Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • აგვისტო-სექტემბერი

by Forbes.ge
September 21, 2022
in ბიზნესი, ეკონომიკა, მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • აგვისტო-სექტემბერი
0
SHARES
0
VIEWS

ბევრ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდული ინფლაცია დაფიქსირდა. მსოფლიოს მაღალი ინფლაციისგან თავის დაღწევა უჭირს. Forbes Georgia ყოველთვიურად მიმოიხილავს ინფლაციის ტენდენციებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რადგან საქართველოში საქონლისა და მომსახურების ფასებზე გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორ იცვლება ფასები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც საქართველოს იმპორტით შემოაქვს. მიმდინარე სტატია აგვისტო-სექტემბერში  დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შეეხება.

2021 წლის დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ (12 თვის ინფლაცია) 13.9% შეადგინა. ფასების ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-აგვისტოში ინფლაციამ 8.2% შეადგინა,  წლიური ინფლაცია (2021 წლის აგვისტო 2022 წლის აგვისტოსთან) კი 10.9%-ია.

ივლისში წლიური ინფლაცია 11.5% იყო. აგვისტოში ფასები (ივლისთან შედარებით) 0.1% გაიზარდა, თუმცა წლიური ინფლაცია 11.5%-მდე შემცირდა. ამის მიზეზი ე.წ. საბაზისო ეფექტია. რადგან წლიური ინფლაცია ბოლო 12 თვეში დაფიქსირებულ ინფლაციის დონეს მოიცავს, წინა წლის აგვისტოში დაფიქსირებული ინფლაციის დონე (0.7%) გამოაკლდა.

წლიური ინფლაცია საქართველოში, აგვისტო/აგვისტოსთან

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა – 15.8%-ით. ტრანსპორტი (მოიცავს საწვავის ფასსაც) 15.6%-ით გაძვირდა, ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები – 12.3%-ით, სასტუმროები და რესტორნები – 14.9%-ით.

თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 77%-ით, სიმინდის ფქვილი გაძვირდა. შემდეგ მარგარინი მოდის, რომელიც 46%-ით გაძვირდა, დიზელის საწვავი – 45%-ით. საპონი 43%-ით გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად ბადრიჯანი გაიაფდა – 45%-ით, შემდეგ კიტრი მოდის, რომელიც 44%-ით გაიაფდა. კომბოსტო 40%-ით, ჭარხალი 29%-ით, კარტოფილი კი 22%-ით გაიაფდა.

საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება გაძვირების %
სიმინდის ფქვილი 77%
მარგარინი 46%
დიზელის საწვავი 45%
სარეცხი საპონი 43%
ვაფლი კრემით 40%
ხორბლის ფქვილი 39%
ქალის ზამთრის პალტო 36%
მანდარინი 36%
შესქელებული რძე 36%
შეშა 35%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ცალკე აღებულ აგვისტოს თვეში (აგვისტოს ფასები რომ შევადაროთ ივლისის ფასებს) ყველაზე მეტად იმერული ყველი გაძვირდა – 13.4%-ით. შემდეგ მოდის სარეცხი საპონი 10.2%-ით. მწვანილი და მწვანე ლობიო 9.6%-ით გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოში ყველაზე მეტად – 55%-ით ყურძენი გაიაფდა. 45%-ით გაიაფდა ბადრიჯანი, 20%-ით – საზამთრო, 15.5%-ით – პომიდორი.

საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წლის აგვისტოში (ივლისთან შედარებით) ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება გაძვირების %
იმერული ყველი 13.4%
სარეცხი საპონი 10.2%
მწვანილი 9.6%
კივი 9.6%
მწვანე ლობიო 9.6%
მატარებლით მგზავრობა 9.2%
ნიორი 8.6%
სიმინდის ფქვილი 7.9%
ლიმონი 7.6%
ბატარეა 7.2%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

14 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომა გამართა. სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 11%-ის დონეზე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფლაციის დონე ისევ მაღალია, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების და უკვე საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, ამ ეტაპზე მეტად გამკაცრება საჭიროდ არ ჩათვალა. ასევე გაითვალისწინა მსოფლიო ბაზრებზე ნავთობსა და ძირითად სასურსათო საქონელზე ფასების კლების ტენდენცია. მონეტარული პოლიტიკის საბჭოს მომდევნო სხდომა 26 ოქტომბერს გაიმართება და,  სავარაუდოდ, სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს ისევ არ გაზრდის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ერთ წელიწადში ფასები გლობალურად გაიზარდა და საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოში მეტად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელზე ოპერატიულ ინფორმაციას ვებსაიტი tradingeconomics-ი აქვეყნებს. დღეისათვის 178 ქვეყნის წლიური ინფლაციის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც უმეტესობაზე 2022 წლის აგვისტოს ინფორმაციაა მოცემული, ხოლო დანარჩენზე – წინა თვეების მდგომარეობით. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო აგვისტოში დაფიქსირებული წლიური 10.9%-იანი ინფლაციის დონით მსოფლიოში 67-ე ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად 66 ქვეყანაში გაიზარდა.

