Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბექა გოჩიაშვილი ქართველ მსმენელს ემშვიდობება

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ბექა გოჩიაშვილი ქართველ მსმენელს ემშვიდობება
0
SHARES
0
VIEWS

ჯაზის, როგორც მუსიკალური მიმდინარეობის ერთი სიტყვით დახასიათება რომ მოვინდომოთ, სავარაუდოდ, მელომანთა უმეტესობის გონებაში ამოტივტივდება – თავისუფლება! ამიტომ ალბათ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მისისიპიდან ძალიან შორს – საქართველოში, თავისუფალ ადამიანებად დაბადებულები, ვირტუოზ ჯაზ მუსიკოსებად ყალიბდებიან. თუმცა, თუ უფრო კონკრეტულ შემთხვევებს განვიხილავთ, გასაკვირ ამბავსაც აღმოვაჩენთ და გასაოცარსაც.

მაგალითისთვის უდავოდ გამოგვადგება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი პიანისტი და Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებული – ბექა გოჩიაშვილი, რომელმაც ჯერ კიდევ ბავშვობაში, მსოფლიოს დაუმტკიცა თუ რამდენად ავთენტურია ჯაზი ქართველებისთვის. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ის 13 წლის ასაკში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ სასწავლებელში (Juilliard) მიიღეს – ჩვენი სკოლისთვის კი პატარაა, მაგრამ ასეთი ტალანტისთვის გამონაკლისს დავუშვებთო. ასე გადავიდა ბექა საცხოვრებლად ნიუ იორკში და მას შემდეგ მრავალი წელი სამშობლოში მხოლოდ დროებითი ვიზიტებით ბრუნდებოდა, სანამ 2020-მა მსოფლიოსთან ერთად, ქართველი ჯაზმენის გეგმებიც არ ამოატრიალა.

თუმცა ახლა, სამშობლოში გატარებული ორი წლის შემდეგ, მუსიკოსის ნიუ იორკში დაბრუნების, ახალი მიზნების განხორციელებისა და ქართველ მსმენელთან დამშვიდობების დროც მოვიდა. შორ გზაზე გასაცილებელი კონცერტი კი, 1-ელ ოქტომბერს მონოჰოლში, ნინო ქათამაძესთან ერთად გაიმართება.

კომუნიკაციის ინსტრუმენტი

თუ ერთხელ მაინც მოგისმენიათ ბექასთვის, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს იგრძნობდით რაიმე ისეთს, როგორიცაა აღტაცება, ეიფორია, კონტროლის დაკარგვა სხეულზე, რომელიც არათუ თქვენს გონებას, არამედ კლავიშის ჟღერადობის მაგიურ ძალას ემორჩილება. რაღაც მომენტში შეიძლება იფიქროთ, რომ პულსი კი არ გიცემთ – ისვინგება. ბუნებრივად ჩნდება კითხვა – როგორ?! სინამდვილეში, ასეთ დროს ნებისმიერი ფიქრი უსარგებლოა, მხოლოდ ემოციაა მნიშვნელოვანი – გატაცება და დაკარგვა. (აქ ალბათ ბილ ევანსის ცნობილი ფრაზა მოუხდებოდა: ‘It bugs me when people try to analyze jazz as an intellectual theorem. It’s not. It’s a feeling.’)

მსმენელში მძაფრი შეგრძნებების გამოწვევა და აუდიტორიის მუსიკალურ სიღრმეებში წაყვანა ნინო ქათამაძისთვისაც მარტივი და ორგანულია. ქართული და არა მხოლოდ ქართული სცენის ჯადოქარი მრავალი წელია რუდუნებითა და სიყვარულით აზიარებს გულწრფელ ემოციას, რომელიც სიმბიოზურად ერწყმის მის სახასიათო, ექსპრესიულ შესრულებას და გულგრილად დარჩენის შანსს არ გიტოვებს. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოდან, ნინო ქათამაძემ მსმენელის უპირობო სიყვარული მოიპოვა, რომელსაც დღემდე არა მხოლოდ ინარჩუნებს, არამედ კიდევ უფრო მეტად აფერადებს და აძლიერებს.

როგორც ამბობენ, მუსიკას არ ჭირდება კონკრეტული ენის ცოდნა, რადგან ის თავად არის კომუნიკაციის საუკეთესო ინსტრუმენტი. თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ინსტრუმენტს ვირტუოზულად ფლობს – მსმენელთან ენერგიებისა თუ ემოციების გაცვლას ეფექტიანად ახერხებს, ამ მუსიკოსებს შორის უსათუოდ მოიაზრებიან ბექა გოჩიაშვილი და ნინო ქათამაძე.

