება მიიღო, ხოლო ეროვნულმა ფორუმმა 350 ლარის. კიდევ ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა კახაბერ ჭიჭინაძემ 200 ლარის შემოწირულება მიიღო, ქართულ ოცნებას კი მხოლოდ 20 ლარი უფიქსირდება. 

ყველაზე მსხვილი თანხა, რომლითაც პოლიტიკური სუბიექტები დააფინანსეს 60 000 ლარია, – სწორედ აღნიშნული თანხა შესწირეს ნაციონალურ მოძრაობას ჯერ დავით კირკიტაძემ, შემდეგ კი ირაკლი კირკიტაძემ.  

60 000 ლარიანი დაფინანსება სამჯერ მიიღო სალომე ზურაბიშვილმა – ეს თანხა მას დიმიტრი ადამიამ, ირაკლი ქაფიანიძემ და კახაბერ კობაივანოვმა შესწირეს.  

შემდეგი ყველაზე მსხვილი ტრანში 54 999 ლარს შეადგენს, რომელიც ევროპულ საქართველოს აკაკი კილასონიამ შესწირა.  

პოლიტიკური სუბიექტებისთვის არც 50 000 ლარიანი დაფინანსებაა უცხო – მსგავსი მოცულობის შემოწირულება სალომე ზურაბიშვილმა ორჯერ მიიღო – დავით თოფურიძისგან და ვახტანგ ლაღიძესგან. ამასთან, 30 000 ლარის დაფინანსება მიიღო ზურაბიშვილმა თემურ მაცაბერიძისგან. საპრეზიდენტო კანდიდატმა მსგავსი მოცლობის თანხა საკუთარ თავსაც შესწირა.  

30 000 ლარიანი დაფინანსება ორჯერ მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ – ერთხელ კომპანია ავტოჰაუსისგან, მეორეჯერ კი ნიკა მელიასგან.  

კომაპნია “ავტოჰაუსი” არაა ერთადერთი იურიდიული სუბიექტი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა. კერძოდ, 500 ლარის დაფინანსება მიიღო პარტიამ “თავისუფალი დემოკრატები” “მოსახლეობის საკრედიტო და ფინანსური მომსახურების ცენტრისგან”, თუმცა შემოწირულება არაფულადი იყო.  500 ლარის არაფულადი შემოწირულება მიიღო კომპანია “სიგნალისგან” ევროპულმა საქართველომ. 

მიუხედავად, იმისა რომ მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიაში იურიდიული სუბიექტების მიერ დაფინანსება სულ რამდენჯერმე მოხდა, პოლიტიკური პარტიების მსხვილი დამფინანსებლების უკან უმეტესად მსხვილი კომპანიებიც დგას. ასე მაგალითად, 60 000 ლარი შესწირა ზურაბიშვილს შპს არქი თაუერის დირექტორმა ირაკლი ქაფიანიძემ. მანვე 2016 წელს ქართული ოცნება 30 000 ლარით დააფინანსა. ზურაბიშვილის კიდევ ერთი მსხვილი დამფინანსებელი კახაბერ კობაივანოვი კი კომპანია შპს ევრაზია დეველოპმენტ გრუპ-ის დირექტორი  და 100% მფლობელია. ის ასევე შპს არქი გლდანის დირექტორია, ამავე კომპანიის დირექტორია ირაკლი ქაფიანიძეც.  

აკაკი კილასონია კი, რომელიც უკვე ორი წელია ევროპული საქართველოს შემომწირველია, შპს მუხიანის პარტნიორია.  

რამდენიმე კომპანიის მეწილედ და დირექტორად ფიქსირდება დავით თოფურიძე, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. მათ შორისაა შპს ტფილისი, რომლის 100% მის საკუთრებაშია, ასევე 2014 წელს ის სს აკურასა და გრუზვინპრომის დირექტორი იყო. რაც შეეხება ვახტანგ ლაღიძეს, რომელმაც 30 000 ლარი შესწირა ზურაბიშვილს, ის კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას დირექტორია. 

 

Previous Post

Gürcistan’da, şirket tescili ile ilgili işlemlerin yapılması elektronik ortamda gerçekleştirilecektir

Next Post

Political Parties’ Advertising Spending

მაგდა დოლიძე

Next Post
Political Parties’ Advertising Spending

Political Parties’ Advertising Spending

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result