Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

EBRD-ის პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში

by Forbes.ge
September 8, 2022
in ბიზნესი, რეგიონი, საქართველო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
0
SHARES
0
VIEWS

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი ოდილ რენო-ბასო 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით კავკასიას ეწვევა. პირველად ჩავა აზერბაიჯანში, შემდეგ ეწვევა საქართველოს, და დაასრულებს ვიზიტს სომხეთში.

ეს არის პრეზიდენტ რენო-ბასოს პირველი პირადი ვიზიტი რეგიონში 2020 წლის ბოლოს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. ვიზიტი დაგეგმილი იყო 2021 წელს, მაგრამ Covid-19-ის პანდემიის დროს მოგზაურობის შეზღუდვამ მისი გადადება გამოიწვია.

გამგზავრებამდე EBRD-ის პრეზიდენტმა ვირტუალური შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჯგუფებთან.

ქ-მა რენო-ბასომ თქვა: „მოუთმენლად ველი კავკასიაში ვიზიტს, სადაც ბანკმა 30 წლიანი ოპერირების განმავლობაში შესანიშნავ შედეგებს მიაღწია.

„მიუხედავად მისი ზომისა, რეგიონი რჩება ჩვენთვის მნიშვნელოვან საინვესტიციო მიმართულებად, სადაც ჩვენ უკვე 10 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ.

„ჩემი ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას კავკასიისა და მისი მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის  მიმართ, ასევე სატრანსპორტო კავშირების, მდგრადი ინფრასტრუქტურისა და პოლიტიკური დიალოგის გაუმჯობესების საკითხებთან მიმართებაში.

„ასევე შევხვდები ჩვენს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებს, რათა განვიხილოთ კერძო სექტორის შემდგომი მხარდაჭერა, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოების.“

ქ-ნი რენო-ბასო ჯერ ბაქოში გაემგზავრება, სადაც აზერბაიჯანის პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდება. ის ასევე შეხვდება დიპლომატებს, ბიზნეს საზოგადოების ლიდერებს და ბანკის არსებულ პარტნიორებს.

EBRD-ის პრეზიდენტი ხელს მოაწერს აზერბაიჯანში ბანკის მიერ მწვანე ქალაქის პროექტის  შესახებ შეთანხმებას და ოფიციალურად წარადგენს ინვესტიციების ხელშეწყობის ეროვნულ სააგენტოსთან, AzPromo, ერთობლივ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სატელეკომუნიკაციო, მედიისა და ტექნოლოგიების (TMT) სექტორის  გაძლიერებას.

თბილისში EBRD-ის პრეზიდენტი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. ის ასევე შეხვდება დიპლომატებს, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეგიონულ ხელმძღვანელებს, ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელებს და არსებულ ბიზნეს პარტნიორებს კერძო სექტორიდან, მათ შორის ადგილობრივი ბანკებიდან.

ქ-ნი რენო-ბასო ხელს მოაწერს საკრედიტო ხელშეკრულებებს ფინანსურ და ჯანდაცვის სექტორში დიდი ხნის პარტნიორებთან.

მისი ვიზიტი ემთხვევა ქვეყანაში EBRD-ის საქმიანობის დაწყებიდან 30 წლის იუბილეს. 1992 წლის შემდეგ, ბანკმა 5 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა 270 პროექტის ფარგლებში.

EBRD-ის პრეზიდენტი ვიზიტს ერევანში დაასრულებს, სადაც სომხეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდება. ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებთან და განვითარების საერთაშორისო პარტნიორებთან. ქ-ნი რენო-ბასო ასევე ეწვევა ცენტრალურ ბანკს და დაესწრება დისკუსიას მრგვალ მაგიდასთან ადგილობრივი პარტნიორი ბანკების აღმასრულებელ დირექტორებთან.

შემდეგ პრეზიდენტი რენო-ბასო ეწვევა კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს (TUMO) სადაც შეხვდება სომხეთის მაღალტექნოლოგიური სექტორის ლიდერებს და დაესწრება EBRD-ის მიერ მხარდაჭერილი სომხეთის საინვესტიციო საბჭოს 15 წლის იუბილესთან დაკავშირებულ დღესასწაულს.

1992 წელს კავკასიაში თავისი საქმიანობის დაწყებიდან, EBRD-მა 10,64 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 652 პროექტის ფარგლებში რეგიონის ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში, ამ ინვესტიციების უმეტესობა განხორციელდა კერძო სექტორში.

Previous Post

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს აზარტული თამაშების კომპანია Evolution Georgia-ს?

Next Post

EBRD President to visit Azerbaijan, Georgia and Armenia

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა

დედოფალი ელისაბედ II გარდაიცვალა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result