Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

გაუთლელი ხის მთლელი

by Forbes.ge
February 28, 2021
in ისტორია
0
გაუთლელი ხის მთლელი
0
SHARES
0
VIEWS

XIX საუკუნის გამოჩენილ ქართველ მეწარმეთა შორის განსაკუთრებული ადგილი ღარიბი ოჯახიდან გამოსულ ანტრეპრენიორსა და ფილანტროპს – გიორგი ქართველიშვილს უჭირავს.

ფორმალური განათლების უქონლობას ხელი არ შეუშლია მისთვის, წერა-კითხვა გაევრცელებინა. უმისოდ დღეს “ვეფხსიტყაოსანიც” სხვა იქნებოდა.

გიორგი ქართველიშვილი 1827 წელს თბილისში, დავით ქართველიშვილის ოჯახში დაიბადა. ოჯახი ფინანსურ პრობლემებს განიცდიდა, და სავარაუდოდ, ამ მიზეზით მან უმაღლესი განათლება ვერ მიიღო, თუმცა გაუნათლებლობას ხელი არ შეუშლია, მსხვილ სავაჭრო საქმიანობაში ჩაბმულიყო. სამეწარმეო კარიერის ბოლოს მისი საკუთრება იყო სამი მსხვილი ქარხანა შიდა ქართლში, სოფელ ატენსა და ხანდისში. პარალელურად თევზის სავაჭროც ჰქონდა, თუმცა ძირითადი სამეწარმეო საქმიანობა სწორედ ხის გადამუშავება გახლდათ. ყველაზე მსხვილი და ცნობილი ატენის ხეობაში მდებარე ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა იყო, რომელიც ქართველმა მეწარმემ თავის კომპანიონ ზეზემანთან ერთად დააარსა.

ატენის ქარხანა საქართველოში პირველი საწარმო გახლდათ, რომელიც ორთქლის ძრავებზე მუშაობდა. დამუშავებული ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის ქართველიშვილმა ატენიდან გორამდე რკინიგზა ააგო. სწორედ ქართველიშვილის ქარხანაში დამუშავებული ხე-ტყე ხმარდებოდა კავკასიის რკინიგზის მშენებლობას. ქართველიშვილისა და ზეზემანის ქარხანაში 50-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ქარხნის წლიური შემოსავალი 30-40 ათას მანეთს შეადგენდა, რაც იმ დროს საკმაოდ სოლიდურ კაპიტალად ითვლებოდა

იმდროინდელი სხვადასხვა საგაზეთო სტატიიდან ჩვენ ასევე მოგვეპოვება ინფორმაცია, რომ ქართველიშვილის ატენის ქარხანაში მუშებს ყველანაირი პირობები ჰქონდათ, რათა სამუშაოები ხარისხიანად წარემართათ.

ქართველიშვილის სამეწარმეო ალღოზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1889 წელს ატენის ხეობაში დატრიალებული ძლიერი სტიქიის მიუხედავად, რომლის შედეგად ხე-ტყის გადამმუშავებელი ქარხანა თითქმის მთლიანად განადგურდა მან ბევრი სირთულის გადალახვა და რთული მდგომარეობიდან თავის დაღწევა მაინც მოახერხა.

იგი პირველი გილდიის ვაჭრის წოდებას ატარებდა, რაც რუსეთის იმპერიაში, კომერციის დარგში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა. 

გიორგი ქართველიშვილის სახელთან არის დაკავშირებული ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ქართული გაზეთის “ივერიის” დაფინანსება. დღეს თბილისში არსებობს რომის ქუჩა. ცნობილი ქართველი მეწარმე სწორედ ამ ქუჩაზე, ერთ-ერთ ლამაზ სახლში ცხოვრობდა. საინტერესოა ისიც, რომ გაზეთ “ივერიის” რედაქცია ერთ დროს მდებარეობდა რომის ქუჩაზე, იმავე სახლის ერთ-ერთ ქუჩაზე.

ქართველიშვილის სახელთანაა ასევე დაკავშირებული ქართული კულტურისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე: 1881-1882 წლებში ფილანთროპმა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა. 1884 წელს მისი წინადადებით შეიქმნა კომისია, რომელსაც ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა. კომისიის წევრები ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი და რაფიელ ერისთავი იყვნენ.