ფიქრის ნდობა

მათი მეგობრობა მრავალი წლის წინ დაიწყო და მუსიკალური კოლაბორაციებით გაგრძელდა. ერთმანეთის კონცერტებზე რამდენჯერმე სპეციალური სტუმრის რანგშიც გამოჩნდნენ და მსმენელში ინტენსიური ემოციების გენერირება ნამდვილად არ გასჭირვებიათ. მიუხედავად ამისა, მათ არასოდეს ჰქონიათ საერთო კონცერტი, თუმცა ბექასთან საუბრისას ირკვევა, რომ ერთად მუშაობისა და პროექტის განხორციელების სურვილი დიდი ხანია არსებობს.

„ჩვენი ერთობლივი პროექტისა და კონცერტის იდეა სულ არსებობდა. კონკა ჯაზის წყალობით, როგორც იქნა დიდი ხნის სურვილს ავისრულებთ და ქართველი მსმენელის წინაშე ერთად მომზადებული მუსიკალური პროგრამით წარვდგებით. ეს პროექტი პირველ რიგში, ჩემი და ნინოს მუსიკის საერთო სიყვარულს ემსახურება. აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რასაც მსმენელი მხოლოდ 1-ელ ოქტომბერს მოისმენს – ახალს, განსხვავებულს და სხვადასხვა მუსიკალური ენერგიით გაჯერებულს. როგორც ნინო ამბობს, ჩვენ ერთმანეთს ფიქრში ვენდობით. ეს ნდობა არის მთავარი და განსაზღვრავს ჩვენი მუსიკალური თავგადასავლის მიმართულებას, სადაც გვჯერა, რომ მსმენელი სიამოვნებით შემოგვიერთდება,“- ამბობს ბექა გოჩიაშვილი

Back to the NYC

ახალგაზრდა ჯაზმენმა თინეიჯერობის ასაკსა და ნიუ იორკში ერთდროულად შეაბიჯა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისი კარიერისა და მუსიკალური განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ ამ ქალაქში დაიწყო. მას შემდეგ ამერიკული აუდიტორიისთვის ბექა გოჩიაშვილი ერთ-ერთ გამორჩეულ შემსრულებლად ჩამოყალიბდა. თუმცა ახლა, თითქმის სამი წლის შემდეგ მონატრებული მსმენელი და მუსიკოსი კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს და დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილ ემოციებს გაცვლიან.

„საქართველოში გატარებული დროის განმავლობაში აღვიდგინე ენერგია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ის რასაც ვაკეთებ, ნაკლებად დატვირთული პერიოდი მუსიკალური განვითარებისთვის გამოვიყენე, დავისახე ახალი მიზნები და მოვემზადე მათ განსახორციელებლად. მოუთმენლად ველოდები ამერიკელ მსმენელთან შეხვედრას და ვფიქრობ, შევძლებ მათ შევთავაზო რაღაც ახალი და განსხვავებული კუთხითაც გავაცნო თავი. 1-ელი ოქტომბრის კონცერტის შემდეგ ნიუ იორკში ვბრუნდები. პირველი კონცერტი 3 ნოემბერს, მაიკ მიჩელთან და სხვა უმაგრეს მუსიკოსებთან ერთად, Blue Note-ში მექნება. ამით დავუბრუნდები ნიუ იორკს როგორც მუსიკოსი და ეტაპობრივად შევუდგები სხვა გეგმების განხორციელებას,“ – გვიყვება ბექა გოჩიაშვილი.

გასაკვირი არ არის, რომ ქართველი მსმენელი და ბექას გულშემატკივარი მის წარმატებებს ინტერესით ელოდება. რას ეტყვის ის ნიუ იორკს ახალს და რას ეტყვის ნიუ იორკი მას, ამას ახლო მომავალში გავიგებთ. მანამდე კი, შეგვიძლია, მის გასაცილებელ კონცერტს შევუერთდეთ, საგზლად საკვები ენერგია გადავცეთ და დასახული მიზნების განხორციელება ვუსურვოთ.

კონცერტის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

ღონისძიებაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

Previous Post

ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ 10%-მდე გაიზარდა

Next Post

შოთა არველაძემ „ჰალ სიტის“ მწვრთნელის პოსტი დატოვა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
შოთა არველაძემ „ჰალ სიტის“ მწვრთნელის პოსტი დატოვა

შოთა არველაძემ „ჰალ სიტის“ მწვრთნელის პოსტი დატოვა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Recent News

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result