Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

რა სხვაობაა ქართველ და ევროპელ სტუდენტებს შორის?

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
რა სხვაობაა ქართველ და ევროპელ სტუდენტებს შორის?
0
SHARES
0
VIEWS

Eurostudent 2016-2018 წლების კვლევას აქვეყნებს, რომელიც ევროპის 26 ქვეყნის, საქართველოსა და თურქეთის სტუდენტების სოციალურ და აკადემიურ შედეგებს აერთიანებს.

კვლევაში მონაწილე ქვეყნების სტუდენტების საშუალო ასაკი 25 წელია, თუმცა როგორც აღმოჩნდა ქართველი სტუდენტები ყველაზე ახალგაზრდები არიან. ჩვენთან სტუდენტის საშუალო ასაკი 22-ია, მაშინ როდესაც მაგალითად ისლანდიაში სტუდენტის საშუალო ასაკი 29.7-ია, ფინეთში 28.2, ნორვეგიაში 28 და ა.შ. მიზეზი, რის გამოც 28 ქვეყანას შორის, ქართველი სტუდენტები ასაკით ყველაზე პატარები აღმოჩნდნენ ის არის, რომ საშუალო განათლების მიღების შემდეგ, სკოლის მერხიდან პირდაპირ უნივერსიტეტის აუდიტორიაში მოხვედრის მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. კერძოდ, 28 ქვეყანას შორის საქართველო ამ მხრივ „მოწინავეა“. სკოლის დამთავრებიდან 2 წლის განმავლობაში უმაღლესში ახალგაზრდების 96% აბარებს, ევროპაში კი საშუალო მაჩვენებელი 86%-ია. ყველაზე გვიან კი სტუდენტობას სერბი ახალგაზრდები ირჩევენ, – 72%.

კვლევაში მონაწილე ქვეყნების სტუდენტების 10%-ს ჰყავთ შვილები. საქართველოში ეს მაჩვენებელი საშუალოზე დაბალი – 7%-ია. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი  ისლანდიაში, სადაც სტუდენტების 33%-ს ჰყავთ შვილები. თუმცა ისლანდიაში როგორც ავღნიშნეთ სტუდენტის საშუალო ასაკიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

რაც შეეხება სწავლის შეწყვეტას, ეს მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. კერძოდ, ბოლო 2 სემესტრის განმავლობაში, საქართველოში სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი 4%-ია, ევროპის საშუალო 7%, ყველაზე მაღალი კი უნგრეთშია – 25%. სწავლის შეწყვეტის მიზეზებს შორის სახელდება: მოტივაციის ნაკლებობა (34%), სამსახურთან დაკავშირებული მიზეზები (24%), ფინანსური პრობლემები (23%).

რაც შეეხება სწავლისა და სამსახურის ერთმანეთთან შეთავსებას, კვირაში ანაზღაურებად სამუშაოზე სტუდენტები საშუალოდ 12 საათს ხარჯავენ. საქართველოში ეს მაჩვენებელი კვირაში 9 საათია, ყველაზე მეტს კი როგორც აღმოჩნდა ესტონელი სტუდენტები მუშაობენ, – კვირაში 20 საათი. საქართველოზე ნაკლებ დროს უთმობენ სამუშაოს თურქი (კვირაში 8 საათი), დანიელი (კვირაში 7 საათი) და იტალიელი (კვირაში 5 საათი) სტუდენტები.

კვლევა სტუდენტების ყოველთვიურ ხარჯებსაც აანალიზებს. შედეგებიდან ჩანს, რომ სტუდენტის საშუალო ხარჯის 89% საცხოვრებელი ხარჯია. ხარჯის 89% კი შემდეგნაირად ნაწილდება – 60% თავად სტუდენტის მიერ გადახდილი თანხაა, 29% კი ოჯახის წევრების მიერ. განსხვავებულია სურათი სტუდენტის შემოსავლის საცხოვრებელზე დახარჯული თანხის მიხედვით. კერძოდ, საშუალო მაჩვენებელი 36%-ია, საქართველოში კი სტუდენტი შემოსავლის 28%-ს ხარჯავს საცხოვრებელზე.

სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია, – მხოლოდ 2%. ევროპაში კი საშუალოდ სტუდენტების 18% ცხოვრობს სტუდენტურ საცხოვრებელში.

სტუდენტების 28% მშობლებთან ერთდ ცხოვრობს. მშობლებთან ცხოვრების მაჩვენებლითაც ქართველი სტუდენტები მოწინავე ადგილზე არიან – 65%. ამ მაჩვენებლით საქართველოს მხოლოდ მალტა და ლიეტუვა უსწრებს. მშობლებისგან ყველაზე დამოუკიდებლები კი ფინელი სტუდენტები აღმოჩნდნენ, – მათი მხოლოდ 4% ცხოვრობს მშობლებთან ერთად.

საქართველოში საკმაოდ დაბალია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამებით მობილობაც. კერძოდ, თუკი საშუალო მაჩვენებელი 63%-ია, საქართველოში ის 45%-ს ჩამოუვარდება.

Previous Post

WEF: 5 главных рисков для бизнеса в Грузии и мире

Next Post

WEF: 5 Risks of Highest Concern for Doing Business in Georgia and Around the World

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
WEF: 5 Risks of Highest Concern for Doing Business in Georgia and Around the World

WEF: 5 Risks of Highest Concern for Doing Business in Georgia and Around the World

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Инструкция для новичков: https://kra070.com

ივლისი 30, 2026

Recent News

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Инструкция для новичков: https://kra070.com

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result