წიგნის დასასურათებლად მოწვეულ იქნა მიხაი ზიჩი, რომლის ილუსტრაციებით გაფორმებული “ვეფხისტყაოსანი” უკვე 1888 წელს გამოიცა. ეს საკმაოდ შრომატევადი და ფინანსურად რთული საქმე, რომლის განსახორციელებლად 12,000 მანეთი დაიხარჯა, სრულად იტვირთა გიორგი ქართველიშვილმა. ცნობილი ქართული ეპოსის ილუსტრირებული ვერსია საქართველოში პირველად გამოიცა. ილუსტრირებული “ვეფხისტყაოსანი” იმდენად ღირებული იყო, რომ ის იგზავნებოდა ყველა ცნობილ დაწესებულებაში და ასევე საზღვარგარეთ.

გიორგი ქართველიშვილის ინიციატივით “ვეფხისტყაოსანი” რუსულად ითარგმნა და ერთი ეგზემპლარი გიორგი ქართველიშვილმა პირადად გადასცა საჩუქრად იმ დროს საქართველოში სტუმრად ჩამოსულ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლეს.

მიუხედავად იმისა, რომ “ვეფხისტყაოსნის” ქართველიშვილისეული გამოცემა ფინანსურად მოგებიანი არ იყო, გიორგი აქტიურად აგრძელებდა მეცენატობას. გ. ქართველიშვილის სახელს უკავშირდება ცნობილი ქართველი გეოგრაფოსისა და ისტორიკოსის ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომების გამოცემა. 1885 წელს ქართველიშვილმა გამოსცა ვახუშტი ბაგრატიონის “საქართველოს ისტორია”, რომლის დასაბეჭდად გამზადება და რედაქტირება დიმიტრი ბაქრაძემ ითავა. 1889 წელს კი, ასევე გ. ქართველიშვილის თაოსნობით, მოსე ჯანაშვილის “საქართველოს ისტორია” დაიბეჭდა.

ცნობილია, რომ გ. ქართველიშვილი ყიდულობდა წიგნებს და ურიგებდა წიგნის ყიდვის შესაძლებლობას მოკლებულ ადამიანებს; ის ასევე ეხმარებოდა პირველ ქართულ თეატრს.

გ. ქართველიშვილის სახელს უკავშირდება გაზეთ “დროების” გამოცემის დაფინანსება. როდესაც გაზეთის რედაქტორი სერგეი მესხი ავადმყოფობის გამო დაკისრებულ მოვალეობას ვეღარ ასრულებდა ,გაზეთის დახურვის საშიშროება გაჩნდა. მართალია, ივანე მაჩაბელს სურდა გაზეთის შეძენა და გამოცემა, მაგრამ მას საკმარისი თანხა არ გააჩნდა… სწორედ გ. ქართველიშვილმა გადაწყვიტა დახმარების გაწევა. ის ორი წლის განმავლობაში,1885 წელს გაზეთის დახურვამდე, მისი გამომცემელი გახლდათ.

ასევე ცნობილია, რომ გ. ქართველიშვილი ეხმარებოდა თბილისში არსებულ ობოლთა გამგეობას. უფრო მეტიც, ფილანთროპი “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასაც” აქტიურად უჭერდა მხარს. ცნობილია, რომ 1882 წლის 17 ივნისს გ. ქართველიშვილი არჩეულ იქნა აღნიშნული საზოგადოების ხაზინადრად (თანამდებობა, რომელიც მან 1887 წელს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, დატოვა). მან ასევე დააფინანსა საზოგადოებისთვის როგორც კანცელარიის მოწყობა, ასევე სტამბის შეძენა.

ასეთი იყო გიორგი ქართველიშვილის სამეწარმეო და ფილანთროპიული მოღვაწეობის მოკლე ისტორია. მისი ცხოვრება კარგად ასახავს იმ რთულ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებს, რომლებიც XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში მიმდინარეობდა.

Previous Post

ExxonMobil to Study Geological Resources in Georgia

Next Post

Gürcistan, turist sayısına nüfus oranla dünya lideri midir?

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Gürcistan, turist sayısına nüfus oranla dünya lideri midir?

Gürcistan, turist sayısına nüfus oranla dünya lideri midir?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result