ინფლაციის დონით პირველ ადგილზე ზიმბაბვეა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში ფასები 285%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის ლიბანი 168%-ით და სირია 139%-ით.

ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, აგვისტოს მონაცემებით 80.2%-იანი ინფლაციაა და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. თურქეთში ინფლაციის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის – ლირის მნიშვნელოვანი გაუფასურება და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაა, რაც არასათანადო მონეტარულ პოლიტიკას განაპირობებს. ლირის კურსი დოლარის მიმართ 18.2-მდე გაიზარდა. რუსეთში წლიური ინფლაცია 14.3%-ია. აზერბაიჯანში წლიური ინფლაცია 14.2%-ია, სომხეთში კი 9.1%.

ინფლაციის დონით საქართველოსთან ყველაზე ახლოს სლოვენია (11%), კოლუმბია (10.8%) და პარაგვაი (10.5%) არიან.

ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია, ანუ ფასების საშუალო დონის შემცირება, მხოლოდ ბენინშია -1%. ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია ბოლივიაშია – 1.55%. ასევე დაბალი ინფლაციაა ავღანეთში (1.56%) და ჰონგ-კონგში (1.9%).

განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ესტონეთშია – 24.8%. შემდეგ მოდის ლიეტუვა 22.4%-ით და ლატვია 21.5%-ით. ევროკავშირში წლიური ინფლაცია 9.8%-ია. ევროკავშირში ყველაზე დაბალი ინფლაცია საფრანგეთშია – 5.9%.

აშშ-ში აგვისტოში წლიური ინფლაცია 8.3%-მდე შემცირდა, ივლისში 8.5% იყო. გაერთიანებულ სამეფოში (დიდი ბრიტანეთი) წლიური ინფლაცია 9.9%-ია.

მსოფლიო დონეზე მაღალ ინფლაციას მნიშვნელოვანი საერთო საფუძველი აქვს – გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 20%-ით გაძვირდა. ბარელი ნავთობის ფასი მარტ-ივნისში ძირითადად 100 დოლარს ზემოთ  იყო, თუმცა ივლისიდან 100 დოლარს ჩამოსცდა. ნავთობის გაძვირების მთავარი მიზეზი დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შესყიდვაზე ემბარგოსაც მოიცავს.

ბოლო ერთ წელიწადში ბუნებრივი აირი 60%-ით გაძვირდა.

მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სურსათი. მათ შორის, ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიოში კარტოფილი საშუალოდ 52%-ით გაძვირდა, ბრინჯი – 30%-ით, რძე – 19%-ით, ყავა – 17%-ით და ხორბალი – 22%-ით.

ბარელი ნავთობის (Crude oil) საშუალო თვიური ფასი, აშშ დოლარი

მონაცემთა წყარო: U.S. Energy Information Administration (EIA)

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გლობალურად ფასების სწრაფად დასტაბილურება იყო მოსალოდნელი, რადგან მსოფლიო პანდემიის ეკონომიკაზე გავლენიდან გამოდიოდა. თუმცა ომმა და მისმა გავლენამ მსოფლიო ეკონომიკაზე ეს მოლოდინები შეცვალა, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო. დასავლეთის ქვეყნები მზად არიან, თანდათანობით ენერგორესურსები და მნიშვნელოვანი პროდუქცია ძვირად იყიდონ, ოღონდ რუსეთისგან არ შეიძინონ.

ინფლაციის შესაკავებლად აშშ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ 0.75% პუნქტით გაზარდა და ახლა 2.50%-ია. გამოწვევებიდან გამომდინარე, წლის ბოლომდე კიდევ ზრდაა მოსალოდნელი, 2023 წელს კი 3%-ს გადააჭარბებს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც, – 0.75% პუნქტით – რომელიც ბოლო 11 წელი განაკვეთს 0%-ის დონეზე ინარჩუნებდა, ახლა კი 1.25%-ია. მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი კიდევ გაზრდის განაკვეთს, სავარაუდოდ, 2%-მდე. განაკვეთების ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპს შეამცირებს, მაგრამ ფასების სტაბილურობას დაეხმარება. დიდ განვითარებულ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთების ზრდა ამ ქვეყნებში მოთხოვნას, მათ შორის, ნავთობზე მოთხოვნასაც ამცირებს. ნავთობზე მოთხოვნის კლება კი ნავთობის ფასს ამცირებს, რაც ინფლაციის შეჩერებას ეხმარება და, ამასთან ერთად, რუსეთს ეკონომიკურად ასუსტებს.

Previous Post

რა არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია?

Next Post

Spotify-ს სამასი ათასი აუდიოწიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა დაემატა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Spotify-ს სამასი ათასი აუდიოწიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა დაემატა

Spotify-ს სამასი ათასი აუდიოწიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკა დაემატა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result