Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ევროკავშირი საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს აფასებს

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
ევროკავშირი საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს აფასებს
0
SHARES
0
VIEWS

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის პროექტს მხარი დაუჭირა.

ანგარიშში განხილულია სხვადასხვა სფეროებში ევრკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა. ევროპარლამენტი ქვეყანას სხვადასხვა რეკომენდაციებსაც აძლევს, მათ შორის სამუშაო ძალის, კორუფციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის მიმართულებით. 

ევროკავშირი საქართველოს ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში მაღალკვალიფიციური პერსონალის გამოყენებას ურჩევს. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ევროინტეგრაციის პროცესში ჩართულ ყველა სამინისტროში უზრუნველყოს შესაბამისი და საჭირო რაოდენობის სპეციალისტები. ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საჭიროა პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფაც. 

ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ  საქართველოს ბრძოლამ კორუფციის წინააღმდეგ კარგი შედეგი გამოიღო, რომელიც აისახა სხვადასხვა რეიტინგებში, თუმცა მაღალი დონის ელიტური კორუფცია კვლავ რჩება სერიოზულ საკითხად.  ანგარიში საქართველოს მოუწოდებს, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ორგანო. 

“კორუფციასთან ბრძოლა ითხოვს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და მსგავსი საქმეების გამოძიების გამოცდილებას”, – ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ  სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებაა საჭირო. 

ევროკავშირი მიესალმება ხელისუფლების აქცენტს, რათა ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ასევე მიესალმება შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის ადაპტირებას. თუმცა, აქვე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გააფართოვოს კანონის შესაძლებლობები, რათა თავიდან იქნას აცილებული გამონაკლისი შემთხვევები. ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს დაამკვიდროს სამუშაო ძალის საერთაშორისო სტანდარტები და გარდაქმნას შრომის ინსპექტირების სტრუქტურა დამოუკიდებელ ორგანოდ,  რათა დაცული იყოს დასაქმებულების უფლებები. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნის სავაჭრო ბრუნვის მესამედი სწორედ ევროკავშირზე მოდის. ამასთან ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით.  ევროკავშირი მიესალმება სტრუქტურული რეფორმების იმპლემენტაციას, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ განვითარებაზე, ბიზნესის გაძლიერებასა და იმ სარგებლის მაქსიმიზაციაზე რომელიც DCFTA-ს აქვს. 

“სავაჭრო საკითხებში საქართველომ არაერთი კუთხით წარმატებას მიაღწია, მათ შორის სანიტარიისა და ფიტო სანიტარიის კუთხით, თუმცა მოვუწოდებთ ქვეყანას რომ სურსათის უსაფრთხოების კუთხით მეტად იმუშაოს”, – ნათქვამია ანგარიშში.  “საინვესტიციო გარემოს გამოუმჯობესების კუთხით, მნიშვნელოვანია მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების სრულად იმპლემენტაცია”.

 ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საჭიროა ეკონომიკური განვითარების მთელი ქვეყნის მოსახლეობაზე სამართლიანი განაწილება და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. 

ევროკავშირი მიესალმება  ახალი პროდუქტების საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტს, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანა უმეტესად კვლავ სოფლის მეურნეობის პროდუქტების და ნედლეულის ექსპორტს ახორციელებს. 

სწორედ ამიტომ, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, რათა კვლავ დაეხმაროს საქართველოს საექსპორტო პროდუქციის იდენტიფიცირებასა  და ეკონომიკის დივერსიფიკაციაში. 

ანგარიში მიესამლება სახელმწიფო შესყიდვების კუთხით პროგრესს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ პროცესში საჭიროა მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სტრუქტურა.  ევროპარლამენტი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეს სისტემა გახდეს მეტად გამჭვირვალე. კერძოდ, მან უნდა უზრუნველყოს კონკურენტული გარემო შექმნა შესყიდვების პროცესში და პირდაპირი შესყიდვებისგან თავის აცილება. 

რაც შეეხება ენერგეტიკას, – ევროპარლამენტი რეკომენდაციას აძლევს ხელისფლებას ძლიერი ენერგო სტრატეგია შეიმუშავოს, შეამციროს ენერგო სუბსიდიების დონე, გააძლიეროს ენერგომომარაგების უსაფრთხოება  და ენერგო დამოუკიდებლობა. 

ანგარიში მიესალმება განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების მცდელობას და ენერგოეფექტურობის შესახებ კანონმდებლობის შემუშავების დაწყებას.

Previous Post

‘Wolves’ circled oligarch’s widow over £9bn estate

Next Post

The Making of Georgian Fashion Moment: Tbilisi Fashion Week

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
The Making of Georgian Fashion Moment: Tbilisi Fashion Week

The Making of Georgian Fashion Moment: Tbilisi Fashion Week

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result