Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Global Finance-მა კობა გვენეტაძე საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ზედიზედ მეხუთედ დაასახელა

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Global Finance-მა კობა გვენეტაძე საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის ზედიზედ მეხუთედ დაასახელა
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance-მა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე 2022 წლის მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დაასახელა – მისთვის ეს ზედიზედ მეხუთე ჯილდოა.

Global Finance ცენტრალური ბანკების მმართველების რეიტინგს 1994 წლიდან აქვეყნებს და მათი შეფასება “A”-დან “F”-მდე შკალით დგება, სადაც “A” ბრწყინვალე შედეგების ხოლო “F” სრულ ჩავარდნას ნიშნავს. რეიტინგი რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გათვალისწინებით ყალიბდება, როგორებიცაა ინფლაციის კონტროლი, ეკონომიკური ზრდის მიზნები, ვალუტის სტაბილურობა და საპროცენტო განაკვეთების მართვა. ეს ჯილდო საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდ არის აღიარებული, დაჯილდოებული პირებისა და ცენტრალური ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მეტყველებს და მრავალი წელია, ბრწყინვალე სამუშაო შედეგების აღიარებულ და სანდო სტანდარტად იქცა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი Global Finance-მა თავის რეიტინგებში პირველად 2018 წელს ჩართო და ის, უკვე მეხუთე წელია, ცენტრალური ბანკების იმ საუკეთესო მმართველთა სიაში ხვდება, რომელთაც A და A- შეფასება მიიღეს. მმართველების ამ ჯგუფის დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ოქტომბერში, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების დროს გაიმართება.

2022 წლის Central Banker Report Cards-ში 96 ცენტრალური ბანკირი, მათ შორის, ევროკავშირის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებიც შეფასდნენ და მხოლოდ 21-მა მმართველმა მოიპოვა უმაღლესი შეფასება. კობა გვენეტაძესთან ერთად, Global Finance-ის მიერ გამოვლენილ ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველებში შვედეთის, ახალი ზელანდიის, ბრაზილიის, ჩინეთის, ისრაელის და სხვა, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებიც შედიან.

“ახლა, როდესაც მსოფლიო გლობალური რეცესიის შიშმა მოიცვა, ცენტრალური ბანკების ლიდერები ყურადღების ცენტრში ექცევიან, რადგან მათი ამოცანაა ამ სცენარისთვის თავის ასარიდებლად შესაბამისი პოლიტიკის გატარება”, – აღნიშნა ჟურნალ Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯარაპუტომ. “Global Finance-ის ყოველწლიურ ანგარიშში მოცემულია ფინანსური პოლიტიკის იმ ლიდერთა საქმიანობის ანალიზი და შეფასება, რომლებიც საუკეთესო გადაწყვეტილებას იღებენ და ასევე, იმ ლიდერებისა,  რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ.”

1987 წელს დაარსებული Global Finance  მიმოქცევაში 160-ზე მეტ ქვეყანაშია. ჟურნალის მკითხველებს შორის არიან მულტინაციონალურ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში საინვესტიციო და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი მაღალ თანამდებობებზე მყოფი კორპორაციული და ფინანსური მენეჯერები. ჟურნალის ვებგვერდზე ქვეყნდება 192 ქვეყნის შესახებ მონაცემები, ანალიტიკური და მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე 35-წლიანი გამოცდილების შედეგია. Global Finance-ის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.

ანგარიშის სრული ვერსია ჟურნალის ოქტომბრის ბეჭდურ და ციფრულ გამოცემებში გამოქვეყნდება. ის, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ მისამართზე: GFMag.com.

Previous Post

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 იწყება

Next Post

მიხეილ ხიდურელი – საერთაშორისო კონსულტანტებთან ეფექტიანი მუშაობის შედეგად, საქართველო სულ უფრო ხშირად ჩანს წამყვანი კომპანიებისა და მსხვილი ინვესტორების რუკაზე

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
მიხეილ ხიდურელი – საერთაშორისო კონსულტანტებთან ეფექტიანი მუშაობის შედეგად, საქართველო სულ უფრო ხშირად ჩანს წამყვანი კომპანიებისა და მსხვილი ინვესტორების რუკაზე

მიხეილ ხიდურელი - საერთაშორისო კონსულტანტებთან ეფექტიანი მუშაობის შედეგად, საქართველო სულ უფრო ხშირად ჩანს წამყვანი კომპანიებისა და მსხვილი ინვესტორების რუკაზე

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Recent News

Pistolo Casino – Fast‑Track Gaming für den Schnell‑Spieler

June 16, 2026

Swift Casino: High‑Speed Gaming für den flashy Player

June 15, 2026

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result